პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იქნებით მომართული. შეხედეთ ცხოვრებას პარტნიორის თვალით. მეგობრულად განიხილეთ მნიშვნელოვანი თემები, რაც გაწუხებთ. შეიძლება ახალი პროექტი წამოიწყოთ ახალ პარტნიორთან ერთად. თუ კონსულტაცია გჭირდებათ, მიმართეთ სპეციალიტს.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
საინტერესო და უჩვეულო იდეები დაგებადებათ. დაინტერესდებით გარშემო მყოფების ფსიქოლოგიით, ეზოტერიკით. შეიძლება დაფიქრდეთ პროფესიის შეცვლაზე ან მიგახვედროთ ახალგაცნობილმა ადამიანმა, რომ სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ ძალები. გადახედეთ ფინანსურ თემებს, მოაწესრიგეთ დოკუმენტები, ხელშეკრულებები. თვის ბოლოს უცხოელ პარტნიორებთან ალიანსზე დაფიქრდებით.
ფული და სიყვარული
გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება, შეიძლება ახალი სასიყვარულო პარტნიორი გამოგიჩნდეთ ან ახალთან გაგიუმჯობესდეთ სექსუალური ცხოვრება. ფული ან ძვირად ღირებული ნივთები შეიძლება მიიღოთ პარტნიორისგან (მან უზრუნველგყოთ). აგვისტოს ბოლოსკენ მოგინდებათ უცხო კულტურის შესწავლა ან შეიძლება უცხოელთან გააბათ რომანი. ზოგი კი ფულს უცხოეთში მცხოვრები ახლობლებისგან მიიღებთ.
ჯანმრთელობა
სექსუალური ენერგიის მომატებას იგრძნობთ. ზოგი გადაწყვეტთ არსებულ დაავადებას ორიგინალური მეთოდით გაუმკლავდეთ. შეიძლება დაგაინტერესოთ აღმოსავლურმა მედიცინამ, ფილოსოფიამ, საბრძოლო ტექნიკამ. გირჩევთ, მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. არ გირჩევთ მემკვიდრეობის გამო ოჯახის წევრებთან დაპირისპირებას.
8 აგვისტოს შემდეგ ახალი რომანი შეიძლება გააბათ. დაგითბებათ ურთიერთობა არსებულ პარტნიორთან. ზოგს საქმიან პარტნიორთან მოგინდებათ ფლირტი და ზოგიც მეუღლესთან ერთად გადაწყვეტთ ბიზნესის დაწყებას.
22 აგვისტოს შემდეგ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმიანობისგან; მიაღწევთ დასახულ მიზნებს. დაფიქრდით, რა ვინ გეხმარებათ ან რა უნდა მოიმოქმედოთ პირადი წარმატებისთვის.