ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მოგინდებათ გარშემო მყოფების გულის მოგება. აქტიურად ჩაერთვებით კოლექტიურ საქმიანობაში. მიზანი შეიძლება იყოს დიადი, მაგრამ გამოიჩინეთ სიფრთხილე, პირადი ინდივიდუალურობა რომ არ დაკარგოთ. გირჩევთ, მეტი დრო გაატაროთ მეგობრების, თანამოაზრეების გვერდით.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში აქტიურად იქნებით ცართული კარიერულ საკითხებში, მოგინდებათ დაწინაურება, საკუთარი თავის დამკვიდრენა, ხელფასის მომატება. შუა თვეში ჩაერთვებით საზოგადო საქმეებში, სამომავლო იდეების განხორციელებით, ჯგუფური კვლევებით იქნებით დაკავებული. მეტად დაუგდებთ ყურს მეგობრების რჩევებს. თვის ბოლოს კი შეიძლება განმარტოებით მოგინდეთ მუშაობა. ან შეიძლება საიდუმლო ორგანიზაციაში გაწევრიანდეთ. თქვენი საქმიანობა გარშემო მყოფებისთვის დაფარული იქნება.

ფული და სიყვარული

რომანტიკა და თავგადასავლები მოგინდებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. ეცადეთ, სიყვარული სახელით მსხვერპლად არავის შეეწიროთ. არავის მისცეთ უფლება, რომ დაარღვიონ თქვენი პირადი სივრცე. მარტოხელები აქტიურად იქნებით დაკავებულები მეწყვილის ძიებით, მაგრამ შეიძლება ეს ფარული კავშირების ძიება იყოს. ან ნაცნობობა ინტერნეტით გააბათ.

ჯანმრთელობა

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები გზღუდავენ, რაღაცით შეზღუდული ხართ. იყავით ადეკვატური, დააკვირდით დეტალებს. ეცადეთ, არაფერზე ინერვიულოთ. სტრესი და განცდები ფსიქოლოგიურ სირთულეებს შეგიქმნით. შეიძლება დეპრესიაც კი დაგმართოთ.

10 ივლისის შემდეგ გახშირდება კონტაქტები; გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სოციალურ პარტნიორებთან. მეგობრებთან ერთად მოგინდებათ იდეების, ბიზნესპროექტების განხორციელება.

24 ივლისის შემდეგ გამონახეთ დრო, რომ ივარჯიშოთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. შეიძლება გათავისუფლდეთ ზედმეტი ტვირთისგან, ყოველდღიური რუტინისგან.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - რა შეიცვლება ფინანსების, კონტაქტების, ჯანმრთელობისა და სიყვარულის საკითხებში

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული