ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -   თვის ბოლოს შეიძლება წამიერად შეიცვალოს ყველაფერი: მოულოდნელად შეხვდეთ "თქვენს ადამიანს"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -   თვის ბოლოს შეიძლება წამიერად შეიცვალოს ყველაფერი: მოულოდნელად შეხვდეთ "თქვენს ადამიანს"

წლის ბოლო თვეს საშუალება მოგეცემათ აიმაღლოთ სოციალური სტატუსი და სამსახურებრივი თანამდებობა. თუ დიდი ხანია გამარჯვებისთვის იბრძვით, სწორედ ახლა უნდა გააქტიურდეთ, ნუ აქცევთ ყურადღებას წვრილ-წვრილ უსიამოვნებებს. ოჯახური სიტუაციის გართულება თუ არ გსურთ, დროზე მოთოკეთ ემოციები. ფინანსური კრიზისი რომ აიცილოთ, გათვალეთ თითოეული ნაბიჯი.

  • პროგნოზი დეკემბრის დეკადების მიხედვით

დეკემბრის დასაწყისში - ნურავის გაუმხელთ თქვენი სუსტი მხარეების შესახებ, კონკურენტები ამას ელიან, რომ საბოლოოდ დაგამარცხონ და თქვენი ადგილი დაიკავონ. ფულის დიდი ნაწილი ქალაქგარეთ გამგზავრების, ბინის საყიდლად ან ახლობლებისთვის საჩუქრების შესაძენად დაგჭირდებათ. მოერიდეთ პირად ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებებს. თქვენთვის სულიერი სიმშვიდე ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ფინანსური საკითხები ინტუიციაზე დაყრდნობით მოაგვარეთ. თუმცა, ნურც მათემატიკურ გათვლებს დაივიწყებთ. ეცადეთ, ოჯახის წევრები მეტად გაახაროთ სიურპრიზებით. ერთად შეადგინეთ ახალი წლის ორიგინალური სცენარი.

დეკემბრის შუაში - მეტად დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყოთ, რომ არ გამოაშკარავდეს თქვენი საიდუმლო. სამსახურში მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ. განსაკუთრებით, თუ დაწინაურება გსურთ. შეიძლება წვეულებაზე მიგიპატიჟონ ან დიდი ხნის მეგობარმა ან კოლეგამ. უარი არ თქვათ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და იმხიარულებთ.

ამ პერიოდში მოიმატებს შეხვედრები და საოჯახო ვალდებულებებიც. ეცადეთ, მოასწროთ ყველა იმ საქმის გაკეთება, რაც დაგეგმილი გქონდათ. აკონტროლეთ საკუთარი ქცევაც და ახალგაცნობილებიც, ყველას მეგობარს ნუ უწოდებთ. მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას. შეინარჩუნეთ პოზიტივი და სულიერი სიმშვიდე. ჩაეწერეთ სტილისტთან, კოსმეტოლოგთან, დაკავდით მედიტაციით.

დეკემბრის ბოლოს - იმიჯის შეცვლა თქვენი პერსონისადმი ინტერესს გაზრდის. დროა, გამონახოთ დრო თქვენთვის და გაიმეტოთ გარკვეული თანხა გარდერობის გასაახლებლად. დეკემბრის ბოლოს შეიძლება წამიერად შეიცვალოს ყველაფერი: მოულოდნელად შეხვდეთ "თქვენს ადამიანს" და აიმაღლოთ ავტორიტეტი საზოგადოებაში. საყოფაცხოვრებო საქმეების მოსაგვარებლად უამრავი დრო და ძალა დაგჭირდებათ. ეცადეთ, უქმეები ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გაატაროთ.

  • კარიერა, სამსახური

უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ, მატერიალური მდგომარეობა რომ გაიუმჯობესოთ. საქმიანი მოლაპარაკებების დროს დაკვირვება გმართებთ, ისე არ მოიქცეთ, რომ მათთვის გამოუცდელი და არატაქტიკური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა აგრეთვე, ნივთების გაცვლა.

უარი არ თქვათ დამატებითი ვალდებულებების შესრულებაზე. უფროსი გაკვირდებათ რამდენად კომპეტენტური თანამშრომელი ხართ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თუ იდეები გამოგელიათ, ჩაიხედეთ ბლოკნოტში ჩანიშნულ იდეებში.

  • ფინანსები

ფული ზომიერად უნდა ხარჯოთ, თორემ თქვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო, ახალ წელს შეიძლება ვალებში ჩაფლული შეხვდეთ. მოულოდნელი თანხა შეიძლება მიიღოთ 2, 5, 16, 24 ან 30 დეკემბერს. ამ თანხით ძვირად ღირებული ნივთების შეძენას შეძლებთ. ოღონდ საკუთარი თავისთვის ან უკიდურეს შემთხვევაში მეუღლისთვის, მაგრამ არა აურაცხელი ნაცნობ-მეგობრისთვის. ზოგიერთი ვერ მოითმენს და ფულს საქველმოქმედო აქციებისთვისაც გადადებს.

  • ჯანმრთელობა

ფიზიკურად მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ, რათა მოწყენისა და დეპრესიისთვის ვერ მოიცალოთ. ეცადეთ, ყოველი დილა მსუბუქი, გამამხნევებელი ვარჯიშით დაიწყოთ. მეტად მოუფრთხილდით გულ-სისხლძარღვოვან დაავადებებს. რომლებიც შეიძლება ფიზიკური გადაღლილობის ან გაცივების შედეგად წარმოიქმნას. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი და პასიური დასვენებისთვისაც გამონახეთ დრო. დეკემბერში ორგანიზმის სუსტი წერტილები იქნება: ფილტვები, შარდის ბუშტი და ღვიძლი.

  • სიყვარული და ოჯახი

სიყვარული ჰაერივით გჭირდებათ. ამ გრძნობის გარეშე თავს სრულყოფილ ადამიანად ვერ იგრძნობთ. ამიტომ, თუ მარტოხელა ხართ, ხშირად შეხვდით საინტერესო ადამიანებს. ესაუბრეთ მათ, დაუნიშნეთ პაემანი. ზოგიერთს ისეთი რომანტიკული თავგადასავალი ელის, რომ ყოფილ პარტნიორებს არც კი გაახსენებს.

დაქორწინებულებს მეტი ძალისხმევა გმართებთ, რომ შეცვალოთ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. მუდმივი ეჭვიანობა და კრიტიკა კარგ შედეგამდე არ მიგიყვანთ. ეცადეთ, ურთიერთობაში მეტად იყოს პოზიტივი და დასამახსოვრებელი, სასიამოვნო ემოციები. მიუხედავად მომატებული ვალდებულებებისა, გამონახეთ დრო და მეტი დრო დაუთმეთ მეუღლესა და შვილებს. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება უძრავ ქონებასთან, მშენებლობასა და რემონტთან დაკავშირებული საკითხები.

დაქორწინებულებმა გამონახეთ დრო რამდენიმე დღით ზღვაზე გაემგზავრეთ. თუ საკუთარ თავს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმოთ, პარტნიორიც მეტად ყურადღებიანი გახდება თქვენ მიმართ. ეცადეთ, დასვენების დღეებშიც კი მოწესრიგებული იყოთ.

დეკემბერი მარტოხელა ქალბატონებს დაუვიწყარ შეხვედრას ჰპირდება ოცნების მამაკაცთან. დაანგრევთ მოძველებულ პრინციპებს და იდილიურ ურთიერთობას შექმნით.

  • დეკემბრის თვის იღბლიანი რიცხვები: 2, 5, 16, 24 30.

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის -  განვითარების ახალ ეტაპზე გადადიხართ, მკვეთრად გეცვლებათ ცხოვრებაზე წარმოდგენა

2019 წლის დეკემბრის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის  -  "ნუ ენდობით მას, ვინც იოლი ფულის მოგებას გპირდებათ"

2019 წლის დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის -  "ამ რიცხვებში... ფულის შემოდინებას დაელოდეთ"