ახალი იდეების, შემოთავაზებებისა და თვითგამოვლენის შესაძლებლობების თვე დაგიდგათ. ენერგიული ხართ. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ახალი ცოდნის, ადამიანებისადმი. ახალი მიღწევები გელით განათლების სისტემაში, ინტელექტუალურ სფეროში. შეხვედრების, მგზავრობის პერიოდი გელით 25 ნოემბრამდე. როგორც იქნა, მიიღებთ თქვენი მუშაობის შედეგს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
7-11 სექტემბრის შუალედში დაბადებული ქალწულებისთვის - მოიცილეთ ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში, განვითარებაში, ვინც გაფერხებთ. გამონახეთ დრო და ჩაეწერეთ ნევროლოგთან, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტზე.
16-22 სექტემბრის შუალედში დაბადებული ქალწულებისთვის - დაძლიეთ სიზარმაცე, სიამაყე. ყველა მოვლენას დაარქვით თავისი სახელი.
ბედი საინტერესო და რომანტიკული შეხვედრებით დატვირთულ თვეს გპირდებათ. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი, პოპულარობა.
შანსი მოგეცემათ მეტად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები. სიტყვით გამოხვიდეთ ფართო აუდიტორიის წინაშე.
ზოგიერთი ბინაში ინტერიერის შეცვლას გადაწყვეტს.
სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ნოემბერი ახალი გამოცდილების მიღების თვეა. ახლა შეძლებთ ისეთი რამის გაკეთებას, რაც ადრე არასდროს გაგიკეთებიათ. ეს ეხება ინტიმურ სფეროსაც . ეცადეთ, პარტნიორს უფრო გახსნილად ესაუბროთ საკუთარ სურვილებზე. გაუზიარეთ ერთმანეთს ემოციები. ხშირად განმარტოვდით. შეადგინეთ მომავლის გეგმა. ერთმანეთს საშემოდგომო მოწყენილობის დაძლევაში უნდა დაეხმაროთ. ერთად ჩაებით სპორტულ თამაშებში. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
ნოემბერი მგზავრობა, გადაადგილება მოიმატებს. ზოგიერთი იმოგზაურებს, ზოგიც დიდი ხნის უნახავ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებს მოინახულებს.
მარტოხელებს რადიკალური ცვლილებები არ გელით, მაგრამ თქვენ გვერდით გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგაინტერესებთ და მასზე უფრო მეტის გაგება მოგინდებათ. ნაბიჯ-ნაბიჯ, ურთიერთობა მეგობრობიდან რომანს მიუახლოვდება. სავარაუდოდ, უფრო დეკემბრისკენ
ფინანსები, სამსახური, ბიზნესი
დამოუკიდებლად უფრო კარგად იმუშავებთ მიმდინარე პროექტებზე. ბიზმესმენი ნიშნები დაფიქრდით ასორტიმენტის გაფართოებაზე. პირველი ორი დეკადის პერიოდში მზე თქვენს მესამე სახლს გადის, რაც იდეალური პერიოდია მივლინების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გასავლელად, აგრეთვე საქმიანი შეხვედრებისთვის.
დაქვემდებარებული ქალწულები ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას კოლეგების საქმიანობაზე (თუ რა თქმა უნდა, სნეული კოლეგის შეცვლა არ მოგიწევთ).
ახალი პროექტების განვითარების პარარლელურად, ნურც უკვე დაწყებულებს დაივიწყებთ. დააკვირდით დეტალებს, იყავით მიზანმიმართული და პუნქტუალური.
თვის ბოლოს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. თუმცა, ძვირად ღირებულ ნივთებს ნუ შეიძენთ. უმჯობესია, თანხა გადადოთ და მომავალში უფრო მნიშვნელოვნად გამოიყენოთ.