თვის დასაწყისში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებით იქნებით დაკავებული. ზოგიერთი ფულის დაბანდებასაც გადაწყვეტთ. შეიძლება უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტოთ. გააფორმოთ საქმიანი ხელშეკრულებები. შუა აგვისტოდან მეტად მომართული იქნებით მეგობრულ შეხვედრებზე. შეიძლება, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო კურსებზეც კი ჩაეწეროთ.
იყავით მომართული ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მატერიალური კეთილდღეობის დაგროვებაზე. დანიშნეთ და გამართეთ საქმიანი შეხვედრები, გააფორმეთ თქვენთვის სარგებლის მომტანი ხელშეკრულებები. დაინტერესდით ახალი ტექნოლოგიებით, აითვისეთ ინტერნეტსამყარო. კარგად შეგეძლებათ ლაპარაკი და გარშემო მყოფებისთვის სათქმელის სწორად მიტანა.
მეგობართან შეიძლება გააბათ რომანი ან მეგობრების წრეში გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც რომანტიკულ ურთიერთობას გააბამთ. ზოგიერთი გადაწყვეტს, ბიზნესი წამოიწყოს და-ძმასთან ერთად ან მათი დახმარებით გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა. აგვისტოს ბოლოსკენ გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. მეუღლესთან ერთად დაგეგმეთ ბინის კეთილმოწყობა. შვილებთან ერთად გაატარეთ მეტი დრო. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. რჩევისთვის მიმართეთ ბებია-ბაბუას.
მოიმატებს გადაადგილების სურვილი, შეიძლება ახლობლებთან ერთად ვარჯიშიც კი დაიწყოთ. დაუთმეთ დრო და ენერგია ახლის შესწავლას, ზოგი გადაწყვეტს, მიუბრუნდეს იმ ხელობას, რასაც მისი წინაპრები მისდევდნენ. გაფრთხილდით, არ მიიღოთ ფეხთან დაკავშირებული ტრავმა.
8 აგვისტოს შემდეგ გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი ფულის დაბანდებას ძვირად ღირებულ ნივთებში გადაწყვეტს. გირჩევთ, ფული გააზრებულად დახარჯოთ.
22 აგვისტოს შემდეგ პარტნიორთან ერთად ჩამოწერეთ საოჯახო ბიუჯეტი. სწორად გადაანაწილეთ ფული. ზოგიერთი გაისტუმრებს ვალს, კრედიტს. მოსალოდნელია შინაგანი ტრანსფორმაცია, სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესება.