ავტორი:

ვინ იშოვის დიდ ფულს, ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი და ვინ გაიგებს მოულოდნელ საიდუმლოს საკუთარ პარტნიორზე - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ლილიტის მიხედვით

ვინ იშოვის დიდ ფულს, ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი და ვინ გაიგებს მოულოდნელ საიდუმლოს საკუთარ პარტნიორზე - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ლილიტის მიხედვით

18 ივლისიდან მაცდუნებელი ლილიტი ტყუპის ნიშანში გადავა, სადაც დარჩება 2022 წლის 15 აპრილამდე. ზოგად მოვლენებზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ლილიტზე (შავი მთვარე) სტატია უკვე მოგიმზადეთ. ახლა კი პროგნოზს გთავაზობთ. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა (რა ზოდიაქოს ნიშანიც ხართ) და ასცენდენტის (პირველი სახლი) მიხედვით.

ვერძი

აკონტროლეთ მეტყველება. მოერიდეთ ცუდი სიტყვების თქმას. არ თქვათ ტყუილი. ნებისმიერი არასწორი ინფორმაცია, სიცრუე თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. გაუფრთხილდით პირად ნივთებს, რათა არაფერი დაკარგოთ. ნუ გაასაჯაროებთ პირად ინფორმაციას სოციალურ ქსელებში. არ გაართულოთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან. მოერიდეთ მათთან ფულის თემების წარმოებას. ფრთხილად, ინტერნეტნაცნობებთან. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ სასწავლო კურსებმა.

კურო

აკონტროლეთ კვება, რათა არ მოიწამლოთ საკვებით ან სასმელით. სასურველია, დაიცვათ დიეტა, აკონტროლოთ პროდუქტების ხარისხი. გააქტიურდება ფინანსური საკითხებიც. არ აჰყვეთ აფერისტ ადამიანებს და ფინანსურ მაქინაციებში არ ჩაერთოთ. არ დააბანდოთ ფული საეჭვო საქმიანობაში. გაფრთხილდით, თუ ახალი სამსახური უნდა დაიწყოთ, ან თუ უკვე მუშაობთ, რომ არავინ მოგატყუოთ, გამუშაონ და ფული არ გადაგიხადონ.

ტყუპი

ლილიტი თქვენს ნიშანში ბრუნდება. ამან შეიძლება კარგიც მოგიტანოთ და ცუდიც. სასურველია, იყოთ დაკვირვებული, გააზრებული. ცდუნებას ნუ აჰყვებით და ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს, ნუ გაურიგდებით საეჭვო ადამიანებს. ნუ დათანხმდებით ფულის არაწესიერი გზით გამომუშავებას. არავის მისცეთ უფლება, თქვენი სახელით იმოქმედოს. არ დაკარგოთ საბუთები. გახშირდება ხალხის წინაშე გამოსვლები, თქვენს სიტყვას ფასი დაედება.

კირჩხიბი

გაფრთხილდით, რომ არ გამჟღავნდეს საიდუმლო, რასაც მალავდით და არ დაზიანდეთ ამით. თუ ვინმე თქვენი წარსულით გაშანტაჟებთ, პირიქით, ისე გამოიყვანეთ სიტუაცია, რომ გამარჯვებული გამოხვიდეთ. მოერიდეთ ზედმეტ შიშის, შფოთს. ნუ ჩაიხვევთ გულში უსიამოვნებებს და ნუ იფიქრებთ მათზე. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს ეზოტერიკის, მაგიის, რეგრესიული ჰიპნოზის შესწავლა. თუმცა, ეცადეთ, რომ რიტუალები არავის წინააღმდეგ არ გამოიყენოთ. თუ თქვენი პროფესია სიძველეებთანაა კავშირში, რაღაც საინტერესოს აღმოაჩენთ. ან შეიძლება საოჯახო საიდუმლოს ახადოთ ფარდა. შეიძლება გაგირთულდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება. თუ მისტიკურ-დეტექტიურ თემებზე წერთ, ან სიზმრების ახსნა შეგიძლიათ, ფსიქოლოგად იმუშავებთ, წარმატებას მიაღწევთ.

ლომი

შეიძლება აღარ მოგეწონოთ ის ჯგუფი, ორგანიზაცია, კოლექტივი, სადაც გაწევრიანებული ხართ და გამოხვიდეთ. ზოგს შეიძლება გაუფუჭდეს დამოკიდებულება მეგობრებთან. გამორიცხული არაა, რომ მეგობრებიდან ვიღაცამ გიღალატოთ. შავი მთვარე გასწავლით, გაარჩიოთ, ვისთან უნდა იმეგობროთ და ვისთან - არა. არ დაიწყოთ ბიზნესი მეგობრებთან. ზოგი გადაწყვეტს სადღესასაწულო ცენტრის გახსნას, ინტერნეტჯგუფის შექმნას და ლილიტი დიდ პოპულარობასაც მოგიტანთ. ინტერნეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პოპულარობისთვის, საჭირო ხალხის მისაზიდად. თუ მსახიობი ხართ, საინტერესო როლებს მიიღებთ. გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ საშიში ადამიანების (სექტის მაგვარი) ჯგუფის წევრი/მსხვერპლი.

ქალწული

კარიერული მიღწევის გამო ნუ შეილახავთ რეპუტაციას. ნუ დათანხმდებით თქვენთვის შეუფერებელ პირობებს. შეიძლება არსებულ სამსახურში შეგეცვალოთ უფროსი, სიტუაცია (ჭორები, ინტრიგები) და თქვენთვის ცუდად განვითარდეს მოვლენები. ზოგიერთი გადაწყვეტთ კარიერის, პროფესიის შეცვლას. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ პირად ბიზნესს. თუმცა, ცუდი შეფი ნუ იქნებით. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მამასთან. გაფრთხილდით, რომ პოპულარული ცუდი ქმედებით არ გახდეთ. არ აიღოთ ქრთამი.

სასწორი

ნუ გახდებით იდეალების, ბრენდების ცრუ გურუს მსხვერპლი. არ გახდეთ სექტის წევრი. თუმცა, თუ პედაგოგი, ლექტორი, იურისტი ან ლიტერატორი ხართ, საკუთარი თავი შეგიძლიათ დააპიაროთ, რეკლამა გაუკეთოთ და თქვენს ჯგუფში მიიზიდოთ ხალხი. თუ სწავლობთ, არ გაართულოთ დამოკიდებულება პედაგოგებთან. შეიძლება გართულდეს უცხოეთთან კონტაქტი. ან შეიძლება გაიცნოთ უცხოელი, რომელიც თავს შეგაყვარებთ და მერე ფულს გამოგძალავთ. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ თავბრუ დაახვიოთ უცხოელს. თუ საზღვარგარეთ აპირებთ სწავლას, მუშაობს, მაქსიმალურად გაფრთხილდით ფულთან, დოკუმენტებთან.

მორიელი

შავი მთვარე დიდი ფულის გამომუშავებას გპირდებათ, თუ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით იმოქმედებთ და პატიოსანი გზით იმოქმედებთ. მაქსიმალურად გამორიცხეთ კრიმინალთან და აფერისტობასთან დაკავშირებული სქემები. თუმცა, შეიძლება თქვენი შემოსავლის წყარო გარშემო მყოფებისთვის ფარული იყოს. გამორიცხული არაა, სხვებისთვის მოგიწიოთ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა; სხვების ტრანსფორმაციაზე იზრუნოთ (რეგრესიული ჰიპნოზი, ქოუჩი, ეზოტერიკა, ასტროლოგია). შეიძლება თავად დაგჭირდეთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკებისგან მკურნალობა. ლილიტმა შეიძლება მოგიტანოთ სიტუაცია, რომლის შემდეგაც მოხდება თქვენი სრული გარდასახვა, მორალურად და სულიერად გაძლიერება. გაგიმართლებთ, თუ მისტიკურ-დეტექტიურ თემებზე წერთ. წაიკითხეთ სრულად

ერთი თვის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - ვისთვის იწყება კარგი პერიოდი, ვინ მიიღებს ფულად სარგებელს და ვის ელოდება რომანტიკული თავგადასავლები

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული