ავტორი:

გაგიუმჯობესდებათ ფინანსები, უმეტესობა ლიდერს პოზიციებს დაიკავებს - როგორი იქნება ნოემბერი კირჩხიბებისთვის

გაგიუმჯობესდებათ ფინანსები, უმეტესობა ლიდერს პოზიციებს დაიკავებს - როგორი იქნება ნოემბერი კირჩხიბებისთვის

შანსი მოგეცემათ განახორციელოთ შემოქმედებითი და პროფესიონალური იდეები. განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი გელოდებათ 5-16 ნოემბრის შუალედში. ენერგიული ხართ და მიზანმიმართული, მაგრამ მაინც დაკვირვება გმართებთ, ერთი გასროლით ორ ბაჭიას ყოველთვის ვერ მოკლავთ. მეტი გამარჯვებისთვის, საქმეებში ჩართეთ ნათესავები, ოჯახის წევრები. შეიძლება შეგეცვალოთ მსოფლმხედველობა, მიზნები. შეიძლება ზოგიერთი საზღვარგარეთ გაემგზავროს და იქ დაიწყოს თავისი საქმეების კეთება, საზღვარგარეთ მეტად რეალიზდეს. მოიმატებს თქვენი სექსუალური პოტენციალი.

ზოგიერთი კირჩხიბი გადაწყვეტს იმიჯის, გარეგნობის, ჩაცმის, ურთიერთობის სტილისაც კი... შეცვლას. ამიტომაც იქნებით მეტად თავდაჯერებული, მთების გადადგმასაც კი შეძლებთ.

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი. კირჩხიბების უმეტესობა ლიდერს პოზიციებს დაიკავებს. შეიძლება შეგეცვალოთ პირადი ცხოვრება, რომანტიკული განწყობის გამო, მეტად მოგინდებათ თავგადასავლები, ახალი შთაბეჭდილებების მიღება, ახალი გრძნობების გამოცდა.

ნოემბერში სულ უფრო ხშირად გაგიჩნდებათ სხვების დახმარების სურვილი. შეიძლება ახლობლები აიყოლიოთ და საქველმოქმედო აქციებშიც მიიღოთ მონაწილეობა.

16-24 ნოემბრის შუალედში ყველა საშუალება უნდა გამოიყენოთ, რომ გარშემო მყოფებს თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა დაანახოთ. მიიღეთ მონაწილეობა კოლექტიურ პროექტებში.

ივლისის კირჩხიბებს ნოემბრის პირველ დეკადაში უფრო მეტი შანსები და შესაძლებლობები მოგეცემათ, ხოლო ივნისში დაბადებულებს, ფორტუნა ნოემბრის ბოლოს გაგიღიმებთ

ივნისის ბოლო ორ და ივლისის პირველ სამ დღეებში დაბადებულ კირჩხიბებს განვითარების, წინსვლის შესაძლებლობები მოგეცემათ. თქვენი გამარჯვება მომავალში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გააკეთებთ ნოემბერში.

სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა

პირადი ცხოვრება შეიძლება ომის ველს დაემსგავსოს საყვარელი ადამიანი არ შეგარჩენთ არც ერთ სიტყვას, დაიცავს თავის მოსაზრებას, არ დაგითმობთ წვრილმანებშიც კი. ამის გამო დაძაბულობა და კამთი მოიმატებს. პარტნიორი ვერასდროს მიხვდება თქვენ რას ფიქრობთ, ნუ ელოდებით, უთხარით რა გსურთ, რას ელოდებით მისგან.

მარტოხელებს საინტერესო, ინტელექტუალურად განვითარებულ ადამიანთან ელით რომანის დაწყება. თუმცა, მზად იყავით, რომ თქვენი არჩევანის გამო, მეგობრების განხილვის საგანი გახდებით.

ნოემბერი კარგი პერიოდია რემონტისა და ბინის კეთილმოწყობისთვის. აგრეთვე, უძრავი ქონების შესაძენად.

თვის დასაწყისში ყურადღება მიაქციეთ თავის ტკივილებს, სისუსტესა და აპათიას. ეცადეთ, შეამციროთ კონტაქტი გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც უარყოფითი ემოციები გაკავშირებთ.

ნოემბერში შეიძლება გაძლიერდეს ქრონიკული დაავადებები. ამიტომ იზრუნეთ პროფილაქტიკაზე. ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო მეთოდია, დაიცვათ ზომიერება ყველაფერში: კვება, ალკოჰოლი, გართობა, ემოციები და ა.შ.

ფინანსები, სამსახური, ბიზნესი

კარიერისტი კირჩხიბები ნოემბერში აუცილებლად მიაღწევენ სასურველს, გაიმარჯვებენ. თქვენი ოპტიმიზმი და მიზანსწრაფულობა გადამდებია და შეიძლება სხვებიც აიყოლიოთ, ერთად დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა. შეიძლება ისეთი ნაბიჯის გადადგმამ მოგიწიოთ, რაც კარდინალურად შეცვლის თქვენს კარიერას მომავლაში.

ფინანსური შემოსავალი სტაბილურად გექნებათ, მაგრამ ხარჯიც მოიმატებს. შეიძლება სწორედ ნოემბერში იყიდოთ ის ნივთი, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით. ნოემბერი აგრეთვე კარგი თვეა ფულის დაგროვების დასაწყებად, მაგრამ ამ თვეში ნუ აიღებთ ვალებსა და კრედიტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალებს თავს ვერ დააღწევთ.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის