ბორის ბერეზოვსკი - საბედისწერო კარმული მისია

ბორის ბერეზოვსკი - საბედისწერო კარმული მისია

მაინც როგორ მოახერხეს ცხოვრებაში ამდენისთვის მიეღწიათ. რამ ითამაშა მათ გრანდიოზულ წარმატებაში უმთავრესი როლი და ბოლოს, რომელ იღბლიან ვარსკვლავზე დაბადება არგუნათ განგებამ?

ბორის აბრაამის ძე ბერეზოვსკი, – ცნობილი რუსი ოლიგარქი და ოდიოზური ფიგურა. ამოუცნობი და მრავალსახოვანი. მან გაიარა გზა კოლოსალური წარმატებიდან საბოლოო დაცემამდე. რუსმა ასტროლოგებმა სცადეს ცნობილი ოლიგარქის ცხოვრება და ბედისწერა, მისი დაბადების თარიღისა და პირადი რუკის მიხედვით გაეშალათ საზოგადოების თვალწინ. მაინც, რა გავლენა იქონიეს ვარსკვლავებმა ბერეზოვსკის ბედზე და შეეძლო თუ არა მას საევდიანი ფინალის თავიდან აცილება, კონსულტაცია რომ ასტროლოგთან გაევლო.

ბორის ბერეზოვსკი 1946 წლის 23 იანვარს ქალაქ მოსკოვში დაიბადა. რექტიფიკაციის მიხედვით დაახლოებით დილის 3 საათსა და 0.1 წუთზე.

მისი კოსმოგრამის დომინანტური პლანეტა რუკის მიხედვით მზეა, რომელიც მერწყულის ზოდიაქოს იკავებს. მერწყულები როგორც ცნობილია, იშვიათად მიდიან სხვების გაკვალული ბილიკებით და ყოველთვის ამჯობინებენ, საკუთარი გზა მონახონ თვითგანვითარებისთვის. თუმცა, არცთუ იშვიათად, ისინი ხშირად მთელ ცხოვრებას "ტოტალური უიღბლოს" სახელითაც ატარებენ; მხოლოდ იმიტომ, რომ კაცობრიობა არ არის მზად მიიღოს მათი ნოვატორული იდეები. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჭკვიანი მერწყული რაიმე ორიგინალურ სფეროს ირჩევს სამოღვაწეოდ და კოლოსალურ წარმატებასაც აღწევს ამ მხრივ. ეს იმიტომ რომ, მერწყული ყოველთვის ნოვატორულ მეთოდებს გეგმავს საქმიანობის სფეროში. შესაბამისად, იგი ამ მეთოდით საკმაოდ დიდი კაპიტალის დაგროვებას ახერხებს.

Astrologia

ბერეზოვსკის რუკაში აქტიურად გამოკვეთილი მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი აუცილებლად უნდა გამხდარიყო დიდი ფულის პატრონი ბედნიერი შემთხვევითობების წყალობით. ხოლო უფრო დეტალურად ფულის შოვნის გზებზე მისი იუპიტერი მიუთითებს, რომელიც 12 სახლშია და აშკარად გვაძლევს მინიშნებას იმაზე, რომ ფული ძირითადად გასაიდუმლოებული არხებით ან საქმიანობით გამომუშავდებოდა. თუმცა, იუპიტერის ეს მდებარეობა, ასევე მიუთითებს გადასახადებისგან თავის არიდების ტენდენციასა და იდუმალებით მოცულ მფარველებზე, რომელთაც მისთვის ფინანსური სტაბილურობა მოჰქონდათ. ასევე ძალაუფლებაზე, რომელიც მას განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებდა. 12 სახლი იდუმალების ფარდით ფარავს ასევე ბერეზოვსკის სახელთან დაკავშირებულ ბევრ არცთუ სუფთა ისტორიას და დიდი შანსია იმისა, რომ ამ ფაქტებს არც არასოდეს მოეფინება ნათელი. ყოველ შემთხვევაში მათ შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად გახდება ცნობილი.

იუპიტერი მე-12 სახლში ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამ პიროვნებას არასოდეს ექნებოდა შესაძლებლობა ოფიციალურად ჩაეგდო ხელში ძალაუფლების სადავეები და იგი კულისესმიღმა ლიდერობას უნდა დაკმაყოფილებოდა. თუმცა, ისეთ სახელმწიფოში სადაც მოქმედებს პრინციპი "ფული უდრის ძალაუფლებას" ბერეზოვსკისნაირი ადამიანი ვერ გაუძლებდა ცდუნებას არ ჩართულიყო დიდ პოლიტიკაში და აი, სწორედ აქ დაუშვა მან საბედისწერო შეცდომა, იმიტომ რომ მეთორმეტე სახლის იუპიტერი ამგვარ წამოწყებას ნამდვილად არასოდეს მიესალმება.

თუკი წლების მიხედვით გამოვიძიებთ, ბერეზოვსკის საბედისწერო  გზაზე დადგომა ჯერ კიდევ შორეულ 1996 წელს დაიწყო, როცა იგი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწის პოსტზე დაინიშნა. თუმცა ჩნდება კითხვა, იმ შემთხვევაში თუ ბერეზოვსკი მისთვის საბედისწერო იუპიტერის გზას არ აირჩევდა, რა ბედი ელოდა მას ან თუ შეეძლო თავი სხვა, გაცილებით უფრო უსაფრთხო საქმიანობისთვის მიეძღვნა? ამაზე პასუხს მის კოსმოგრამაში მთვარის კვანძების განლაგება მოგვცემს. მისი დაღმავალი კვანძის მეორე სახლში, ხოლო აღმავალის მერვე სახლში განლაგება პირდაპირ მინიშნებას იძლევა იმაზე, რომ ამ ადამიანს კარმულად ჰქონდა ჩართული პროგრამა, რომლის მიხედვითაც მას, აუცილებლად უნდა ჰქონოდა საქმე ფულთან, უფრო მეტიც – დიდ ფულთან. მაგრამ ბერეზოვსკიმ მერვე სახლის დანიშნულება დეგრადაციის გზით სავალად გამოიყენა. თუმაღა, მთვარის კვანძების კავშირს ზემოთ ხსენებულ იუპიტერთან, მაინც იმ დასკვნამდე მივყავართ რომ ამ პიროვნებას, უბრალოდ არ შეეძლო სხვა გზით წასვლა და ავად თუ კარგად, მან ეს გზა მაინც გაიარა.

Astrologia

საინტერესო ფაქტია, ისიც რომ გარდაცვალების დღეს, მის ტრანზიტულ რუკაზე აღმავალი კვანძი ასცედენტის ნიშანს უახლოვდებოდა, ხოლო შავი მთვარე ანუ ლილიტი შეერთებას აკეთებდა, იგივე რედიქსულ აღმავალ კვანძთან მერვე სახლში. ეს ორი ასპექტი კონკრეტული მინიშნებაა იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრებაში დადგა დრო, როცა მან წარსულის შეცდომებზე მკაცრად უნდა აგოს პასუხი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ "კარმულმა ინსპექციამ" შეისწავლა რა ადამიანის განვითარების ეტაპები, შედეგად აღმოაჩინა, რომ პიროვნებამ დეგრადაციის გზაზე სვლით, კარმული ხაზი კიდევ უფრო დაუმძიმა საკუთარ თავს, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – შეეწყვიტა მისთვის სასიცოცხლო ვადა ამ კონკრეტულ ინკარნაციაში.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის