ავტორი:

ახალი რომანის დაწყება გელით, მეგობრობა რომანში გადაიზრდება -  როგორი  იქნება ნოემბერი თევზებისთვის

ახალი რომანის დაწყება გელით, მეგობრობა რომანში გადაიზრდება -  როგორი  იქნება ნოემბერი თევზებისთვის

მშვენიერი თვე დაგიდგათ, დატკბით იმით, რაც გაქვთ, იცურეთ ლაღად, მოერგეთ სიტუაციებს. კარგი პერიოდია სულიერად მოსაძლიერებლად, ახალი, დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებების მისაღებად. შემოქმედებითი იდეების განხორციელებას შეძლებთ. გამოგიჩნდენიან ახალი თანამოაზრეები, დამხმარეები. ცოდნის მიღების შესაძლებლობა მოგეცემათ.

ნოემბრის პირველი დეკადა საშუალებას მოგცემთ, განვითარდეთ გონებრივად, სულიერად. გადაინაცვლოთ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. კარგი პერიოდი დაუდგათ მოდის, ხელოვნების სფეროში მოღვაწეებს.

თქვენდა გასაკვირად, გახდებით ენერგიული, მიზანსწრაფული, აქტიური. გააუმჯობესებთ არსებულ კონტაქტებს და შეიძლება ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ. შეხვედრებისა და ახალი პერსპექტივებისთვის განსაკუთრებით კარგი პერიოდი 25 ნოემბრის შემდეგ დაგიდგებათ. სოციალურად გააქტიურდებით, მოიმატებს თქვენი თვითშეფასება. აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში.

ბედი საჩუქრებსა და სიურპრიზებს გპირდებათ და ერთ-ერთი ასეთი შეიძლება საბედისწერო შეხვედრა იყოს მარტოხელა თევზებისთვის

თებერვლის თევზები ახალ ჯგუფებში გაწევრდებიან, ახალ თანამოაზრეებს გაიჩენენ.

4-7 მარტის შუალედში დაბადებული თევზებისთვის - მოერიდეთ ფანატიზმს ყველა სფეროში. იყავით დაკვირვებული დეტალებისდამი და ფაქტებზე დაკვირვებით ისაუბრეთ. ზომიერება გმართებთ ყველაფერში, წამლის მიღების დროსაც კი.

10-14 მარტის შუალედში დაბადებული თევზებისთვის - მოერიდეთ თვითილუზიებსა და ტყუილებს. ნუ მოექცევით არასამართლიანი ადამიანების გავლენის ქვეშ. ნუ გამოიყენებთ მათრობელა საშუალებებს.

სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა

სიყვარულისა და ურთიერთობების დრო დაგიდგათ. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის, ოჯახის წევრების გვერდით. ეს ბედნიერებისა და ჰარმონიის თვეა თქვენთვის.

თავისუფალ თევზებს ახალი რომანის დაწყება ელით. დააკვირდით, როგორ გადადის მეგობრობა რომანში. ეს ის მომენტია, რომელსაც ელოდით და რომელიც უნდა დაიმახსოვროთ.

ბავშვები გაგახარებენ თავიანთი ცოდნითა და კარგი მოქცევით. იყავით მათსავით აქტიური და მონდომებული.

ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ გემუქრებათ, ენერგიულიც ხართ და მომხიბვლელიც.

ფინანსები, სამსახური, ბიზნესი

დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა არ გეპატიებათ. ერთი არასწორი ქმედება და დაგენგრევათ ის, რასაც ამდენი ხანი აშენებდით. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს უფლებას, რომ თქვენს ცხოვრებაში ჩაერიონ.

თუ კერძო ბიზნესის მფლობელი ხართ, ხშირად მიაკითხეთ დახმარებისთვის გამოცდილ სპეციალისტებს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. შეიძლება შეგეცვალოთ თანამშრომლების შტატი. უფრო მეტიც, შეიძლება კოლექტივში აიყვანოთ ადამიანი, რომელიც ადრე კონკურეტ ფირმაში მუშაობდა.

ნოემბერი კარგი თვეა ტაიმ-მენეჯმენტის შესასწავლად. უნდა ისწავლოთ დროის სწორად გადანაწილება და ფორს-მაჟორულ სიტუაციებში მომენტალურად გააქტიურება. ამავე დროს, შანსი მოგეცემათ მიიღოთ გამოცდილება და გაიზარდოთ პროფესიონალური თვალსაზრისით.

ფინანსური სფერო გაგიუმჯობესდებათ მოულოდნელი მატერიალური სიურპრიზის ხარჯზე. ზოგიერთი თავს ვერ შეიკავებს და ფულს ახლობლებისთვის საჩუქრებსა და საკუთარი თავისთვის თავგადასავლებში დახარჯავს.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის