სექსუალური შეთავსება ჰარმონიული ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თუმცა რა უნდა ვქნათ, თუკი პარტნიორი ჩვენს მოლოდინებს არ ამართლებს? უნდა ვიცოდეთ ასტროლოგია და მისი მეშვეობით ასე თუ ისე მომზადებული შევხვდებით არსებულ რეალობას... ასტროლოგები თვლიან, რომ პლანეტები განაპირობებენ ადამიანში არსებულ სექსუალურ მიდრეკილებებსა და პოტენციალს. მათ შორის კი გამოყოფენ სამ, სექსუალურად ყველაზე პრეტენზიულ და უინტერესო ნიშანს...
1. თევზები - როგორც წესი ემოციური, ბუტია და საშინლად პრეტენზიულია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მის ლიბიდოზე. ამ ნიშანთან ურთიერთობა, როგორც წესი, პრობლემურია იმის გამოც, რომ თევზს უყვარს ურთიერთობაში მსხვერპლის როლის თამაში და პარტნიორის ყველაფერში დადანაშაულება. სექსუალურ მრავალფეროვნებას ნუ ელოდებით მისგან.
2. ქალწული - გინახავთ ადამიანი, რომელსაც ვერაფრით ვერასოდეს ვერ ასიამოვნებ? თუკი ასეთი ადამიანი შეგხვედრიათ ის აუცილებლად ქალწული იქნება. მისთვის მნიშვნელოვანია სექსის დროს ისეთი უაზრო წვრილმანები როგორიცაა პარტნიორის წინდების ფერი, ლაქწასმული ფრჩხილები და ვარცხნილობა. ამასთან ერთად, ისინი ეგოისტები არიან და მუდმივად ითხოვენ პარტნიორისგან იმაზე მეტს ვიდრე თავად შეუძლიათ გაცემა.
3. თხის რქა - როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ერთი შეხედვით ძალზე სექსუალური ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა. სინამდვილეში თხის რქები ძალიან კონსერვატულები არიან და სექსში გახსნა უჭირთ.