რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. არ გირჩევთ გარისკვას და აფერისტულ ქმედებაში მონაწილეობას. მოგინდებათ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილების მიღებება, ბავშვურობა და მხიარულება.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
მეგობრებთან ერთად მოგინდებათ საქმეების კეთება, მხიარულება. შეიძლება პიკნიკის დროსაც კი გაარჩიოთ პროექტები. ფულის მოპოვების მიზნით ნუ მიმართავთ აფერისტულ სქემებს. კარგი იქნება ახალი პროფესიის დაუფლება, სასწავლო კურსებზე დასწრება. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ გართობასა და ტყუილ ლაპარაკში არ დაკარგოთ დრო, იყავით მომართული საქმეების კეთებაზე.
ფული და სიყვარული
17 აგვისტომდე სამსახურის საქმეებზე უნდა იყოთ გადართული. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება კოლექტივში ახალი კოლეგა მიიღოთ, ან გაგიუმჯობესდეთ მდგომარეობა არსებულებთან. ზოგიერთმა შეიძლება ფლირტი გააბათ კოლეგასთან. გამოიკვლიეთ რეპროდუქტიული სისტემა. შუა აგვისტოდან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. თუ გაბუტულები ხართ, შერიგდებით. მეტად რომანტიკული იქნებით. გაანებივრებთ სიურპრიზებით, საჩუქრებით.
ჯანმრთელობა
ნუ გაიხსენებთ ძველ კონფლიქტებს და მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მეგობრებთან. ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეთ ზომიერად, ნუ გადაიღლებით. დაინტერესდით ჯანმრთელობით, ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა.
8 აგვისტოს შემდეგ გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მოგინდებათ რომანტიკული ურთიერთობა, თავგადასავლები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან.
22 აგვისტოს შემდეგ დაფიქრდებით, რა როლს ასრულებთ მეგობრების ცხოვრებაში. შეიძლება დაასრულოთ პროექტი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად აკეთებდით.