ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "კარდინალური ცვლილებები გელით სამსახურის საქმეებსა და კარიერაში"

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "კარდინალური ცვლილებები გელით სამსახურის საქმეებსა და კარიერაში"

კარდინალური ცვლილებები გელით სამსახურის საქმეებსა და კარიერაში. შეიძლება მოგიწიოთ სამსახურის ადგილის, ან კონტრაქტის პირობების შეცვლამ. ზოგიერთს ახალ კომპანიაში შესთავაზებენ თანამშრომლობას. რაც უნდა ხდებოდეს თქვენს ცხოვრებაში, გახსოვდეთ, რომ თქვენთის შეუძლებელი არაფერია. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, მწვერვალისკენ სვლა კარგია, თუ მყარად დადგამთ ფეხს. დოკუმენტების გაფორმებისას კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია, იყავით მეტად დაკვირვებული.

კარგი იქნება, თუ დაიცავთ რეჟიმს. არაა საჭირო გადაიღალოთ არც გონებრივი და არც ფიზიკური მუშაობის დროს. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფებს მიმართ და პირველ რიგში, - ოჯახის წევრების. ყველა ახალი იდეის განხორციელება, რაც გადაადგილებასთან და მიმოსვლასთანაა კავშირში, აპრილის ბოლოს გადაიტანეთ. იყავით დიპლომატიური კონკურენტებთან ურთიერთობისას.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

პირადი ცხოვრება გაგიუმჯობესდებათ, თუ მოინდომებთ და თუ იაქტიურებთ. დაუახლოვდით იმ ადამიანს, ვინც დიდი ხანია მოგწონთ. თუ ახლა დაიწყეთ რომანტიკული ურთიერთობა, იყავით ოპტიმიზმით აღსავსე, დაეხმარეთ ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში. პირადი ცხოვრება რომ გაიუმჯობესოთ, ნუ მოგერიდებათ და რჩევა ჰკითხეთ გამოცდილ ადამიანებს.

მარტოხელებს დასამახსოვრებელი ნაცნობობა გელით. "შეხვედრა" მოსალოდნელია ონლაინ. ახლა, როცა საქმეები და ვალდებულებები განახევრებული გაქვთ, ნუ დაგენანებათ დრო სიყვარულისთვის. მეუღლის მიმართ მეტი რომანტიკა და სიურპრიზები გმართებთ. შეგიძლიათ ერთად დაკავდეთ ჰობით. აკეთოთ ის, რაც ადრე გაბედნიერებდათ, თუნდაც, ფილმებს უყუროთ ერთად.

  • სამსახური და ფინანსები

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი უპასუხისმგებლო საქციელისგან, არავინ დაამციროთ და გააკრიტიკოთ. შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი ტექნოლოგიებში ან ლიტერატურაში. გადახედეთ წარსულში შესრულებულ ვალდებულებებს, შეიძლება ზოგიერთი შესწორებას საჭიროებდეს. აპრილში შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთან ერთადაც მომავალში მსხვილი პროექტების განხორციელებას დაიწყებთ. მოერიდეთ ვალებისა და კრედიტების აღებას.

ნუ გშურთ სხვისი წარმატების ან სიმდიდრის, განსაკუთრებით მათი, ვისაც გავლენიანი მფარველი ეხმარება წინსვლაში. თქვენ საკმარისი ნიჭი და შესაძლებლობა გაქვთ, რომ ნებისმიერს გაეჯიბროთ. არ იზარმაცოთ, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და გააქტიურდით. აპრილი კარგი თვეა ონლაინ ლექციებზე დასასწრებად, ახალი ცოდნის, ინფორმაციების მისაღებად, რაც მომავალში დაგეხმარებათ.

  • ჯანმრთელობა

პროფილაქტიკური კვლევა გმართებთ იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ გასტრიტი, ოსტეოქონდროზი ან ბრონქიტი. აგრეთვე, გირჩევთ, გაზაფხულზე არ ჩაიცვათ ზაფხულის სამოსი, ჯერ ძალიან ადრეა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ აივანზე გიწევთ გასვლა.

გამორიცხეთ რაციონიდან კალორიული საკვები, ჩაანაცვლეთ ფაფით, წვნიანით, ხილით და რძის პროდუქტებით. მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. გამორიცხული არაა, რომ საყოფაცხოვრებო ტრავმები მიიღოთ.

­ მარტის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 11, 21, 25

­ მარტის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 5, 13, 22

როგორი იქნება აპრილი თევზებისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ფულს მიიღებთ სრულიად ახალი წყაროდან"

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "სარფიან შემოთავაზებებს მიიღებთ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილება გელით"

რა ელით აპრილში მერწყულებს - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი