ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა...

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა...

მარტის ბოლოდან თვალსაწიერის გაფართოებით, უმაღლესი განათლების მიღებით, იურიდიული საკითხების მოგვარებით ან უცხოლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებით იყავით დაკავებული და აპრილშიც იმავეს კეთება მოგიწევთ. სწავლის სურვილი გაგიმძაფრდებათ. ან გაიღრმავებთ ცოდნას, ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწერებით. მოგინდებათ უცხო ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ახლოს გაცნობა. გამორიცხული არაა, საზღვარგარეთაც მოგიწიოთ გამგზავრებამ. გაგიუმჯობესდებათ განწყობაც და ცხოვრებასა და ადამიანებში მეტად მოგინდებათ კარგის დანახვა.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

საქმიანი შეხვედრების, მატერიალური საკითხების მოგვარებით დატვირთულია თვის პირველი ნახევარი. თუმცა, მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ; მოერიდეთ აფერისტულ ქმედებებს. გაგიმძაფრდებათ სწრაფვა ცოდნისადმი. შეიძლება მოგინდეთ საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. მეტი დრო დაუთმეთ დეტალებს, არაფერი გამოგეპაროთ.

ფული და სიყვარული

გამორიცხული არაა, 15 აპრილამდე უცხოელებთან მოგინდეთ ან გააბათ რომანი. ან ორიგინალურ, თავისებურ ადამიანთან. თვის ბოლოს კი შეიძლება სოლიდური, ასაკით თქვენზე უფროსი ან სულაც თანამდებობიანი ადამიანი შეგიყვარდეთ. ზოგიერთებს რომანტიკული თავგადასავალი კი შეიძლება ქორწინებით შეგეცვალოთ. აი, დაქორწინებულებმა კი შეიძლება თავი შეზღუდულად იგრძნოთ და პარტნიორისგან შორს ყოფნა მოგინდეთ.

ჯანმრთელობა

კოლეგებთან, თანამოაზრეებთან ერთად მოგინდებათ განვითარება, ახალი იდეების განხორციელება. გაფრთხილდით, არსებობს თავის ტკივილების ალბათობა. გამოიკვლიეთ სისხლის მიმოქცევა, შარდ-სასქესო სისტემა. ინფექციები შეიძლება პირის ღრუსა და ყელის ტკივილის მიზეზი გახდეს.

12 აპრილის შემდეგ ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეგეცვლებათ მსოფლმხედველობა, შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე. შეიძლება მოგინდეთ რელიგიური საკითხების შესწავლა, ფილოსოფიური საუბრები ან სულაც, ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება.

27 აპრილის შემდეგ დაასრულეთ საოჯახო საქმეები, რემონტი ან სახლის განახლება. ზოგიერთი უფრო მეტ დროს გაატარებთ შინ, ვიდრე ადრე ატარებდით. ოჯახი და ოჯახის წევრებიც უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვენ თქვენგან.

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - გაიგე რა გელის მომავალ თვეს

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - როგორი თვე გელით

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რას გიმზადებთ გაზაფხულის მეორე თვე