ავტორი:

როგორი აგვისტო ექნებათ მორიელებს და რა ცვლილებები ელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

როგორი აგვისტო ექნებათ მორიელებს და რა ცვლილებები ელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

კარიერული წინსვლისთვის უნდა იბრძოლოთ. კარგი პერიოდია დაწინაურებისთვის, ხელფასის მომატებისთვის. მოგინდებათ სოციალურად განვითარება. სამსახურში ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უფროსთან.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გახშირდება მეგობრული შეხვედრები, ზოგიერთმა შეიძლება მეგობრებთან ერთად განახორციელოთ ახალი იდეები. გაერთიანდეთ ახალ ჯგუფში და პროფესიონალებთან ერთად იმუშავეთ ახალ პროექტებზე. დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. უსიამოვნებების მოგვარებაში მეგობრები დაგეხმარებიან.

ფული და სიყვარული

აგვისტოს დასაწყისში მოგინდებათ რომანტიკული ურთიერთობის გაბმა მეგობართან. ან შეიძლება მეგობრების დახმარებით გაიცნოთ საინტერესო პიროვნება. ზოგიერთი შუა აგვისტოდან გაასაიდუმლოებს სასიყვარულო ურთიერთობას. ზოგი კი მიხვდება, რომ არსებულ ადამიანთან ურთიერთობას წერტილი უნდა დაუსვას. კარგი იქნება, თუ 17 აგვისტოს შემდეგ გაერკვევით საკუთარ გრძნობებში.

ჯანმრთელობა

გახშირდება მეგობრული შეხვედრები. სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრა, გაწევრიანება ინტერესთა ორგანიზაციებში. სხვების დახმარებით პირადი მიზნების განხორციელებას შეძლებთ. აგვისტოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული საფრთხე არ გელოდებათ. თუმცა, გირჩევთ, არ გადაიტვირთოთ, არ ფიზიკურად და არც გონებრივად. აგვისტოს ბოლოსკენ მოერიდეთ ტრავმულობას.

8 აგვისტოს შემდეგ საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ. მოიმატებს პოპულარობა გარშემო მყოფებში. მიიღებთ სასურველ თანამდებობას, მოგემატებათ ხელფასი. გააქტიურდებით სოციალურად.

22 აგვისტოს შემდეგ მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეებს. მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საკითხები. შეიძლება თავადაც მოგინდეთ მეტი დროის შინ გატარება ან რაღაც მიზეზის გამო სახლიდან მუშაობა.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - რა ცვლილებები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

ვინ იშოვის დიდ ფულს, ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი და ვინ გაიგებს მოულოდნელ საიდუმლოს საკუთარ პარტნიორზე - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ლილიტის მიხედვით

ერთი თვის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - ვისთვის იწყება კარგი პერიოდი, ვინ მიიღებს ფულად სარგებელს და ვის ელოდება რომანტიკული თავგადასავლები