ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  კუროებისთვის - "იყავით მზად სიახლეებისთვის"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  კუროებისთვის - "იყავით მზად სიახლეებისთვის"

ჯიუტ კუროებს მხოლოდ ახლობლები თუ გაგიძლებენ. თქვენ მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენენ მორიელები და მერწყულები. ქალებმა მორიდების გარეშე მოსთხოვეთ მატერიალური დახმარება მეუღლეებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მათთან, ვისაც შეუძლია თქვენი დახმარება, როგორც მატერიალური ასევე მორალური თვალსაზრისით. დახმარებას ელოდეთ მშვილდოსნებისგან, თევზებისგან, კირჩხიბებისა და მორიელებისგან.

სასიამოვმო განწყობას შეგიქმნით მეგობრებთან ხშირი შეხვედრა, შეიძლება კონცერტებსა და სპექტაკლებზეც დაგპატიჟონ. უარი არ თქვათ საზოგადოებაში გამოჩენაზე.

არ იზარმაცოთ, იყავით აქტიური ყველა სფეროში. შეხვდით ხოლმე ახლობლებს უმიზეზოდაც კი. განსაკუთრებით მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. სხვათა შორის, ზოგიერთი შეხვედრისთვის სამსახურის საქმეები შეგიძლიათ გვერდზე ჩააჩოჩოთ.

იანვარში სულ უფრო მეტად გაგიჩნდებათ სურვილი, რომ დრო დაუთმოთ ხელოვნებას, ხელსაქმეს. დაესწროთ გამოფენებს და ლიტერატურულ შეხვედრებს, გაემგზავროთ ექსკურსიებზე. შთაგონებულს კი შეიძლება ახალი იდეები დაგებადოთ და თავადაც შექმნათ საინტერესო ნიმუშები.

თვის ბოლოს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები ახალ, აზარტულ და ავანტიურულ საქმიანობაში გამოსცადოთ. მთავარია, საქმიანობა იყოს უსაფრთხო, რათა არ დაზიანდეთ ფიზიკურად და არც მატერალური დანაკარგი განიცადოთ. რაც შეეხება ფულს, ის სასარგებლო ნივთებზე უნდა დახარჯოთ. აგრეთვე საყვარელი ადამიანებისა და შვილების გასაბედნიერებლად.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

იანვარში სიზარმაცე არ გეპატიებათ. დააკვირდით იმ შემოთავაზებებს, რომლებსაც ამ თვეში მიიღებთ. ყური დაუგდეთ იმას, რასაც ამბობს მერწყული. განსაკუთრებით, თუ ის თქვენი საიმედო პარტნიორია. წარმატება ელის პროგრამირების სფეროში მომუშავეებს, ინჟინერებსა და მათ, ვისაც კლიენტებთან უწევს მუშაობა.

იანვრის დასაწყისში შეიძლება ბევრ ინფორმაციასთან მოგიწიოთ შეხებამ, იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, არ მოადუნოთ ყურადღება მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისას. აგრეთვე, ყურადღება გმართებთ ყველა მონაცემთან, რომელიც ხელში ჩაგივარდებათ. იყავით სიახლეებისთვის მზად. ზოგიერთი სიახლე პირველწყაროდანაც შეგიძლიათ მიიღოთ.

მამაკაც კუროებს ბევრი ადამიანის გაცნობა მოგიწევთ. საინტერესო და გამორჩეულ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ, იყოთ ყურადღებით და თქვენთვის საინტერესო დასკვნები გამოიტანოთ. მგზავრობისას შეიძლება გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ. შეგიძლიათ მათ სთხოვოთ დახმარება, თუ ახალი სამსახურის დაწყება ან საინტერესო პროექტის განხორციელება გსურთ და სპონსორს ეძებთ. საინტერესო შემოთავაზებებისადმი ყურადღება გამრთებთ.

თვის ბოლოს შეაჯამეთ შედეგები, დასკვნები ობიექტურად გამოიტანეთ. კარგი დროა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. თუ შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, უქმეები მაინც გაატარეთ მშვიდ გარემოში, სადაც აღიდგენთ ძალებს.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

თვის დასაწყისში მოერიდეთ ისეთ ადგილებში გამოჩენას, სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს. აგრეთვე, მოერიდეთ დიდხნიან წვეულებებს. ასეთმა შეხვედრებმა შეიძლება ფიზიკურად გამოგფიტოთ.

გაიძლიერეთ იმუნიტეტი, თუ ბევრ ხალხთან გიწევთ შეხვედრა ან რთულ ავადმყოფთან. იანვარი კარგი თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. თვის ბოლოს მოგეძალებათ აპათია და ძილიანობა. ნუ შეგეშინდებათ, უბრალოდ, ორგანიზმი მეტად უნდა დაასვენოთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თუ მარტოხელა ადამიანის სტატუსი გაქვთ, ირგვლი მიმოიხედეთ. კარგი ადამიანის გაცნობის შანსი გაქვთ და იყავით მეტად აქტიური, რომ დაიწყოთ სერიოზული ურთიერთობა. ნუ გგონიათ, რომ სიყვარული თავად დაგიკაკუნებთ კარზე. თუ ხვდებით, რომ ადამიანი ნამდვილად მოგწონთ და "თქვენია", უკან არ დაიხიოთ. ახალი ნაცნობობისთვის საუკეთესო ადგილებია ტრენინგები, სემინარები და ლექციები.

თუ თქვენი გული დაკავებულია, გამონახეთ დრო, რომ მაქსიმალურად მეტხანს იყოთ ერთად, თქვენ გაქვთ მისია, რომ საყვარელ ადამიანს სიახლები გააცნოთ. აგრეთვე, დაეხმაროთ მას სირთულეების დაძლევაში. ერთად გადაწყვიტეთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომელი არჩევანია სწორი. ამასთანავე, ეცადეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ რბილი და ლმობიერი იყოთ. ნუ განსჯით, თუ რაღაცის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

შუა თვიდან მოიმატებს ვნებიანობა და გაფრთხილდით, საყვარელ ადამიანს არ უღალატოთ. წამიერად შეიძლება მოეჩვენოთ, რომ იმას მიაგენით, რასაც ეძებდით, მაგრამ ასე არაა. გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ.

იანვრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: პირველი, 8, 10, 14 და 18.

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "თვის ბოლოს გამარჯვება გელით ყველა საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ"

დღეიდან მზემ ზოდიაქოს ნიშანი შეიცვალა - ვისთვის იქნება წარმატებული მომდევნო ერთი თვე

გლობალური ცვლილებები გელით -  იანვრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის