ავტორი:

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

ხარის წელში ისეთი ტემპი უნდა აიღოთ, რომ აჯობოთ კონკურენტებს, უმტკივნეულოდ მოაგვაროთ პრობლემები და დაამარცხოთ მოშურნეები. ეს უკანასკნელი პირად ცხოვრებაშიც. ამასთანავე, უნდა იმოქმედოთ დელიკატურად და შეინარჩუნოთ თქვენი რეპუტაცია. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ახალი პროფესიის არჩევა. ნაკლებად ენდეთ საეჭვო ადამიანებს და საეჭვო შემოთავაზებებსაც არ დათანხმდეთ. თუ კერძო მეწარმე ხართ, ბუღალტერია უნდა შეისწავლოთ, რათა გაერკვეთ დეტალებში და არავის მისცეთ თქვენი მოტყუების მცირე შანსიც კი. დეტალურად შეისწავლეთ ის სფერო, რომელშიც საქმიანობთ. პლანეტების განლაგება შანსს გაძლევთ, განახორციელოთ ძველი ჩანაფიქრები. 13 მაისიდან, როცა იუპიტერი თევზებში გადავა, წარმატების შანსი მოიმატებს. თუმცა, ფანტაზიებში ნუ გადავარდებით, რეალისტური პროექტები განახორციელეთ, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. თუმცა, თქვენი შრომისუნარიანობა უფულოდ დარჩენის საშუალებას არ მოგცემთ.

2021 წელს მარტოხელებს ცხოვრების მეგზურთან ელით შეხვედრა. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, თუ ადამიანში ერთი მომენტი არ მოგწონთ, თუნდაც ასაკით თქვენზე პატარაა, არ გაამახვილოთ მასზე ყურადღება. სხვა ღირებულებებს მიაქციეთ ყურადღება. დაქორწინებულებმა მოინდომეთ, რომ გაიმრავალფეროვნოთ ოჯახური ცხოვრება, სექსუალური სფერო. მეუღლესთან ერთად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, თუნდაც, სოფელში, ნათესავებთან. იყავით ბავშვივით ინტერესიანი და გულუბრყვილო, გულახდილად გამოხატეთ ემოციები. ზოგიერთი იმიჯის შეცვლაზე დაფიქრდება. გირჩევთ, მეტად იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარებაზე. დროულად უმკურნალეთ ქრონიკულ დაავადებებს; როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, ჩაეწერეთ აუზზე, სპორტდარბაზში. მკურნალობისთვის შეიძლება ხალხური მეთოდებიც კი გამოგადგეთ.

  • მამაკაცებისთვის

ენერგიული და მიზნამიმართული ხართ. რაც საშუალებას მოგცემთ, სამსახურის საქმეებსაც მარტივად გაუმლავდეთ და სასურველი მანდილოსნის გულიც მოინადიროთ. კარიერაში იყავით შეუპოვარი და მიზანმიმართული. სიყვარულში - მგრძნობიარე, მზრუნველი და ნაზი. რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, საფრთხე არ გემუქრებათ, ფული ყველაფრისთვის გეყოფათ, მთავარია, ავანტიურას მოეშვათ. თუ დაქვემდებარებული თანამშრომელი ხართ, ნაკლები ეკონფლიქტეთ უფროსს. წლის ბოლოს დაელოდეთ დაწინაურებას. დაიწყეთ ვარჯიში. აკონტროლეთ განწყობა. იყავით პოზიტიური, როცა ახლობლებთან ხართ. და ისვე ქალები... გამონახეთ ყველა საშუალება, რომ გვერდით სასურველი მანდილოსანი გყავდეთ. იყავით მზრუნველი, მოსიყვარულ მის მიმართ. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. ერთად დაესწარით ყველა წვეულებას, იყავით მეტად რომანტიკული. დაათბეთ დამოკიდებულება ნათესავებთანაც.

  • ქალებისთვის

ხშირად ჩაიხედეთ სარკეში, გაიუმჯობესეთ, რაც არ მოგწონთ. მეტად გაიპრანჭეთ, იყავით მუდამ ფლირტის განწყობაზე. ისე დაგეგმეთ კვირა, რომ სილამაზის სალონშიც მოასწოროთ შერბენა. შოპინგიც კარგია, მაგრამ სპორტდარბაზი უკეთესია. ურთიერთობა შეიძლება უჩვეულო სცენარით განვითარდეს და იყავით მზად სიახლეებისთვის. ხანდახან გულუხვობის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ მაინც რაციონალურობისკენ მოგიწოდებთ. ყურადღებით განკარგეთ ფინანსები. ზოგიერთს მოგინდებათ ავტომობილის ყიდვა ან ძველის შეცვლა, ზოგს კი ბინის გარემონტება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

სამსახურში განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით. შეიძლება მოიმატოს მივლინებებმა. ნუ შეგეშინდებათ თამამად უხელმძღვანელეთ მსხვილ პროექტებს. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა, ან ფული ლატარეაში მოიგოთ. ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები, თუ ფულის დაბანდებას აპირებთ. მარტოხელებს ზაფხულში რომანტიკული ნაცნობობა გელით. იყავით მზად ახალი სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.

  • 2021 წლის მნიშვნელოვანი ასპექტები

სამსახურში საქმეები, როგორც ყოველთვის, თავზე საყრელია, მაგრამ დასვენებას ნუ დაივიწყებთ. მეტი დრო დაუთმეთ შინ ყოფნას, ოჯახური გარემო ჰარმონიული გაქვთ და დასვენებას ყველაზე მეტად ოჯახში შეძლებთ. იყავით ნათესავებზე მზრუნველი. სამსახურში შეცდომებმა შეიძლება განწყობაზე იმოქმედოს და ეცადეთ, ის საქმე აკეთოთ, რაც კარგად გამოდგით და იცით. მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოთ, სამსახურშიც და სახლშიც.

დაიცავით დღის რეჟიმი. მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ აქტიურობას. მეტი ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმის "სიგნალებს". შეუთავსეთ ერთმანეთს სასარგებლო და სასიამოვნო. იზრუნეთ არამარტო საკუთარ თავზე, არამედ ოჯახის წევრებზეც და თუ შინაური ცხოველი გყავთ, მასზეც. ზოგიერთმა შეიძლება ძველი ჰობი გაიხსენოს. სხვათა შორის, საქმეს, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, მეტი დრო უნდა დაუთმოთ.

2021 წელს დაფიქრდებით პროფესიის შეცვლაზე. ეს შეიძლება იყოს ტურიზმი, პედაგოგიკა, დიზაინი და მოდა, ლიტერატურა. განსაკუთრებით, თუ ხვდებით, რომ რამდენიმე წლიანმა მუშაობამ წინსვლა არ მოგიტანათ. განახორციელეთ კრეატიული იდეები. თუ ხართ ამ სფეროებში, მიიღეთ მეტ გამოცდილება, აიმაღლეთ კვალიფიკაცია. ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო კურსებზე. უნდა იზრუნოთ კარიერაში წარმატების მიღწევაზე. აიმაღლოთ ავტორიტეტი კოლეგებში.

მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. ვირუსულ და სეზონურ ინფექციებთან გაფრთხილდით. გაიძლიერეთ იმუნიტეტი, განსაკუთრებით სასარგებლო მეთოდებით. ჩაიტარეთ კომპლექსური სამედიცინო კვლევა. გამონახეთ დრო დასვენებისთვისაც, მაგრამ თუ მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებთ, შეიძლება შვებულების დროსაც კი მოგიწოთ მუშაობამ. გაფრთხილდით მგზავრობისას; განსაკუთრებით, თუ ახლახან აიღეთ მართვის მოწმობა.

  • 2021 წლის ზამთარი

ახალი სიყვარული ახალგაზრდულად გაგრძნობინებთ თავს. იყავით რომანტიკული, მცირე სიურპრიზებით გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი. თავდაპირველად დარწმუნდით ადამიანის გულწრფელ გრძნობებში და მერე გადაუშალეთ გული, რაციონალურობა სიყვარულშიც საჭიროა. თებერვალში შეიძლება გამოჩნდეს თქვენი ყოფილი და ეცადეთ, გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. ერთად შეადგინეთ სამომავლო გეგმები. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნო თემები და განსხვავებული მოსაზრებებიც მშვიდად შეათანხმეთ.

კოლექტივში დაფასებული ხართ. ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის და ზოგმა შეიძლება თქვენი მუშაობის სტილიც კი გადაიღოს. თებერვალში შეიძლება ადრე შესრულებული სამუშაოსთვის მიიღოთ ფული. აკურატულობა გმართებთ ფინანსებთან, კონკურენტებთან. ზოგიერთმა შეიძლება სარფიანი ხელშეკრულება გააფორმოთ. მარტივად იპოვით თანამოაზრეებს იდეების განსახორციელებლად. ფრთხილად იყავით, რომ უსიამოვნებაში არ გაეხვეთ. თუ ვარჯიშობთ, თვითნებურობას არ გირჩევთ, ტრავმებისა და დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით. ხშირად იარეთ ფეხით, ზომიერად ივარჯიშეთ, გაიკაჟეთ სხეული.

  • 2021 წლის გაზაფხული

სამსახურის საქმეების გამო რობოტად ნუ იქცევით. გამონახეთ დრო რომანტიკისა და გრძნობების გამოსავლენად. იყავით ღიმილიანი და მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. მარტოხელებს ზღაპრული შეხვედრა გელით. რეალურად შეაფასეთ მისი თვისებები და საკუთარიც. მხოლოდ სხვაში ნუ ეძებთ ნაკლოვანებებს. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის. კარგი იქნება იოგა, ცურვა. ნუ იქნებით კონცენტრირებული მიღწევებზე, სიამოვნება მიიღეთ ფიზიკური აქტიურობისგან. ნურც დიეტას დაივიწყებთ. ხშირად მიეფიცხეთ მზეს.

გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ფულში კი არა, მის რაოდენობაშია და იგი სარფიანად უნდა დააბანდოთ. ბიზნესმენება დაკვირვებით აწარმოეთ საქმეები, არავის მისცეთ უფლება, რომ დაგაზარალოთ. იყავით ყველა მოვლენის საქმის კურსში.

  • 2021 წლის ზაფხული

დასვენების მაგივრად მაინც საქმეებზე იფიქრებთ. შეიძლება ახალი ბიზნესპარტნიორების მოზიდვა გახდეს საჭირო. ეცადეთ, პატიოსანი და საქმის მცოდნე ადამიანები დაიყენოთ გვერდით. ადამიანს, ვისაც ფულში ვერ ენდობით, მასთან საქმეებს ნუ აწარმოებთ. შეიძლება თქვენი საქმიანობით უცხოეთშიც დაინტერესდნენ. კარგი პერიოდი ელით იურისტ, ეკონომისტ და პოლიტიკოს ქალწულებს. გამონახეთ დრო დასვენებისთვის, ბუნებაში გასასვლელად. წყალთან კონტაქტი განსაკუთრებით სასარგებლოა თქვენთვის. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია კურორტზე ყოფნისას. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს, სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. ერთია თუ დაგაჯარიმებენ და მეორე - თუ სერიოზულ ტრავმას მიიღებთ.

  • 2021 წლის შემოდგომა

დასვენება, საყვარელ ადამიანთან განმარტოება მოგინდებათ. ყველა სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. მთავარია, საკუთარ სიამოვნებაზე არ თქვათ უარი. თქვენ ყველაფერი საუკეთესო დაიმსახურეთ. კარგად მიგდით საქმეები სამსახურში, განსაკუთრებით, თუ მთელი წელი კარგად იმუშავეთ. ბიზნესმენებმა მოაწესრიგეთ ყველა საბუთი, რათა სახელმწიფო სტრუქტურებთნ არ შეგექმნათ უსიამოვნებები. დროულად გადაიხადეთ გადასახადები. ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ გაირთულოთ, შეუძლოდ მყოფი სამსახურში ნუ წახვალთ, შინ დარჩით და იმკურნალეთ.

  • 2021 წლის შვებულება

თქვენნაირი შრომისმოყვარე ადამიანი იშვიათად მოიძებნება. დასასვენებლად მაშინ წახვალთ, როცა ყველა საქმეს იდეალურად დაასრულებთ, ვალდებულებები კი შეიძლება არ გამოილიოს. ამიტომ, დასვენება, სულის მოთქმა პრიორიტეტად უნდა აქციოთ. რამდენიმე დღით დაისვენეთ თებერვლის ბოლოს. აუცილებლად ზაფხულში. ხოლო თუ მოგზაურობას აპირებთ, საყვარელი ადამიანი წაიყვანეთ.

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის