მიუხედავად იმისა, რომ არ გიყვართ წარსულში დაბრუნება, 2021 წელს უნდა მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ პროექტებს; უნდა განახორციელოთ ძველი გეგმები. იმისათვის, რომ დაწინაურდეთ და კარიერულ კიბეზე წინ აიწიოთ, ჯერ ქვედა საფეხურებზე უნდა გაიმყაროთ პოზიცია. გათავისუფლდით ძველი მოსაზრებებისგან, იყავით მზად სიახლეებისთვის. თამამად და გაბედულად იმოქმედეთ. ზოგიერთმა შეიძლება ახალი ბიზნესპროექტები განახორციელოს, ზოგი შემოქმედებით საქმიანობას მიუბრუნდეს. საქმეების პარალელურად ნურც ოჯახს მოაკლებთ ყურადღებას, ახლობლებთან კონფლიქტი რომ აიცილოთ. მატერიალურადაც მეტად გულუხვი უნდა იყოთ, განსაკუთრებით, საკუთარი თავისთვის. ხშირად დაუთმეთ, ნუ გაჯიუტდებით, ზომიერად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. უფროსი თუ ხართ, მეგობრული დამოკიდებულება შეიქმენით კოლეგებთან. ეცადეთ, მათთვის სამაგალითო იყოთ.
საყვარელი ადამიანის მიმართ გულახდილად გამოხატეთ თქვენი გრძნობები. იყავით მეტად მოსიყვარულე. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. ფული საკმარისად გექნებათ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. დასვენებასაც შეძლებთ, მოგზაურობასაც და ძვირად ღირებული ნივთების შეძენასაც. ყურადღება გმართებთ საბუთებთან, თუ ჟურნალისტი, მეცნიერი ან პედაგოგი ხართ, დააკვირდით, რას წერთ და ამბობთ.
სხვადასხვა სფეროში - ტექნიკა, ხელოვნება, ხელსაქმე - მოგინდებათ განვითარება. ყველა სფეროში გამოგიჩნდებიან თანამოაზრეები, ვისთან ერთადაც შეძლებთ მუშაობას. გამონახეთ დრო უცხო ენის შესასწავლადაც. ნუ შეგეშინდებათ ახალი პროექტების განხორციელების, ზოგიერთის გამო შეიძლება კრედიტის აღებამაც მოგიწიოთ, მაგრამ მარტივად გადაიხდით ვალს. მარტოხელებს დასვენების, მოგზაურობის პერიოდში გელით თავბრუდამხვევი რომანის დაწყება. თქვენი გადასაწყვეტია, გააგრძელებთ თუ არა მას. აკონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას.
საკმარისად რეალისტი ხართ და კარგად იცით, რომელ სფეროში უნდა განვითარდეთ. აღიარებაც გელით და წარმატებებიც. ფული საკმარისად გექნებათ. ხშირად შეხვდით ახლობლებს. იყავით მოსიყვარულე მათ მიმართ. გადახედეთ საკუთარ გარეგნობას. შეიძლება მცირე კორექტივები შეიტანოთ. ჩაეწერეთ კოსმეტოლოგთან ვიზიტზე. აიმაღლეთ თვითშეფასება, წაიკითხეთ საინტერესო წიგნები, ჩაეწერეთ ვარჯიშზე.
ძველ პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. ეცადეთ, დაასრულოთ ყველაფერი ის, რაც წინა წელს გქონდათ დაწყებული. ნუ გექნებათ ილუზია, რომ ვიღაც სხვა გააკეთებს თქვენს საქმეს, თავად უნდა იყოთ მაქსიმალურად მობილიზებული. აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით და არ იზარმაცოთ. აუცილებლად გამონახეთ დრო დასასვენებლად, ბუნებაში სეირნობისთვის. ფინანსური საკითხების გამო ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. გაიხსენეთ ძველი ჰობი, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ. აუცილებლად, ყოველთვიურად გადაინახეთ გარკვეული თანხა. მიიღეთ პროდუქტები, რომელიც გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტს. იყავით აქტიური. დილაობით ცოტა ხანი მაინც ივარჯიშეთ.
ყველა სფეროში, სადაც წარმატების მიღწევა გსურთ, დაისახეთ კონკრეტული გეგმები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გავლენიან მეგობრებთან. იყავით მათი მადლიერი, ვინც წარმატების მიღწევაში, სირთულეების დაძლევაში გეხმარებათ. კონკურენტებთან ბრძოლისას იყავით დაკვირვებული და დიპლომატიური. თუ კომფორტული ცხოვრება გსურთ, ბეჯითად უნდა იმუშაოთ. სასურველი შანსი, ადამიანი, ნივთი არ გაუშვათ ხელიდან. კოლექტივში კონფლიქტისა და ქიშპობის გარეშე უნდა იმოქმედოთ. ყველასთან შეინარჩუნეთ ჰარმონიული დამოკიდებულება. ყველაფერს შეძლებთ და მიაღწევთ, თუ მოინდომებთ. წარმატება ელით კუროებს, რომლებიც არქიტექტურის, იურისპრუდენციის, სამეცნიერო კვლევის სფეროებში მოღვაწეობენ.
ახალი საქმე, ახალი სიყვარული, ახალი მიღწევები, - აი, ეს ყველაფერი ზამთარში გელით. იყავით დაკვირვებული და აქტიური. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და დაგეხმარებიან სასურველის მიღწევაში. მოსალოდელია სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება, მივლინება, დაწინაურება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ბიზნესის განვთარების შესაძლებლობა მოგეცემათ. თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს სულს და გულს მოეწონება, თამამად გამოავლინეთ მის მიმართ გრძნობები. შეყვარებულებმა შეიძლება ერთი ბუდის აშენება გადაწყვიტოთ. დაქორწინებულებმა კი - ბავშვის გაჩენა. უნდა დაასრულოთ ურთიერთობა, რომელიც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. აკონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. გამოიკვლიეთ ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, ფარისებრი ჯირკვალი. აუცილებლად მიიღეთ ვიტამინები ხილისა და ბოსტნეულის სახით. კარგი იქნება, თუ დილაობით დაიწყებთ ვარჯიშს და წონასაც დაირეგულირებთ.
მეტი მოთმინება უნდა გამოავლინოთ, თუ არ გსურთ არსებული სასიყვარულო კავშირის გაწყვეტა. ხშირი კონფლიქტები მხოლოდ დაშორებას მოგიტანთ. იყავით მეტად მომთმენი და მზრუნველი. და არა პრეტენზიული და ჯუჯღუნა. სეზონის მთავარი საზრუნავია კარიერა და ფული. აკონტროლეთ საკუთარი გამონათქვამები, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და თავად ის ხალხიც, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა. იზრუნეთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გაფრთხილდით, რომ არ გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. ნუ გადადებთ მკურნალობას, ოპერაციას.
მეტი დრო დაუთმეთ შეცდომების გამოსწორებას. უამრავი სიახლე და ცვლილება გელით. ზოგიერთმა შესაძლოა საქმიანობა მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყოთ. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების, ცვლილებების. ზოგიერთი შეიძლება საქმიანი კავშირით დაიწყოს და სასიყვარულოში გადაიზარდოს. ზაფხულის ბოლოს ყურადღება გამოავლინეთ კოლეგებისადმი. ზოგისგან შეიძლება უსიამოვნო სიურპრიზები მიიღოთ. უფროსთანაც კორექტულობა და თავდაჭერილობა მოგეთხოვებათ. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, გაიკაჟეთ სხეული. მზე, ჰაერი და წყალთან კონტაქტი გაგიუმჯობესებთ ფიზიკურ მდგომარეობასაც და განწყობასაც. ხშირად გადით ბუნებაში. დილაობით სკვერში სირბილი და საღამოობით ფეხით სიარულიც სასარგებლოდ წაგადებათ. რაციონი გაამდიდრეთ ხილით, ბოსტნეულითა და მწვანილით. აგვისტოში აუცილებლად დაისვენეთ. არ დაინანოთ ფული საკუთარ სიამოვნებაზე. რაც შეეხება ინტიმურ სფეროს, მოერიდეთ ახალგაცნობილებთან სიახლოვეს. არასასურველი დაავადებებისგან რომ დაიცვათ თავი.
პოზიტიური სიახლეები გელით. რა თქმა უნდა, სამუშაოც მოგემატებათ. მარტო სასიამოვნო პროექტებზე მუშაობა კი არა, რუტინული საქმეების შესრულებაც მოგიწევთ. კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის და მდიდრული ქორწილის გადასხდელად. გამონახეთ დრო სულიერი პრაქტიკებისთვის, კარგია მედიტაცია. შეყვარებულებმა დაათბეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. დისციპლინა და პუნქტუალურობა - ეს ორი ფაქტორი უნდა გაიხადოთ უპირატესად. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას, ავანტიურას. საზღვარგარეთ გამგზავრების შემოთავაზებაც გადაამოწმეთ სანდოობაზე. ნოემბერი და დეკემბერი ის თვეებია, როცა უნდა შეანელოთ აქტიურობა, მეტად დაისვენოთ. გამოიძინეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
ზაფხულში აუცილებლად უნდა დაიმუხტოთ ენერგიით, პოზიტივით, ამიტომ აუცილებლად, რამდენმე დღით მაინც გადით ქალაქგარეთ. სამწუხაროდ, ვალდებულებების გამო სრულყოფილ დასვენებას ვერ შეძლებთ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე აიღეთ შვებულება და დატკბით დასვენებით. აუცილებლად ჩაერთეთ ექსკურსიებში, პილიგრიმულ და ისტორიულ ტურებში. აპრილი კარგი თვეა მოგზაურობისთვის. მაგრამ გაფრთხილდით, იმატებს ტრავმისა და მოწამვლის ალბათობა. დაიცავით ყველაფერში ზომიერება.