ავტორი:

ჩრდილიდან გამოდით და მეტად თამამად იმოქმედეთ, საკუთარ თავში ახალ  ტალანტებს აღმოაჩენთ - რას მოუტანს ნოემბერი თხის რქას

ჩრდილიდან გამოდით და მეტად თამამად იმოქმედეთ, საკუთარ თავში  ახალ  ტალანტებს აღმოაჩენთ - რას მოუტანს ნოემბერი თხის რქას

კარგი პერიოდი ელით ნოვატორ, პუბლიცისტ, მხატვარ და ბიზნესმენ თხის რქებს. მოაწესრიგეთ საქმეები, ბიზნესი, აზრებიც კი. გამონახეთ დრო მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად. აქტუალური გახდება თქვენი იდეების, გეგმების განხორციელება. დახმარებას პარტნიორები, კოლეგები გაგიწევენ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონფლიქტები.

კარგი თვეა მოლაპარაკებებისთვის, დაწინაურებისა და ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. გაიუმჯობესეთ პოზიცია სამსახურში. კარგი პერიოდია რეფორმაციებისა და ახალი პარტნიორების მოსაძიებლად.

25 ნოემბრის შემდეგ მიხვდებით, რომ ჩრდილიდან უნდა გამოხვიდეთ და მეტად თამამად უნდა იმოქმედოთ. სამსახურის საქმეების გამო, ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანს. მისგან პრეტენზიების მოსმენა მოგიწევთ.

ნოემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 8-12 იანვრის შუალედში დაბადებული თხის რქებისთვის. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. გაუფრთხილდით თავს, გულს, ხერხემალს.

დეკემბრის თხის რქებმა მეტად უნდა დაისვენოთ, თავს სიამოვნებაზე უარი არ უთხრათ. რა თქმა უნდა, ეს მავნე ჩვევებს არ ეხება.

სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა

პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული სირთულეები არ გელით, თუ მაქსიმალურად ეცდებით ურთიერთობების დარეგულრებას. ერთდროულად უნდა შეეჭიდოთ როგორც საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას, ისე სამსახურის საქმეებს. მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ შვილებს. განსაკუთრებით, თუ ისინი გარდატეხის ასაკში არიან. ესაუბრეთ თანატოლივით.

მაქსიმალურად მოიცილეთ ნეგატივი. ეს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. ნუ შეგეპარებათ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში ეჭვი, მაგრამ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებასაც ნუ აიღებთ. სამუშაო გრაფიკი ისე შეადგინეთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო.

ფინანსები, სამსახური, ბიზნესი

წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე გაგიჭირდებათ. ნუ ეცდებით თქვენი ამბიციურობის, პროფესიონალიზმის დამტკიცებას. უმჯობესია, მშვიდად დაეხმაროთ კოლეგებს ვალდებულებების შესრულებაში, გამოცდილების გაზიარებაში. თავადაც მადლიერი უნდა იყოთ მათ მიმართ, ვინც გეხმარებათ.

ნოემბერში უმჯობესია, დაასრულოთ დაწყებული პროექტები. შეიძლება მუშაობისას საკუთარ თავში ახალი ტალანტებიც აღმოაჩინოთ

გააუმჯობესეთ კავშირები იმ ადამიანებთან, ვინც ან დაგეხმარებათ გამარჯვებაში, ან ვისთან ერთდაც გადაწყვეთ მომავალში მუშაობას.

სტაბილურობა გელით ფინანსურ სფეროში. ზოგიერთი ძვირად ღირებული ნივთების შეძენას შეძლებს. შეძლებთ ასევე ფულის სარფიანად დაბანდებას. თუმცა, მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ, რათა არ გარისკოთ და ფული საეჭვო საქმეებში არ დააბანდოთ.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის