რთული საკითხების მოგვარების თვე დაგიდგათ. იყავით მაქსიმალურად ორგანიზებული. გაიუმჯობესეთ ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, მოიმატებს ნერვული აშლილობა და გადაღლილობა, ვინაიდან, როგორც ყოველთვის, რამდენიმე საკითხის ერთდროულად მოგვარება მოგიწევთ. თვის დასაწყისში შეიძლება უსიამოვნებები გქონდეთ პარტნიორების გამო. შესაძლოა მათ დაძაბონ სიტუაცია ან არ შეასრულონ ვალდებულება. 5-16 ნოემბრის შუალედში მაქსიმალური დაკვირვება და თვითკონტროლი გმართებთ. ახლებიც გექნებათ, მაგრამ გადახედეთ ძველ შემოთავაზებებსაც, შეიძლება მათში კორექტივების შეტანა დაგჭირდეთ. არ გაუშვათ არც ერთი შანსი, რომ არ გაიუმჯობესოთ პოზიცია ბიზნესში, მატერიალური მდგომარეობა.
უარი არ უთხრათ მეგობრებს შეხვედრაზე. ნებისმიერი შეხვედრა ოპტიმიზმით აგავსებთ. იმავეს თქმა შეიძლება სასიყვარულო თემაზეც. სხვათა შორის, ნოემბერი მდიდარია რომანტიკული შეხვედრებით. თვის ბოლოს შეიძლება დაიწყოთ ახალი ბიზნესპროექტები, გაიჩინოთ ახალი პარტნიორები, მიიღოთ საინტერესო შემოთავაზებები. აგრეთვე, ნოემბრის ბოლო საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის, საქმიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
14-21 ივნისის შუალედში დაბადებული ტყუპებისთვის - გადალახავთ წინააღმდეგობებს. მშვიდობიანად ჩამოიცილებთ არაკომპეტენტურ უფროსს, არაკეთილისმსურველებს.
სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უფროს ნათესავებთან. ან თუ თავად ხართ ასაკში, მოერიდეთ ახალგაზრდების შევიწროებას.
დაქორწინებულები იყავით რბილი და მომთმენი ოჯახის წევრებისადმი. უქმეები ბავშვებთან ერთად გაატარეთ. დაესწარით გასართობ ღონისძიებებს, ან ქალაქგარეთ მოაწყვეთ პიკნიკები. ახალდაქორწინებულებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს; გაიგებთ, რომ მალე მშობელი გახდებით.
მარტოხელა ნიშნებს თვის დასაწყისში თავბრუდამხვევი რომანის დაწყება გელით. რომანტიკული შეხვედრა შეიძლება ხალხმრავალ ადგილას მოხდეს
14-25 ნოემბრის შუალედში შანსი მოგეცემათ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელზე.
ხშირად დაისვენეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ იოგა, სწორი სუნთქვა. მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები, ადამიანები და, რაც ყველაზე მთავარია, შეიყვარეთ თქვენი თავი.
ფინანსები, სამსახური, ბიზნესი
დიდ ნახტომს გააკეთებთ გამარჯვებისკენ. ან პროფესიულად განვითარდებით, ან სასურველ თანამდებობას დაიკავებთ. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ნოემბერი ახალი პროექტების დასაწყებად შესაფერისი თვე არაა.
დააკვირდით თქვენს ფინანსებს. ბიზნესმენებს შეიძლება ჯგუფში გყავთ თანამშრომელი, რომელიც გამარჯვების მიღწევაში გიშლით ხელს ან შესაბამისი მოგება არ მოაქვს ფინანსურად.
თქვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მოგების მიზნით, საკუთარი კეთილდღეობისთვის გატყუებენ.
მაქსიმალურად მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას კოლეგებთან. ზოგ შემთხვევში, იქნებ, სხვა ფილიალში ჯობდეს გადასვლა... ამავე დროს, მოერიდეთ სამსახურის დატოვებას.