ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ლომებისთვის - "მოსალოცად გაქვთ საქმე..."

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ლომებისთვის - "მოსალოცად გაქვთ საქმე..."

მოსალოცად გაქვთ საქმე, პირადი ცხოვრება ნათელი და დასამახსოვრებელი მომენტებით იქნება აღსავსე. მარტივად მიიქცევთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანების ყურადღებას. და არც თქვენ დაგჭირდებათ ვინმეს გულის დაპყრობა. მიაღწევთ იმას, რაც გსურთ და ეს მხოლოდ პირად ცხოვრებას არ ეხება. ეს შეიძლება იყოს თანამდებობა, ავტორიტეტის ამაღლება ან მაღალი ხელფასი.

2020 წელს მეტად ცივსისხლიანი და გააზრებული უნდა იყოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს. ყველა, ვინც გიღიმით, მეგობარი და თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანი არაა. შესაძლოა, ზოგს თავისი მზაკვრული მიზნები ჰქონდეს. გააუმჯბესეთ ურთიერთობა უფროსთან. ეთათბირეთ ნებისმიერ საკითხზე. ამან შეიძლება კარდინალურად შეცვალოს თქვენი პრემიაც და შვებულების რაოდენობაც.

ზაფხული დაუვიწყარი იქნება, საყვარელ ადამიანთან ერთად ზღვის სანაპიროზე. გაიძლიერეთ ჯანმრთელობა, გაცივება და ვირუსები გაგაწამებთ. ყური დაუგდეთ ნათესავების რჩევებს. განსაკუთრებით, ასაკოვნებსა და გამოცდილებს.

ვირთხის წელიწადში უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. აგრეთვე გექნებათ წვრილ-წვრილი შემოსავალი სხვადასხვა წყაროდან. წლის ბოლოს კი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. რაც საშუალებას მოგცემთ, საჩუქრები უყიდოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. სასურველია, ამავე პერიოდში ცოტა დაისვენოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, აქტიური სპორტის სახეობებს. მოსალოდნელია ტრავმები, დაჟეჟილობები.

  • სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

რომანტიკის, სიყვარულისა და ოჯახის შექმნის წელია. ზოგჯერ ისე იქნებით პირადი გრძნობებით აღსავსე, რომ სამსახურის საქმეებსა და ვალდებულებებსაც კი დაივიწყებთ. ეცადეთ, დაარეგულიროთ გრაფიკი. მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობას. ზოგიერთი სამოსის, თმის ფერის, წონის შეცვლას გადაწყვეტს.

მარტოხელა ლომებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ საინტერესო ადამიანს. ეს შეხვედრა შეიძლება მეგობრებმა მოგიწყონ ან მეგობრებთან გართობის დროს გაიცნოთ. თქვენს აქტიურობაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ამიტომ, გააქტიურდით. ეცადეთ, ყველა პირობა შეუქმნათ ადამიანს, რომ თქვენთან ყოფნის სურვილი გაუჩნდეს.

დაქორწინებულ ნიშნებს ისე იდეალურად გექნებათ ყველაფერი, რომ შეიძლება, მოსაწყენებადაც კი მოგეჩვენოთ. იყავით მეტად რომანტიკული მეუღლისადმი. ეს მხოლოდ ფინანსურ მოულოდნელობებს არ გულისხმობს. ნათესავები დახმარებას საჭიროებენ. განსაკუთრებით, ვინც ავადაა. ზოგიერთს შეიძლება შინაური ცხოველის გაჩენის სურვილი გაუჩნდეს.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი ლომებისთვის

კეთილდღეობის წელი დაგიდგათ. ყველა უსიამოვნება, ყველა ნერვიულობა, პრობლემა წარსულში დარჩება და ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. მთავარია, არ იზარმაცოთ, იყავით იმედიანი. რაც უფრო მეტ სირთულეს დაძლევთ, უფრო გაძლიერდებით. ზოგიერთს პროფესიის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. კარგი წელია სწავლისა და ახალი ინფორმაციის მისაღებად. იყავით აქტიური, როგორც საქმიან სფეროში, ისე სასიყვარულოში.

მეტი სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. იყავით პრაქტიკული ახალი ნივთების შეძენისას. მარტოხელა ლომი მამაკაცები ძირფესვიანად შეიცვლიან ბედს. შეხვდებით ქალს, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. ის თქვენი ერთგული მეგობარი და ვნებიანი საყვარელი გახდება.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი ლომებისთვის

ვირთხის წელიწადში ჭირვეულობისა და პრინციპებისგან უნდა გათავისუფლდეთ. თუ კომფორტული ცხოვრება გსურთ. შეიძლება ხშირად მოგიწიოთ იმის გაკეთება, რაც არ გსურთ, მაგრამ ეს პანიკის ჩავარდნის მიზეზი არ უნდა გახდეს და ნურც საიმედო მეგობრებსა და საქმიან კოლეგებს შეაქცევთ ზურგს. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და თქვენზეა დამოკიდებული კაშკაშა იქნებით თუ - მინავლებული. მოიწესრიგეთ აზრები, რათა ეჭვებმა და ფიქრების აყოლამ დეპრესიამდე არ მიგიყვანოთ.

იყავით ყურადღების ცენტრში, გამოიჩინეთ ინიციატივა და თავად გაიცანით ადამიანი, რომელიც მოგეწონებათ. გაზაფხული სიყვარულისა და ბედნიერების სეზონია. ზაფხულში საზღვარგარეთ დასვენებას შეძლებთ. თუ მარტო ყოფნა არ გსურთ, მეგობარი ან ნათესავი გაიყოლეთ.

  • 2020 წლის ფინანსური პროგნოზი

მატერიალურად მოძლიერებული იქნებით. იმდენად, რომ საკუთარ თავს არც მოგზაურობაზე, არც რესტორნებსა და ბუტიკებზე ეტყვით უარს. თუმცა, ზომიერება ყველაფერში გმართებთ. სასურველია, ფული სასარგებლო და საჭირო ნივთებზე დახარჯოთ. ეს შეიძლება იყოს ინტერიერის შეცვლა, ძვირფასეულობა, ავეჯის განახლება, სწავლის ან მკურნალობის დაფარვა. უფრო სწორად, ის პროცედურები, რაც ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ.

ნუ ნერვიულობთ წვრილმანებზე. ჩაეწერეთ ფიტნესზე ან იოგაზე. უყურეთ პოზიტიურ ფილმებს, იყავით მეტად ხალისიანი და ხშირად გაუღიმეთ ადამიანებს. დაიცავით რეჟიმი, მუშაობისას აუცილებლად დაისვენეთ. ებრძოლეთ მავნე ჩვევებს, ზედმეტ წონას. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს თქვენზე უკეთ ვერავინ უშველის. ზოგიერთი ველოსიპედის, გორგოლაჭების შეძენას გადაწყვეტს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მოაწყვეთ თევზაობის, პიკნიკის დღეები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ლომებს, ვისაც ქრონიკულად აწუხებს ხერხემალი, სასუნთქი სისტემა. ბონუსად ძლიერ იმუნიტეტს და სხეულის კარგ ფორმებს მიიღებთ.

ზაფხულში გაემგზავრეთ სამხრეთით. თუმცა ბებია-ბაბუასთან სოფელშიც საუკეთესოდ დაისვენებთ.

  • 2020 წლის კარიერის პროგნოზი

ბუნებით ამაყი და კეთილშობილი ხართ და მცირე გამარჯვებებს არ დათანხმდებით. სამსახურშიც ისეთი მწვერვალების მიღწევა გსურთ, გარშემო მყოფებს რომ გააოცებს. ვირთხის წელიწადში კარიერული წინსვლა მართლაც გელით თუმცა, ბევრი მუშაობაც მოგიწევთ. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიტს საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან. ნუ ჩაერევით ჭორებსა და სკანდალებში.

უამრავ ინფორმაციას მიიღებთ, იყავით დაკვირვებული, მის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ. გათავისუფლდით იმ ყველაფერისგან, რაც მოგბეზრდათ, "თავისი დრო მოჭამა". არ გაუშვათ ხელიდან ისეთი პროექტები, რომლებიც რეალურ წარმატებას მოგიტანთ. ამასთანავე, ძალიან შორეულ მომავალზე ნუ იქნებით ორიენტირებული, იცხოვრეთ დღევანდელი დღით.

  • 2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

სერიოზული საფრთხე არ გელით, მაგრამ ეცადეთ უმნიშვნელოებისგანაც დაიცვათ თავი. გაიძლიერეთ ენერგეტიკა, იმუნიტეტი, დაიმუხტეთ პოზიტივით, გაიკაჟეთ სხეული. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წყლის ნაპირზე. სასურველია, გარშემო მხოლოდ საყვარელი და კეთილი ადამიანები გყავდეთ. ეს დაგეხმარებათ, თავი იგრძნოთ მეტად ბედნიერად და ჯანმრთელად.

ვირთხის წელიწადში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. მოსალოდნელია უსიამოვნებებიც, ტრავმებიც და ჯარიმებიც. მიიღეთ ვიტამინები, გაფრთხილდით, ზედმეტმა ფიზიკურმა აქრიურობამ შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ სულიერი პრაქტიკები. დაიცავით კვების რეჟიმი, დიეტა. სასურველია, ჩაეწეროთ აუზზე ან სპორტდარბაზში.

  • რა გელით ლომებს თვეების მიხედვით

იანვარი - მეტად თავდაჯერებული და მიზანმიმართული გახდებით.

თებერვალი - მიიღებთ ყველაფერს, რაც გსურთ.

მარტი - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თქვენს საყვარელ ადამიანებთან.

აპრილი - ახალი პროექტების გამო სიყვარულისთვის ვერ მოიცლით.

მაისი - დააგროვეთ ენერგია.

ივნისი - ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში.

ივლისი - ვერ ვიტყვით, რომ მშვიდი თვე გელით.

აგვისტო - ყველა დაგროვილ პრობლემას მარტოვად გაუმკლავდებით.

სექტემბერი - დაიწყეთ ფულის დაგროვება.

ოქტომბერი - მეტი ყურადღება გმართებთ პროფესიული საქმიანობისადმი.

ნოემბერი - უმჯობესია მეტად დაისვენოთ. შეამცირეთ სამუშაოც და სასიყვარულო შეხვედრებიც.

დეკემბერი - წლის ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერი თვეა.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"