რომელი ფრაზით შეიძლება მოუკლათ გული ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს

რომელი ფრაზით  შეიძლება მოუკლათ გული ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს

ნებისმიერი ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდია, განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, მას მაინც გააჩნია კონკრეტული "მტკივნეული" ადგილები და არსებობს აკრძალული ფრაზები, რომელიც ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს არასოდეს არ უნდა უთხრათ.

ვერძი - "დამშვიდდი" - როგორც წესი, მცდელობა სიმშვიდისკენ მოუწოდო ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ცეცხლოვან ადამიანს, ყოველთვის საპირისპირო შედეგით სრულდება.

კურო - "ნუ ზოზინებ" - კუროებს საკუთარი ცხოვრების რიტმი გააჩნიათ. ამიტომ მცდელობას ვინმემ ააჩქაროს, კუროს წყობიდან გამოყვანა შეუძლია.

ტყუპი - "რეებს ბოდავ" - ტყუპი ყველაზე გამჭრიახი და ინტელექტუალური ნიშანია. ამიტომ მის ნათქვამში ეჭვის შეტანას გარშემო მყოფების მხრიდან იგი ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამს.

კირჩხიბი - "თავს ნუ მაბეზრებ" - კირჩხიბები ყველაზე მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანები არიან მთელ გალაქტიკაში. მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, თქვენ მათი ზრუნვა მოგბეზრდეთ.

ლომი - "რაღაც ფორმაში არ ხარ" - ლომისთვის საკუთარი იმიჯი ღირსებისა და პატივის საკითხია. ამიტომ არასოდეს შეიტანოთ ეჭვი ამ ასპექტში მით უმეტეს, მისი თანდასწრებით.

ქალწული - "გავაკეთებ ხვალ, ზეგ, მაზეგ" - ქალწული მოწესრიგებული და პუნქტუალური ნიშანია. თუ რამეს დაჰპირდით კეთილი ინებეთ და შეასრულეთ.

სასწორი - "ჩამოყალიბდი რა გინდა" - დიახ სასწორი მერყევია და ამას გულის სიღმრეში აღიარებს. თუმცა, ნებისმიერი მცდელობა მას გადაწყვეტილება ძალით მიაღებინოთ კრახით დასრულდება.

მორიელი - "აი ჩემი ყოფილი..." - მორიელზე ეჭვიანი ადამიანი ამქვეყნად ძნელად თუ მოიძებნება. ჰოდა, ყოფილებზე საუბარი ეს ის თემაა, რომელსაც ტაბუ უნდა დაადოთ მისი თანდასწრებით, თანაც სამუდამოდ.

მშვილდოსანი - "შენ მატყუარა ხარ" - მშვილდოსანი ყველაზე უფრო სიმართლისმოყვარე და პირში მთქმელი ადამიანია. ამიტომ ამქვეყნად მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, თუ ვინმე მატყუარობას დასწამებს მას.

თხის რქა - "ჩემს მშობლებს არ მოსწონხარ" - თხის რქა საოცრად დისციპლინირებული ადამიანია. ყოველთვის ცდილობს სანიმუშო იყოს მით უმეტეს ასაკით უფროსი ადამიანების თვალში. ამიტომ თქვენი მშობლების მხრიდან ანტიპათია მის გულს დიდ დარტყმას მიაყენებს.

მერწყული - "დედაშენის ასლი ხარ“ - მერწყული ამქვეყნად ყველაზე დიდი ინდივიდუალისტია. ამიტომ საშინლად ვერ იტანს, როცა ვინმე სხვას ადარებს მას.

თევზები - "მუდმივად პრობლემები როგორ გაქვს" - თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა თავადაც კარგად იცის, რომ საშინლად ემოციურია, მაგრამ იმის შეხსენება რაოდენ უსუსურად გრძნობს ხანდახან თავს, თევზებს ცხოვრებას უშხამავს.

აპრილის ტარო - პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

რა საერთო აქვს 2020 წელს 1968-სთან? - ასტროლოგიური კავშირი და მსოფლიო ტრაგიკული მოვლენების ტალღა ნახევარი საუკუნის წინ

"თქვენი ყველაზე ცხადი მოგონებებიც კი მცდარია" - 25 საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელიც არ გსმენიათ