როგორ შევარჩიოთ ამულეტი - ნაწილი პირველი

როგორ შევარჩიოთ ამულეტი - ნაწილი პირველი

. ნივთს რომელსაც თქვენს ამულეტად ირჩევთ, აუცილებლია რომ სწორად შეურჩიოთ ფორმა, მასალა და ენერგეტიკული მიმართულება რომლითაც მას მუხტავთ. ამიტომ იმაშიც უნდა ვიყოთ ჩახედული თუ კონკრეტულად რომელი სიმბოლო რა სახის მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. როგორც ეზოთერიკოსები თვლიან, ნებისმიერი სახის თილისმა და ამულეტი მაქსიმალური ძალით თავს დაახლოებით სამი წლის მანძილზე ამჟღავნებს. უკვე შემდეგ, მისი ენერგეტიკა იკლებს და სასურველია იგი რომელიმე სხვა დამცავი სახეობით ჩაანაცვლოთ ან ახალი ენერგეტიკით და მიზნით დამუხტოთ. არ არის სასურველი თქვენი ამულეტის სხვისთვის თხოვება. ასე იგი აუცილებლად იღებს სხვის ენერგიას და კარგავს იმას, რომელიც თქვენ გადაეცით. ამიტომ მისი არათუ სხვისთვის თხოვება, ხელით შეხებაც კი არ არის მიზანშეწონილი. ამულეტი თქვენი ბიორიტმის ნაწილია, ამიტომ მას გარეშე ენერგია არაფერში ესაჭიროება. ამულეტის დასამზადებლად სხვადასხვა მასალა ან ნივთი გამოდგება, ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები, მეტალი, ხე და ა.შ.

ამიერიდან გთავაზობთ პერიოდული სტატიების ციკლს, სადაც ვისაუბრებთ ამულეტების შესახებ  რომელთა ტარებაც ამა თუ იმ  კონკრეტული მიზნით შეგიძლიათ.

წერო

მას ძირითადად უშვილობის პრობლემების მქონე ადამიანები ატარებენ. თუმცა მას აქვს ზოგადად ოჯახური კერის დამცავის ფუნქციაც. იგი გიცავთ ქურდებისგან, დანაკარგისგან და ა.შ.

პეპელა

პეპელას ფიგურა უძველესი დროიდან ადამიანის სულთან ასოცირდებოდა. გარდაცვალებისას ადამიანის ტრანსფორმაციასთან. თუმცა ძველ ჩინეთში პეპელას სიმბოლო უღრუბლო ცხოვრებას მოასწავებდა. იაპონელები კი ორ მოფარფატე პეპელას სიმბოლოს ბედნიერ ქორწინებას და ზოგადად წარმატებულ პარტნიორულ კავშირს უკავშირებდნენ.

დრაკონი

დრაკონს განსაკუთრებული ენერგეტიკული დატვირთვა გააჩნია. იგი მფლობელს ანიჭებს ზემდგომების მხრიდან კეთილგანწყობის შანსს, ფსიქოლოგიურ მდგრადობას რთულ სიტუაციებში, თუმცა ამ უკანასკნელისგან ითხოვს სიმამაცეს და გამბედაობას. შესაბამისად, დრაკონის გამოსახულებიანი ამულეტის ტარებისას სიმხდალე არ გეპატიებათ. ამით თქვენი ამულეტი ძალას დაკარგავს.

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"