ავტორი:

ახალი სამსახური, საინტერესო შემოთავაზებები, დაუვიწყარი პაემნები... - რას უმზადებს ნოემბერი კუროებს

ახალი სამსახური, საინტერესო შემოთავაზებები, დაუვიწყარი პაემნები... - რას უმზადებს ნოემბერი კუროებს

ნოემბერი საშუალებას მოგცემთ ცოტა დაისვენოთ. მშვიდი და შემოქმედებითი თვე გელით. ზოგიერთს ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებენ, შეიძლება ახალ სამსახურშიც მოგიწიოთ გადასვლამ. 4-18 ნოემბერის შუალედში გარშემო მყოფი ადამიანები თქვენს მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილნი იქნებიან და საჭირო კონტაქტების დამყარება არ გაგიჭირდებათ.

იღბალმა შეიძლება განვითარების ალტერნატიული გზები შემოგთავაზოთ. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ, რაც განვითარებასა და წინსვლაში დაგეხმარებათ. შეიძლება ახალ ეტაპზე გადასვლის საჭიროება იგრძნოთ ურთიერთობებში, უნდა შეიცვალოთ ქცევები, თვისებები.

5-20 ნოემბერის შუალედში მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი პოპულარობის, იმიჯის, შეცვლის საკითხებს. შეიძლება აღადგინოთ გაწყვეტილი კავშირები. იყავით მეტად ორგანიზებული, თუ წარმატების მიღწევა გსურთ კარიერაში, ბიზნესში. 20-25 ნოემბერის შუალედში მოიმატებს კონფლიქტურობა, შეუთანხმებლობა, შესაძლოა სიტუაცია უკონტროლო გახდეს. იყავით მშვიდი, დაკვირვებული, დროებითი უსიამოვნებების გამო ნუ გაიფუჭებთ ნურც ჯანმრთელობას და ნურც დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.

25 ნოემბერიდან შეხვედრების პერიოდი დაგეწყებათ: დაუვიწყარი, საინტერესო, "ფერადი"

შეიძლება რომანტიკულ თავგადასავალშიც გადავარდეთ, მოგზაურობისა და პაემნების ალბათობა მოიმატებს.

მაისის კუროებისთვის განვითარება მოხდება ბრძოლით, პირად და საქმიან ურთიერთობაში, დისკუსიებში - პარტნიორებთან და ოპონენტებთან.

23-25 აპრილის შუალედში დაბადებული კუროებისთვის - შეიძლება დაუბრუნდეთ იმ თავგადასავალს, რაც მაის-ივნისში გქონდათ. ეცადეთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. გაუფრთხილდით თავს, გულს, აკონტროლეთ არტერიული წნევა.

სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა

შანსი მოგეცემათ დაუბრუნდეთ ძველ პარტნიორს და მეტად რომანტიკული გახადოთ თქვენი ურთიერთობა.

მარტოხელა კუროები ხშირად დაესწარით წვეულებებს, საღამოებს. სწორედ აქ შეძლებთ "იმ ადამიანის" გაცნობას. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. რაც უფრო ნელა იწყებს ცეცხლი განვითარებას, მით უფრო დიდხანს ანთია ხოლმე.

ფიზიკურად ჯანმრთელი ხართ. ერთადერთი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ფსიქოემოციური ფონია. თუმცა, ნოემბერი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ შიშებისა და შფოთისგან გათავისუფლდეთ. მაქსიმალურად შეამცირეთ ალკოჰოლი. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი დღის ძილზე, მაგრამ ღამეც საკმარისად (7-8 საათი) უნდა გეძინოთ.

ფინანსები, სამსახური, ბიზნესი

კარიერული წარმატების მისაღწევად, ცოტა ბრძოლა მოგიწევთ. შეიძლება მოგიწიოთ კამათი, საკუთარი სიმართლისა და პოზიციის დამტკიცება. მოერიდეთ წვრილმანების გამო უსიამოვნების გამწვავებას.

ბიზნესმენი ნიშნები იყავით მეტად მომართული წარმატებაზე. ნუ შეგეშინდებათ ჩვეული რეჟიმიდან გამოსვლის, სიახლეების. თუ თავად ვერ იღებთ გადაწყვეტილებას, მიმართეთ კრეატიული სპეციალისტის დახმარებას.

სამსახურის მაძიებელმა კუროებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ ჰობის. შეიძლება ის გახდეს თქვენი შემოსავლის ახალი წყარო. შეიძლება სწორედ ის თანამდებობა მიიღოთ, რაზეც ოცნებობდით.

ვერ გეტყვით, რომ ნოემბერში ცუდი ფინანსური მდგომარეობა გექნებათ. თუმცა, თუ წვრილმანებზე ფულს დაზოგავთ, უფრო უკეთესი იქნება. ნოემბრის პირველ სამ დეკადაში მაინც არაფერი ძვირად ღირებული არ შეიძინოთ.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის