გამოწურული ლიმონივით გრძნობთ. ასეთი ადამიანები ე.წ. "ენეგროვამპირები" არიან, რომელთათვისაც აუცილებელია სხვების ენერგიის ხარჯზე, საკუთარი ენერგოპოტენციალი როგორმე შეავსონ. მეთოდები სხვადასხვანაირია, ზოგი ამას გამუდმებული წუწუნით და თავის შეცოდებით ახერხებს. ზოგი კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს გარშემო მყოფებთან და მხოლოდ მაშინ მშვიდდება როცა მორიგ "დოპინგს" იღებს დაძაბული კამათის შემდეგ. მოდით განვიხილოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომელიც ზოგადად ენერგოვამპირს ახასიათებს და მათგან თავის დაცვის გზებზეც ვისაუბროთ.
პირველი ნიშანი რომლითაც თქვენ ამგვარი ადამიანის ამოცნობა შეგიძლიათ, არის მისი გამუდმებული წუწუნი, ნერვოზულობა. ენეგროვამპირი მუდმივად უკმაყოფილოა ცხოვრებით, არ შეუძლია სამსახურში საქმეზე კონცენტრირდეს, ურჩევნია გამუდმებით ესაუბროს თანამშრომლებს და თავს მოახვიოს ჩივილები იმის შესახებ თუ რამდენად აუტანელია მისი ყოფა და როგორ ოცნებობს სხვა, უფრო უკეთეს ადგილას გადაბარგდეს.
გაითვალისწინეთ – ენერგოვამპირისთვის უმთავრესი გზა თქვენგან ენერგიის მისაღებად არის ის, რომ თქვენც ჩაგრთოთ თავის პრობლემებში. გაქციოთ მის გამზიარებლად, გაიძულოთ დაეხმაროთ, უთანაგრძნოთ, ყოველ ჯერზე აძლიოთ რჩევები და მასთან ერთად განიცადოთ მისი ყოფიერების აუტანლობა. სწორედ ასე ახერხებს იგი თქვენგან ენერგეტიკით დაიმუხტოს და მომავალ "წუწუნის სეანსამდე" დაგემშვიდობოთ.
ასეთი ტიპის ენერგოვამპირებისგან ძირითადად სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები იტანჯებიან – თევზები, კირჩხიბები და მერწყულები . ეს იმიტომ, რომ მათ ყოველთვის ახასიათებთ სხვისი პრობლემებით დაინტერესება და ამასთან ერთად ემოციური ველიც ძალზე ძლიერი აქვთ. რაც შესანიშნავი "საკვებია" ენერგოვამპირისთვის.
მეორე ტიპის ენერგოვამპირები ხასიათში გამოვლენილი რადიკალიზმით და განწყობის მუდმივი ცვლით გამოირჩევიან. ყავას ყოველთვის აკლია შაქარი, ტრანსპორტში ყოველთვის ორპირია, ოფისში ძალიან ცხელა ან პირიქით – ცივა... მოკლედ, არავინ ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე, პირიქით მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა მომართული. გეცნობათ სიმპტომები? ე.ი. სადღაც შორიახლოს გყოლიათ ენერგოვამპირი. ამიტომ ფრთხილად. მეტასაც გეტყვით, მას საშინლად აღიზიანებს ვარდისფერი და ზოგადად, ვერ იტანს ქალურ, ნაზ ელემენტებს ჩაცმულობაში. იქნება ეს ბაფთები, ყვავილები, პეპლები ან ამ სიმბოლოებით გაწყობილი აქსესუარები, ნებისმიერი ასეთი დეტალი ვამპირში გაღიზიანებას იწვევს და იგი აუცილებლად შეეცდება დასცინოს მათ მფლობელს. საიმისოდ რომ მისი ემოციების ხარჯზე (წყენა, ბრაზი) მორიგი ენერგეტიკული "ულუფა" მიიღოს საკუთარ ანგარიშზე.
მესამე ტიპის ენერგოვამპირი ძირითადად ვერბალური გზით "პარაზიტობს". მისი მთავარი "კოზირი" სიტყვებით თამაშია. თუკი ადამიანი გამუდმებით ცდილობს შეგისწოროთ საუბრის მანერა, ჩასაფრებულია, როგორმე ტავტოლოგია აღმოაჩინოს თქვენ მიერ წარმოთქმულ ფრაზებში ან უბრალოდ, გაკრიტიკებთ რბილი "ლასის" ან ვითომდა კუთხური დიალექტიკის გაჟღერების გამო, იცოდეთ რომ იგი ამ გზით საკუთარი ენერგობალანსის შევსებას ცდილობს და ნაკლებად აინტერესებს ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხი. ასეთი ადამიანები, ხან სფინქსივით მდუმარე სახით ზიან საათობით, ხანაც მრავალსაათიანი მონოლოგის სურვილი წამოუვლით, თან ყოველთვის აკვირდებიან უსმენს თუ არა პუბლიკა მათ ყურადღებით, იმიტომ რომ ასე გაცილებით მეტ ენერგიას იღებენ ისინი გარშემო მყოფებისგან.
ამ ტიპის ვამპირები ძირითადად ტყუპებს, მშვილდოსნებს, ლომებს და ქალწულებს ემტერებიან. იმიტომ რომ ზემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ პოლემიკაში ჩაბმა და თავი შესანიშნავ ორატორებად მიაჩნიათ. ენერგოვამპირი კი ზუსტად მათი ამ თვისებით "იპურებს" თავს.
მეოთხე ტიპის ენერგოვამპირს, როგორც წესი, დროის შეგრძნება აქვს დაკარგული. მას შეუძლია პირდაპირ სამუშაო მაგიდასთან ჩათვლიმოს და საქმიანი შეხვედრების დროსაც მოახერხებს თვალის მოტყუებას. იგი ხშირად გამიზნულად აგვიანებს ამა თუ იმ შეხვედრაზე და ზუსტად იმ დროს ჩნდება, როცა მისთვის "საკვები" მომზადებულია, ანუ საზოგადოებას ლოდინი უკვე აგრესიაში აქვს გადასული. ვამპირები ხომ სხვისი გაღიზიანების ხარჯზე გამოყოფილი ენერგიით იკვებებიან. ამგვარი ტიპის ვამპირები ყველაზე მეტად თხის რქებს, კუროებს და სასწორებს ემტერებიან. ეს იმიტომ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად ამ ქვეყნად არაპუნქტუალურობა აღიზიანებთ. შესაბამისად, ენერგოვამპირი მათ სუსტ წერტილს ძალიან ოსტატურად იყენებს ენერგიის მარაგის მისაღებად.
მეხუთე ტიპის ენერგოვამპირი როგორც წესი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის "ათვისების" პრობლემატიკაზე ატეხილი დავით იკვებება. ასეთი ადამიანი გამუდმებით დაობს ინტერიერის დიზაინზე, ავეჯის ფერზე, ფაქტურაზე, მათ განლაგებაზე და ა.შ. მას არ ბეზრდება ამ თემაზე უსასრულო კამათი. სპეციფიური დეტალი – ამ ტიპის ვამპირი ვერ იტანს რძეს და ზოგადად რძის ნაწარმს, ამიტომ თუკი მსგავსი ტიპის თანამშრომელი "გავიწროვებთ" სამსახურში ყავის ნაცვლად კეფირის ან იოგურტის ჭამას მოუხშირეთ. მერწმუნეთ, იგი თქვენთან მოახლოვებას ნაკლებად გაბედავს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ტიპის ენერგოვამპირები, ყველაზე მეტად მორიელებს და ვერძებს ერჩიან.