ედი 1943 წლის 20 აპრილს, დილის 9 საათსა 47 წუთზე დაიბადა ქალაქ სანტა-ბარბარაში (კალიფორნია). მისი დაბადების მომენტში მზე ვერძის ზოდიაქოს ბოლო მონაკვეთს გადიოდა. ასტროლოგიურად ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები, საკმაოდ კონტაქტური და კომუნიკაბელური არსებები არიან, თუმცა ედის შემთხვევაში მისი ერთი შეხედვით კონტაქტური ხასიათი, არაფერი იყო სხვა თუ არა ნიღაბი გამუდმებული დეპრესიისა და სულიერი მარტოობის დასაფარავად. მზე რომელიც სეჯვიკის რუკაში მეთერთმეტე სახლშია განთავსებული, მიუთითებს ადამიანზე რომელსაც ბევრი ნაცნობი ჰყავს, მაგრამ ჭეშმარიტი მეგობარი თითქმის არ გააჩნია ცხოვრების გზაზე. თუმცა, საერთო ჯამში სეჯვიკის ხასიათის ფორმირებაში ყველაზე დიდი წვლილი მთვარის მდებარეობამ შეიტანა, რომელიც თავის მხრივ ადამიანის ქვეცნობიერს განასახიერებს ასტროლოგიური ინტერპრეტაციით. მთვარე ედის კოსმოგრამის ერთერთ ყველაზე მთავარი და რთული სიგნიფიკატორია, გამომდინარე იქედან რომ იგი მორიელის ზოდიაქოს იკავებს. ეს კი უდაოდ მიუთითებს ამ კომბინაციის მფლობელის რადიკალიზმით სავსე ცვალებად ხასიათსა და პერიოდულად ზღვარს გადასულ ემოციურობაზე. ამას გარდა მთვარის პოზიციონირება, მორიელის ორ გრადუსში პირდაპირ გვაძლევს მინიშნებას იმაზე, რომ პიროვნებას, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, საკუთარი თავის დემორალიზაციისა და დეგრადაციისკენ გააჩნია მიდრეკილება. თუმცა საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზოდიაქოს მეხუთე სახლში განლაგებულმა მთვარემ, სეჯვიკის შემთხვევაში მისი საქციელის (თუნდაც ნეგატიური გამოვლინების) მიმართ საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება გამოიწვია. ადამიანები ედის როგორც საინტერესო თეატრალურ სანახაობას ისე აღიქვამდნენ ( ნუ დაგვავიწყდება, რომ მეხუთე სახლი პასუხისმგებელია საზოგადოებაში ცნობადობის დონეზე, თეატრალურ ნიჭსა და პიპულარობაზე). როგორც ბიოგრაფიული ცნობებით ვიცით, ედი ერთერთი უმდიდრესი არისტოკრატული ოჯახის ჩამომავალი იყო ამერიკაში. აქედან გამომდინარე იგი დაბადებიდან სიმდიდრითა და ფუფუნებით გარემოცული იზრდებოდა. თუმცა მის რუკაში პლანეტა მერკურის განლაგება კუროს ზოდიაქოში და მეთერთმეტე სახლში, მკვეთრად მიუთითებს იმას, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში ხშირი იქნებოდა მეგობრების მხრიდან მისი ქონებით სარგებლობის ფაქტები, ან სულაც პირიქით იგი თავად შესაძლოა გამხადარიყო სამეგობრო წრეზე დამოკიდებული ფინანსურად. (რაც ნამდვილად მოხდა მისი სიცოცხლის ბოლო წლებში).
პირადი ცხოვრება და კარმული ურთიერთობა უორჰოლთან
1965 წლის მარტში, არისტოკრატი ლამაზმანი - სეჯვიკი, არტ-ჰაუსის მიმდევარ რეჟისორსა და ნიჭიერ მხატვარს ენდი უორჰოლს ეცნობა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მის ცხოვრებაში ე.წ ”ქარხნის დღეები” და პერიოდი რომელმაც მის ბედისწერაში, დამანგრეველი კარმული კავშირი მოიტანა. ედი უმალვე მოიხიბლა ამ უცნაური, არაადექვატური ხასიათის მქონე ადამიანით და ინტენსიურად დაიწყო მის სტუდიაში (The Factory) ვიზიტები. რასაც შედეგად უორჰოლის ფილმებში გადაღება და რამოდენიმე მთავარი როლიც მოჰყვა. .. თუმცა დამოკიდებულება , რომელიც მას უორჰოლის მიმართ ჩამოუყალიბდა მალე გასცდა რეჟისორისა და მსახიობის ურთიერთობის ფარგლებს...
სეჯვიკის რუკას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ რომ ვენერა რომელიც პირადი ცხოვრების რაგვარობასა და სიყვარულის აღქმის უნარზეა პასუხისმგებელი, ტყუპების ზოდიაქოს იკავებს. ვენერას ამგვარი კომბინაცია, როგორც წესი აქვთ ადამიანებს რომელთაც ხშირად ახასიათებთ საკუთარ გრძნობებში გაურკვევლობა, ამასთან ერთად სეჯვიკის პირადი რუკის მონაცემებით მისი ე.წ ”ქორწინების მმართველიც” ვენერაა, ხოლო დესცედენეტი რომელიც ამა თუ იმ პიროვნების პარტნიორულ ურთიერთობაზე გვაძლევს ინფორმაციას იგივე გაორებულ ტყუპის ზოდიაქოშია განთავსებული. ასტროლოგთა აზრით, დესცედენტის ორმაგ ნიშნში განლაგება (ტყუპები ორმაგი ნიშანია), როგორც წესი ყოველთვის მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთ ადამიანს არაერთი პარტნიორი ეყოლება და შესაძლოა ახასიათებდეს განურჩევლობა ზოგადად პარტნიორული ურთიერთობების თვალსაზრისით. (რაც ასევე სახეზეა სეჯვიკის შემთხვევაში, თავისი 26 წლიანი სიცოცხლის მანძილზე მან რამოდენიმე პარტნიორი გამოიცვალა), ზემოთხსენებულ გარემოებებს ამძიმებს ისიც, რომ ვენერა მეთორმეტე სახლის ბინადარია ედის კოსმოგრამაში, ეს კი ძირითად შემთხვევაში სასიყვარულო ურთიერთობების შედეგად მიღებულ მძაფრ (ხშირად დამანგრეველ) ემოციებს, დარდს და პესიმიზს მიანიშნებს. ასეთი ადამიანების პირად ცხოვრებაში, ბედისწერის უკუღმართობით ყოველთფის ფიგურირებს ბევრი გაურკვევლობა, საიდუმლო, ტაბუ და აკრძალვა, რაც რაღა თქმა უნდა თავად ურთიერთობებს მტანჯველად აქცევს საბოლოო ჯამში მისთვის. ედის შემთხვევაში ეს იყო უპასუხო სიყვარული ენდი უორჰოლის მიმართ, რომელსაც არც შეეძლო და არც სურვილი გააჩნდა, მისთვის იგივე გრნობებით ეპასუხა. ამას გარდა თუკი ჩვენ თავად ენდი უორჰოლის რუკას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ რომ ეს ადამიანი საკუთარ კოსმოგრამაში ლომის ზოდიაქოს ძლიერი გავლენის და დომინანტური 1-10 სახლების ( მკვეთრად გამოხატული ”მე”- სნობიზმი, კარიერიზმი) სიმძლავრით გამოირჩევა. უდაოა, უორჰოლი გამოკვეთილი ეგოისტი იყო. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც რომ მის რუკაში, ასევე იკვეთება რამოდენიმე გრადუსი რომელიც თავის მხრივ მიუთითებს იმ ფაქტზე რომ პიროვნებაში ძლიერად არის განვითარებული ე.წ ”მკვლელის ინსტიქტი”, ძნელი სათქმელია რამდენდა ჰქონდა თავად უორჰოლს უშუალოდ მკვლელობისკენ მიდრეკილება, თუმცა ედის შემთხვევაში ფაქტი ფაქტად რჩება, ეს უკანასკნელი დეგრადაციის გზამდე და ნაადრევ სიკვდილამდე სწორედ უორჰოლოს მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულებამ მიიყვანა. უორჰოლის თანამედროვეები ამბობდნენ, რომ მას ”ადამიანების გამოყენებისა და სანაგვეზე მოსროლის” შესაშური ნიჭი ჰქონდა. რაც სეჯვიკის შემთხვევაში ამ უკანასკნელმა აქტიურად გამოიყენა კიდეც. ამას გარდა თუკი დეტალურად განვიხილავთ ამ ადამიანების რუკას, იმასაც აღმოვაჩენთ რომ ეს ორი, ერთმანეთთან კარმული კავშირით იყო დაკავშირებული. ამგვარი კავშირები კი ადამიანებს საიმისოდ ეძლევათ, რომ ცხოვრებისეული გაკვეთილები მიიღონ, ან წინა ინკარნაციაში ჩადენილი ცოდვებისთვის აგონ პასუხი. ლილიტი-მთვარის შეერთება მორიელის ზოდიაქოში, მიანიშნებს ასევე იმას რომ უორჰოლის სახით ედი სეჯვიკს, მოევლინა ადამიანი რომელმაც მისი ქვეცნობიერი საფუძვლიანად შეარყია და გაანადგურა. თუმცა ლილიტური ურთიერთობა, როგორც წესი არც ერთი ადამიანისთვის არ არის უმტკივნეულო და მიუხედავად უორჰოლის გარეგნული შეუვალობისა, სავარაუდოა რომ ვერც ის ასცდებოდა ამ კარმული გაკვეთილით მიღებულ მძაფრ შეგრძნებებს.
ფსიქოლოგიური წნეხი და ნაადრევი სიკვდილის მიზეზები
როგორც ედი სედვიკის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, იგი მდიდარ და ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. თუმცა სიმდიდრე და წარმომავლობა, სულაც არ გამხდარა ედისთვის ბედნიერების მიზეზი. უფრო პირიქით მოხდა, მთელი ცხოვრების მანძილზე მას გამუდმებით აწუხებდა ოჯახის (განსაკუთრებით კი მამის მხრიდან) ტოტალური კონტროლის და ნეგატიური ზეგავლენის უღელი. გადავხედოთ ედის ჰოროსკოპს და მიზეზს ამგვარი ფატალური მამა-შვილური დამოკიდებულებისა იქ სრულიად მარტივად აღმოვაჩენთ. საქმე იმაშია, რომ სეჯვიკის კოსმოგრამაში შავი მთვარე -ე.წ ლილიტი (პოტენციური ცდუნებებისა და ფარული საფრთხის მაჩვენებელი) კირჩხიბის ზოდიაქოს მართავს (კირჩხიბი თავის მხრივ ოჯახის და ოჯახის წევრების გავლენის სიგნიფიკატორია რუკაში). აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის რომელიც მისდა სამწუხაროდ შავი მთვარის ამგვარი განლაგებით ევლინება ქვეყანას, დამახასიათებელია მთელი ცხოვრების მანძილზე ოჯახური წრის და სანათესაოს ნეგატიური გავლენა, რომელსაც იგი ძალზე რთულად თუ დააღწევს თავს. ედი სეჯვიკის შემთხვევაში ლილიტს კირჩხიბში, ე.წ ”დამამძიმებელ გარემოებად” მისი მეორე სახლში ყოფნა (დავისა და განხეთქილების საგანი გამუდმებითაა ფული ან ფინანსური დამოკიდებულება მშობლებზე) და განსაკუთრებით მძიმე გრადუსის მაჩვენებელი დაემატა, ლილიტი კირჩხიბის 26 გრადუსზე იძლევა პიროვნების ცხოვრებაში მუდმივ ქაოსს, ცვალებადობას, თვითგანადგურებისკენ მიდრეკილებას და ნაადრევი სიკვდილის დიდ ალბათობას. თუმცა საიმისოდ რომ ასტროლოგიური კუთხით, ამა თუ იმ ადამიანის ნაადრევ სიკვდილზე გაკეთდეს დასკვნა, დამეთანხმებით მხოლოდ ლილიტის მაჩვენებელი საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ სეჯვიკის რუკაში უფრო ღრმად თუ დავიწყებთ ქექვას, ადვილად აღმოვაჩენთ ამ მოვლენის მიმანიშნებელ და გამამყარებელ კიდევ ერთ სიგნიფიკატორს - მარსს თევზების ზოდიაქოში. მარსი ადამიანის ბედ-იღბალში სხვადასხვა სახის მოულოდნელ სიტუაციებსა და ზოგადად ქმედებაზეა პასუხისმგებელი. სეჯვიკის რუკაზე იგი თევზების ზოდიაქოშა განლაგებული რაც ცუდი ასპეტქების შემთხვევაში სითხეებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების, ასფიქსიის, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის ან გაურკვევლ ვითარებაში სიკვდილის ფაქტზე მიანიშნებს. მარსი თევზების 2 გრადუსზე, ზოდიაქოს მეცხრე სახლში - ოჯახიდან შორს, ხშირად საზღვარგარეთ სიკვდილის მიზეზი ხდება. ( ედი სედვიკი საკმაოდ გაურკვეველ გარემოებაში გარდაიცვალა, გავრცელებული ინფორმაციით ტრანკვილიზატორების გადამეტებული დოზის მიღების შედეგად და რა თქმა უნდა ოჯახისგან მოშორებით).
ნაადრევი სიკვდილის და ზოგადად სამკურნალო-სამედიცინო დაწესებულებებთან მჭიდრო კავშირის ალბათობაზე მიანიშნებს ასევე ედი სეჯვიკის რუკაში, ერთერთი უმთავრესი დამსჯელი პლანეტის -სატურნის განლაგება ზოდიაქოს 12 სახლში (ციხე, საავადმყოფო, ცხოვრება იზოლაციაში - სიცოცხლე როგორც ციხე) და ტყუპების 10 გრადუსზე პოზიციონირება. სეჯვიკი გარკვეული პერიოდის მანძილზე მკურნალობდა ნარკოლოგიურ კლინიკაში, საიდან გამოსვლის შემდეგაც მიეჩვია დამამშვიდებელი საშუალებების ზედმეტი დოზის მიღებას. თუმცა მკურნალობის კურსი უშედეგო რომ იქნებოდა ამაზე მის კოსმოგრამაში პლანეტა იუპიტერის ასპექტები მიუთითებს (იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში, პირველ სახლში -კირჩხიბის 17 გრადუსზე-უნებისყოფობა, ნერვოზულობა, ფობიები). ხოლო პლანეტა ნეპტუნი ქალწულის ზოდიაქოში, მეოთხე სახლში ქალწულის 29 გრადუსში, ნათლად ასახავს იმას, რომ მსახიობს ჰქონდა მძაფრი მიდრეკილება გაჰქცეოდა არსებულ რალობას და თავი მასტიმულირებელი საშუალებებისთვის (ქალწული ზოდიაქოს მეექვსე სახლს მართავს-მედიკემენტები, წამლები) შეეფარებინა.
თუმცა თუკი ნეგატიური აპსექტების გავლენას უგულვებელყოფთ (რაც სეჯვიკის რუკაში საკმარისზე მეტია) ამ ადამიანს შეეძლო, საკმაოდ დიდი წარმატებისა და ფინანსური კეთილდღეობისთვის მიეღწია ცხოვრებაში, ძირითადად სამსახიობო კუთხით. ამის დასტურია მის რუკაში ლომის ზოდიაქოსა (სამსახიობო კარიერა) და მეორე სახლში (ფინანსური სარგებელი) მდებარე პლანეტა პლუტონის (სოციუმთან ურთიერთობა) შეერთება აღმავალ კვანძთან (ინდივიდის ამქვეყნიური მისია) რაც ხშირ შემთხვევაში არის კიდეც პირდაპირი სიგნიფიკატორი პიროვნების წარმატებისა საზოგადოებრივ სარბიელზე.