ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - გაიგე რა გელის მომავალ თვეს

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - გაიგე რა გელის მომავალ თვეს

კარგი პერიოდი დაგიდგათ შემოქმედ ადამიანებს. ახალი იდეები გაგიჩნდებათ, მათ განხრციელებასაც შეძლებთ და დაფასდებით კიდეც. ზოგიერთმა შეიძლება გაიხსენოთ ძველი ჰობი. განსაკუთრებულ ნიჭს გამოავლენენ თქვენი შვილებიც და იმაყებთ მათი მიღწევებით. გირჩევთ, ფინანსური მაქინაციებისგან თავი შეიკავოთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

აქტიური აპრილი გელოდებათ. მაქსიმალურად დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ და სწრაფად შეძლოთ ახალ სიტუაციაში ადაპტირება. თვის დასაწყისში გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. შეიძლება გარკვებული საქმეების შესრულება სახლიდანაც კი მოგიწიოთ. შუა თვეში გახშირდება ინტელექტუალური საქმიანობა. ზოგიერთი გააქტიურდებით ხელოვნების სფეროში. კარგი პერიოდი გელით მათ, ვისი საქმიანობაც ბავშვებთანაა დაკავშირებული.

ფული და სიყვარული

რომანტიკული ურთიერთობები სასიამოვნოდ დაგამახსოვრებთ თავს. თავადაც მოგინდებათ, რომ იაქტიუროთ და გააბათ ფლირტი თქვენთვის საინტერესო პიროვნებასთან. ვერ გეტყვით, რომ ურთიერთობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება, მაგრამ გასართობად კარგი იქნება. ფული შეიძლება მოგიტანოთ შემოქმედებითმა საქმიანობამ. თვის ბოლოს რომანტიკული ურთიერთობის დაწყება მოგინდებათ კოლეგასთან, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ.

ჯანმრთელობა

მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. უმნიშვნელო წვრილმანს დიდ უსიამოვნებაში ნუ გადაზრდით. გირჩევთ, მეტად დაუთმოთ, ვიდრე ეკამათოთ. კარგი იქნება, თუ უარყოფით ენერგიას დაცლით ვარჯიშით. გაუფრთხილდით სახსრებს, მუხლებს, თითებს. ვარჯიშიც ზომიერი გმართებთ, გაიძლიერეთ იმუნიტეტი.

12 აპრილის შემდეგ გახშირდება რომანტიკული შეხვედრები. შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი. მარტოხელებს ახალი რომანის დაწყება გელით. აი, უკვე დაწყვილებულებს კი რომანტიკული საღამოების სურვილი გაგიჩნდებათ.

27 აპრილის შემდეგ მეტად მოგინდებათ განმარტოება, საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრება. შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღა უნდა დაასრულოთ, რაღაცას წერტილი დაუსვათ. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია, დააკვირდით სიზმრებს.

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - როგორი თვე გელით

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რას გიმზადებთ გაზაფხულის მეორე თვე

რა გელით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მთვარის კალენდროს მიხედვით? - პროგნოზი ყველა ნიშნისთის