რიცხვების მაგია - ხართ თუ არა განსაკუთრებული ნუმეროლოგიური კომბინაციით დაბადებული ადამიანი და რა სურპრიზს გიმზადებთ ბედი

რიცხვების მაგია - ხართ თუ არა განსაკუთრებული ნუმეროლოგიური კომბინაციით დაბადებული ადამიანი და რა სურპრიზს გიმზადებთ ბედი

რიცხვების მაგია ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში ახდენს დიდ გავლენას. თუმცა ძალზე ხშირად ადამიანების უმეტესობა ამას ვერ აცნობიერებს. დღეს მინდა განსაკუთრებულ ციფრებზე გესაუბროთ, რომელსაც ნუმეროლოგები სხვაგვარად "ჰეგენმონ ციფრებს" უწოდებენ. ამიტომ თუკი თქვენი დაბადების მონაცემებში ქვემოჩამოთვლილი ციფრები ფიგურირებს, უნდა იცოდეთ, რომ ბედი არაერთ საინტერესო სურპრიზს გიმზადებთ.

ამგვარი ციფრი სულ ორი არსებობს - 11 და 22 . თუმცა მათი ჰეგემონურობა, სხვა ციფრებზე უპირატესობას კი არა, ამ ციფრებთან დაკავშირებული ადამიანებისა და მოვლენების განსაკუთრებულობაზე მიანიშნებს. საქმე ისაა, რომ ზემოხსენებული ციფრები საკუთარ თავში უდიდეს ენერგეტიკას ატარებენ. ამიტომ, ადამიანისთვის, რომელიც ზემოხსენებული ორი ციფრის გავლენაშია მოქცეული, აუცილებელია, სწორად მართოს საკუთარი შინაგანი ენერგია, რათა დაბადების ციფრის მაგიამ მისი ცხოვრება ერთ დიდ ქაოსად არ გადააქციოს.

ადამიანებს, რომელთა დაბადების ციფრებსაც 11 ან 22 წარმოადგენს ან მათი ნამრავლი/ჯამი უდრის ამგვარ ციფრს, უნდა ახსოვდეს, რომ თუ 1-დან 9 -მდე რიცხვები კაცობრიობის მიერ დაგროვილი ენერგეტიკული პოტენციალის მთელ სპექტრს აერთიანებს, 11 და 22 უკვე ასტრალური ენერგიის მაჩვენებელია. ნუმეროლოგები ამ ციფრებს "მზისა და მიწის ციფრებს" უწოდებენ და მათ "ოსტატის ნიშნად" თვლიან.

მათ ვინც 11 რიცხვში დაიბადა ინტუიციურობა და ღრმა ქვეცნობიერი გააჩნიათ. ეს ადამიანები ადვილად წყდებიან მიწიერ საზრუნავს და ყოველთვის ინტერესდებიან არამიწიერი ფასეულობებით. მაგრამ, თუკი მათ მხოლოდ და მხოლოდ ყოველდღიური რუტინული ცხოვრებით უწევთ ცხოვრება, ისინი მალე იფიტებიან და ჯანმრთელობაც საგრძნობლად უუარესდებათ. ამ ადამიანებისთვის ისეთ სფეროში მოღვაწეობაა კარგი, სადაც საშუალება მიეცემათ სულიერად გაიზარდონ და სხვადასხვა ტიპის ხალხთან იქონიონ კონტაქტი. ნუმეროლოგთა აზრით, ეს ადამიანები ცას და მიწას შორის ე.წ. "ფოსტალიონის" როლს ასრულებენ. სწორედ მათ შესწევთ ძალა, სურვილების ასრულებაში დაეხმარონ სხვებს, რადგან ადამიანების გულში არსებული ფარული ოცნებების მიტანის უნარი გააჩნიათ ზეცამდე.

რაც შეეხებათ 22 რიცხვში დაბადებულებს, ეს ხალხი პირიქით, ზეციური სწავლებისა და კანონების დასამკვიდრებლად მოდის ამ ქვეყანაზე. გასაკვირი არ არის რატომ გამოდიან მათგან კარგი პედაგოგები, ლიდერები, პოლიტიკოსები და მეცენატები. ამ ადამიანებს აქვთ უნარი გზა აპოვნინონ თავისზე სუსტ და ნაკლებად თამამ პიროვნებებს. ამიტომ მათი შემართება, ბრძოლისუნარიანობა და ოპტიმიზმი ხშირად ხდება გარშემო მყოფთათვის სტიმულის მიმცემი და აქტიური ქმედებებისკენ წამაქეზებელი ტრამპლინი.

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"