ენერგეტიკის განახლების პერიოდი დაგიდგათ. თამამად მიმართეთ გავლენიან ადამიანებს დახმარებისთვის. მარტივად მოახერხებთ მიზნების მიღწევას. განსაკუთრებით აქტიური 25 ნოემბრამდე უნდა იყოთ. მეტად გამოავლინეთ ანალიტიკოსისა და ფსიქოლოგის უნარები, იყავით დიპლომატიური და ტაქტიანი. კარგ შედეგს მიაღწევთ კოლექტივთან ერთად მუშაობაში. საინტერესო შეხვედრებით დატვირთული თვე გელით შეიძლება ახალი ბიზნესპროექტები განახორციელოთ. თქვენ გახდებით ლიდერი, დამცველი და მფარველი და მოექცევით გავლენიანი ადამიანების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.
მაქსიმალურად მშვიდი და მომთმენი უნდა იყოთ ახლობლებთან ურთიერთობისას. მოთოკეთ ემოციები და ხშირად გაიღიმეთ. ემოციურობის გამო, შესაძლოა უმნიშვნელო წვრილმანებზეც კი აფეთქდეთ.
ნოემბერში საშუალება მოგეცემათ იპოვოთ თქვენი ადგილი. გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და სათანადოდ დაფასდეთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ პროექტების განვითარება, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც, მაგრამ ახალ პროექტებს ნუ დაიწყებთ და ნურც ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებთ. ცოტა ხანში მათი გადახედვა და შეცვლა მოგიწევთ.
თვის გმირი ხართ. ნოემბრის მორიელებისთვის დაბადების დღის შემდეგი 12 დღე მომდევნო 12 თვის კორექცია ხდება და ეცადეთ, ისეთი საქმეები არ შეასრულოთ და ისე არ მოიქცეთ, რომ მთელი წელი დაძაბული გქონდეთ
26-30 ოქტომბრის შუალედში დაბადებული მორიელებისთვის - მოერიდეთ დაუფიქრებელი, სპონტანური ნაბიჯების გადადგამს. იყავით მშვიდი და გაწონასწორებული.
სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
გახშირებული მეგობრული შეხვედრების გამო, შეიძლება გაგირთულდეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ არ გააიდეალოთ თქვენი შეყვარებული. მიიღეთ ისეთი როგორიცაა, ყველანაირი უარყოფითი თვისებით.
მარტოხელებს საშუალება მიეცემათ გაიუმჯობესონ პირადი ცხოვრება. განსაკუთრებით 1-7 ნოემბრის შუალედში უნდა გააქტიურდეთ. ეცადეთ, დაბადების დღე ვიწრო წრეში, მხოლოდ ახლობლების გვერდით აღნიშნოთ. თუ მეწყვილე გყავთ, სადმე გაემგზავრეთ და მოიწყვეთ თაფლობის დღეები.
ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ: არც ფიზიკურად და არც ემოციურად. მოიმატებს ტრავმულობა. სიფრთხილე გმართებთ როგორც სამსახურში, ასევე ვარჯიშისას.
ფინანსები, სამსახური, ბიზნესი
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. შეიძლება მთელი წლის შეჯამებამაც მოგიწიოთ. ეცადეთ გათავისუფლდეთ არაფრისმომცემი კავშირებისგან და პირიქით, გააუმჯობესეთ კავშირები უცხოელ პარტნიორებთან.
შეიძლება ახალი სამსახური გამოგიჩნდეთ ან შემოსავლის ახალი წყარო. ზოგიერთს კი ისეთი სამსახური გამოუჩნება, რომ სახლიდან შეეძლება მუშაობა.
თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, მივლინებები. შეიძლება ზოგიერთი შეხვედრის ორგანიზატორი თავადაც იყოთ.
ნოემბერში ხარჯიც მოიმატებს და შემოსავალიც. თუმცა, საკუთარ თავს უარს ნურაფერზე ეტყვით. შეიძინეთ ის, რაზეც დიდხანს ოცნებობდით.