ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - ბიზნესი, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - ბიზნესი, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში მეტად უნდა იყოთ მობილიზებული, რომ გაუგებრობებისა და შეფერხებების გამო საქმეები არ გაგიფუჭიდეთ. იყავით დაკვირვებული. განსაკუთრებით, როცა საქმე პარტნიორების ფინანსებს ეხება. ნუ ენდობით იმას, რაც ზედაპირზეა, ჩაუღრმავდით და დაუკვირდით ქვეტექსტებს. ეს დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ კარიერაც და პირადი ცხოვრება. თვის ბოლოსკენ გახშირდება კავშირები უცხოელ პარტნიორებთან.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

აქტიურად უნდა იმოქმედოთ. დაგაინტერესებთ სხვადასხვა და ზოგჯერ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საკითხები. მოგინდებათ განსხვავებული მიმართულების ადამიანებთან ურთიერთობა. უმეტესობა შეიძლება გაგიტაცოთ ეზოტერიკამ, ოკულტურმა მეცნიერებებმა, ჰიპნოზის ფენომენმა. სხვათა შორის, თუ ბანკიდან სესხის აღებას აპირებთ, შუა თვეში იაქტიურეთ.

ფული და სიყვარული

პარტნიორის დახმარებით მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. ზოგიერთი შეიძლება ფულიან პარტნიორზე დაქორწინდეთ. გარდა ამისა, გაიმრავალფეროვნებთ სექსუალურ ცხოვრებას სასიყვარულო პარტნიორთან. ზოგიერთმა შეიძლება სწორედ აპრილში დაიწყოთ ბიზნესი პარტნიორის დახმარებით ან მასთან ერთად. თვის ბოლოს გაგიმძაფრდებათ ინტერესი უცხოური კულტურისადმი; მოგინდებათ უცხო ქვეყნების მონახულება. გამორიცხული არაა, სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ უცხოელთან. ან სულაც მგზავრობის დროს გაიცნოთ ახალი რომანის გმირი.

ჯანმრთელობა

აქტიური ხართ კარიერულ საკითხებში. უმეტესობას დაწინაურება, საქმეების გაუმჯობესება მოგინდებათ. მოერიდეთ დაპირისპირებას კონკურენტებთან და უსიამოვნებებს უფროსთან. დააკვირდით დეტალებს და ისე იმოძრავეთ მიზნისკენ სავალ გზაზე. აპრილი ის თვეა, როცა უნდა გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან (თუნდაც, სიგარეტის მოწევა). ზოგიერთმა შეიძლება ზედმეტი კილოგრამებიც კი მოიშოროთ.

12 აპრილის შემდეგ უნდა აკონტროლოთ ემოციები. განსაკუთრებით, როცა საქმე სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებს ეხება და როცა ფულთან გაქვთ შეხება. კარგი თვეა ინვესტიციებისა და საბანკო საკითხების მოსაგვარებლად. ზოგიერთს შეიძლება მოგინდეთ ტრანსფორმაცია და ეს შეიძლება ან საკუთარი თავის შეცვლით გამოიხატოს, ან ბინაში - რემონტის გაკეთებით.

27 აპრილის შემდეგ შეგეცვლებათ დამოკიდებულება საახლობლო წრის მიმართ. რაღაც დასრულდება და რაღაც გაუმჯობესდება, ზოგი კი შეიძლება საერთოდ დასრულდეს. შეიძლება შეგეცვალოთ გაჯეტები, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან.

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - რა გელით გაზაფხულის მეორე თვეს

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - როგორი თვე გელით

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - რას რეკომენდაციებს გაძლევენ ასტროლოგები