რატომ გაქვთ პრობლემები პირადში და რატომ ვერ აწყობთ სასიყვარულო ურთიერთობას - ასტროლოგების მოკლე და მარტივი პასუხი

რატომ გაქვთ პრობლემები პირადში და რატომ ვერ აწყობთ სასიყვარულო ურთიერთობას - ასტროლოგების მოკლე და მარტივი პასუხი

დამეთანხმებით, ბევრი ადამიანი იტანჯება ამ ქვეყნად საპირისპირო სქესთან პრობლემატური ურთიერთობების გამო. ხშირად, ყველაფერი იდეალურად იწყება, ისე როგორც ზღაპარში, თუმცა სულ მალე ვხვდებით, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ერთმანეთისთვის აფსოლუტურად გაურკვეველ ენაზე ვსაუბრობთ და სიტუაცია თანდათან შედის ჩიხში.

მოდით ასტროლოგიური კუთხით გავერკვეთ იმაში, თუ კონკრეტულად რატომ ხდება ეს?

საქმე ისაა, რომ წყვილებს შორის ურთიერთგაგების პრობლემაზე არა ერთი ან ორი, ერთბაშად მრავალი ასპექტი აგებს პასუხს ვარსკვლავური გაანგარიშებით. თუმცა მათგან უმთავრესი, პირად რუკაში პლანეტა ვენერას განლაგებაა. ვენერა, რომელიც თავის მხრივ სიყვარულის გამოხატვის ფორმაზე, მისი აღქმის უნარზე და ზოგადად პარტნიორული ურთიერთობის ჯანსაღ ხედვაზეა პასუხისმგებელი, ნებისმიერი ჩვენგანის პირად რუკაში, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს და სახლს იკავებს. სწორედ ეს კომპონენტები არეგულირებს ჩვენში პარტნიორებთან დამოკიდებულების რაგვარობას.

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ თავად პლანეტა ვენერა ზოდიაქოს ორი ნიშნის მმართველია - კუროს და სასწორის. აქედან გამომდინარე, თუკი იგი ამ ორი ზოდიაქოს ნიშნიდან რომელიმეში მოხვდა კონკრეტული ინდივიდის დაბადებისას, ამ ადამიანს სიყვარულის ყველაზე ჯანსაღი, სწორი და რაც მთავარია ესთეტიური აღქმის უნარი ექნება. ასეთ ვენერას ასტროლოგები - მაღალქულიანს ეძახიან. თუმცა იმ შემთვევაშიც კი თუ თქვენ ამ ზემოთხსენებული „მაღალქულიანი ვენერით“ დაიბადეთ, დაზღვეული არ იქნებით პირად ურთიერთობაში პრობლემებისგან, თუკი თქვენს პარტნიორს იგივე ვენერა დისჰარმონიულ ნიშანში ჰყავს განლაგებული - ეს ნიშნებია: მორიელი, ქალწული, ვერძი და სხვა.

ზოდიაქოს ამ ნიშნებში ვენერა თავს „არაკომფორტულად“ გრძნობს, მორიელთან იგი ეჭვიანი და მაზოხიზმისკენ მიდრეკილი ხდება, ვერძთან არაადექვატური, ქალწულთან საერთოდ ეშინია თავად სიყვარულის

აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ წყვილს შორის ემოციური ჰარმონია ხანგრძლივი დროით წარმოიშვას, აუცილებელია, რომ ორივე მათგანის რუკაში პლანეტა ვენერა, ერთმანეთისთვის ჰარმონიულ ნიშნებში იყოს განლაგებული. ასე მაგალითად, ვენერა კუროში კარგად გაუგებს მიწის სტიქიის ვენერას - ანუ ვენერას ქალწულში და თხის რქაში . წყლის სტიქიის ვენერა კი, ანუ ვენერა თევზებში , კარგად მოერგება იგივე სტიქიის ვენერა მორიელის მაზოხისტურ გამოვლიენებებს, რადგან ვენერა თევზებს ზოგადად საყვარელი ადამიანისთვის მსხვერპლადშეწირვის მიდრეკილება ახასიათებს. ამიტომ ასეთი ტიპის წყვილში ორივე იღებს ემოციურად იმას, რაც მას მოსწონს - ვენერა მორიელში პარტნიორის ტანჯვას (მისთვის სიყვარული მძაფრ ემოციებთან ასოცირდება), ვენერა თევზებში კი, მოწამეობრივ (მაზოხისტურ) თავდადებას პარტნიორის ხუშტურების მიმართ. სწორედ ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსების მიხედვით ხდება ჩვენი პირადი ურთიერთობების, ამა თუ იმ გზით ფორმირება. ამიტომ კითხვაზე - თუ რატომ არ გამოგვდის ურთიერთობა, მხოლოდ საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ, იმიტომ რომ ეს თქვენმა ვენერამ ვერ შესძლო ჰარმონიულად მორგებოდა პარტნიორის ვენერას. მართალია ვენერას გარდა წყვილების ურთიერთობა კიდევ უამრავი მსხვილმან-წვრილმანი ასპექტის გავლენასა და თავსებადობაზეა დამოკიდებული, მაგალითად მთვარის კვანძების, შავი მთვარის ანუ ლილიტის, მარსი-მთვარის და სხვა პლანეტების თანხვედრაზე, მაგრამ ამაზე უკვე მომდევნო სტატიაში ვისაუბროთ.

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"