დეკემბერში გარისკვას არ გირჩევთ. უმჯობესია, აუსრულოთ გარშემო მყოფებს დანაპირები. განსაკუთრებით, თუ ახლობელ ადამიანებს დაპირდით რამეს. სამსახურში მუდამ უნდა გქონდეთ სათადარიგო გეგმა, რათა რთულ სიტუაციაში თავგზა არ დაკარგოთ. მოსალოდნელია უსიამოვნება ადამიანთან, რომელთანაც ფინანსურად იყავით დაკავშირებული.
დეკემბრის დასაწყისში - კარდინალურად უნდა შეცვალოთ თქვენი ქცევა. ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერული წინსვლა და დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ნუ იცურებთ დინების წინააღმდეგ ამან შეიძლება ფინანსური უსიამოვნებები მოგიტანოთ. საყვარელ ადამიანთან უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ესაუბრეთ მას ხშირად და გულახდილად. სამშენებლო, სარემონტო მასალების შეძენა მოგიწევთ, გაზაფხულზე თუ ბინის გაკეთებას აპირებთ. მგზავრობა შეიძლება არც ისეთი სარფიანი გამოდგეს, როგორც გეგონათ.
დეკემბრის შუაში - საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ სამსახურებრივი მდგომარეობა. შემოიკრიბოთ თანამოაზრეები და ერთად დაამარცხოთ კონკურენტები. პირად ბიზნესში მოღვაწეებს მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. ამავე პერიოდში უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. კონფლიქტი მოსალოდნელია დიდი ხნის მეგობართან. საკუთარი მისამართით ბევრ კრიტიკას მოისმენთ. იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული.
დეკემბრის ბოლოს - უამრავი ვალდებულება და საქმე გექნებათ შესასრულებელი. ნათესავებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. დაგეგმეთ ყოველი დღე და საათი. მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს წვეულების დაგეგმვა, საჩუქრებისა და პროდუქტების შეძენა. უარს ნუ იტყვით დამატებით სამუშაოზე, ეს წლის ბოლოსთვის მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. სიფრთხილე გმართებთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებისგან, ალკოჰოლის სმასთან. მართალია, სპორტდარბაზში აქტიურობისთვის არ გეცლებათ, მაგრამ დილაობით მსუბუქი ვარჯიში აუცილებელია. რეგულარულად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.
ნუ გადადებთ საქმეებს მომავლისთვის. პირიქით, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ წლის ბოლოსთვის ყველაფერი დაასრულოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ თანამოაზრეებთან ერთად განხორციელებული შემოქმედებითი პროექტები. მოერიდეთ პარტნიორებთან სერიოზულ დაპირისპირებას. აკონტროლეთ ემოციები. თვის ბოლოსთვის მიხვდებით, რომ გამოფიტული ხართ და მეტად გსურთ დასვენება. მოერიდეთ მივლინებას 7-10 დეკემბრის პერიოდში.
ფინანსური კრიზისი არ გელით. იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა მეტი ძალისხმევა გმართებთ. საყიდლები მნიშვნელოვნად არ დააზარალებს თქვენს ბიუჯეტს. კარგ შედეგს მოგიტანთ მანქანის, ბინის ან აგარაკის ყიდვის საკითხები. ფულის შემოდინებას დაელოდეთ 9, 10, 16, 19 და 28 დეკემბერს. თუ მსხვილი ნივთების ყიდვას არ აპირებთ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ და იქ აღნიშნეთ ახალი წლის შემობრძანება.
მაქსიმალურად სიფრთხილე გმართებთ აქტიურ სპორტთან, გაფრთხილდით, რომ მოტეხილობებით და ტრავმებით არ შეხვდეთ ახალ წელს. განსაკუთრებით სარისკოა თავის ზონა. თუ სტომატოლოგთან აპირებთ მკურნალობას, აღარ გადადოთ. გაფრთხილებთ, რომ პირადი ჯანმრთელობისადმი გულგრილი დამოკიდებულება სიკეთეს არ მოგიტანთ.
საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ. წვრილმანების გამო კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. ხშირად მოუსმინეთ, რას გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
დაქორწინებულებმა ერთად შეადგინეთ სადღესასწაულო მენიუ, საჩუქრების სია, დაგეგმეთ მოგზაურობა ან დასვენება.
ზოგიერთებს წარსული კავშირების ნოსტალგია შემოაწვება. ძველი კავშირების აღდგენა კარგი გადაწყვეტილება არაა. უმჯობესია, ახალი პარტნიორის ძებნა დაიწყოთ. თუ ხვდებით, რომ ახალგაცნობილთან რომანი სათქვენო არაა, მეგობრებად დარჩით და თუ ხვდებით, რომ თქვენს ადამიანს შეხვდით, მეტად მოსიყვარულე იყავით მის მიმართ.