გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც (შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ) და პირადი ცხოვრებაც. ახალი სამსახური გამოგიჩნდებათ ან სამუშაო პირობების გაუმჯობესების პერპექტივა. კარგი პერიოდია ახალი ინფორმაციების, საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ფსიქოლოგიისა და მოვლენების ანალიზისადმი. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური საქმიანობა.
იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური, განსაკუთრებით 25 ნოემბრამდე.
26-28 სექტემბრის შუალედში დაბადებული სასწორებისთვის - შანსი გამოგიჩნდებათ თქვენი თავი ახალ სფეროში მოსინჯოთ, განახორციელოთ ჩანაფიქრი.
12- 23 ოქტომბერს დაბადებული სასწორებისთვის - აქტიური სამუშაო თვე გელით. თუმცა, ნურც დასვენებას დაივიწყებთ.
სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ნოემბერი საუკეთესო თვეა სასიყვარულო და საოჯახო კავშირების გასამყარებლად. მოიმატებს სექსუალური ლტოლვა პარტნიორისადმი.
მარტოხელებმა დაიწყეთ მეწყვილის აქტიური ძიება, იარეთ პაემანზე. სიყვარული მალე გეწვევათ
აგრეთვე, ხშირად ესტუმრეთ დაოჯახებულ მეგობრებს შინ. უარს ნუ იტყვით სოციალურ ქსელში ნაცნობობაზე.
დაოჯახებულებმა გამონახეთ დრო შვილებისთვის. შეიძლება აღზრდის მეთოდების შეცვლამ მოგიწიოთ. შეიძლება რემონტის დაწყება ან ბინაში ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტოთ.
მეტი ყურადღება გმართებთ კუჭისადმი. გადადით ჯანსაღ კვებაზე. ჩართეთ რაციონში რძე და რძის პროდუქტები. აგრეთვე ხილი, ბოსტნეული და თევზეული.
ფინანსები, სამსახური, ბიზნესი
ნუ დასჯერდებით მიღწეულს. დაისახეთ ახალი გეგმა. მეტი დრო დაუთმეთ იდეების განხორციელებას. შეიძლება გააქტიურდნენ კონკურენტები. მაქსიმალურად დეტალურად დამუშავებული გეგმით იხელმძღვანელეთ, ნაკლები ფული, დრო და ენერგია რომ დახარჯოთ.
თვის მთავარი თემა უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გაუმჯობესება იქნება. თვის ბოლოს შეიძლება ძველ კოლეგებს შეხვდეთ.
დაქვემდებარებულმა სასწორებმა კარგად შესრულებული საქმეებით უნდა მიიქციოთ უფროსის ყურადღება. შეიძლება "წლის თანამშრომლის" ტიტულიც კი მიიღოთ.
სასწორები, ვინც ეძებთ სამსახურს, იყავით აქტიური, უარი არ თქვათ გასაუბრებაზე და ეცადეთ, კარგად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი. აგრეთვე, გაიარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ჩაეწერეთ უცხო ენის შემსწავლელ კურსზე.
თვის მეორე ნახევარში გავლენიანი დამხმარეების ხელშეწყობით, ბიზნესის გაფართოებას, ფულის დაბანდებას, პირადი საქმის დაწყებას შეძლებთ.