ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "პოზიტიური მოვლენებით აღსავსე თვე დაგიდგათ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "პოზიტიური მოვლენებით აღსავსე თვე დაგიდგათ"

პოზიტიური მომენტებით აღსავსე თვე დაგიდგათ. შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ ცხოვრება, მეტად გამოავლინთ თქვენი შესაძლებლობები. ხანდახან ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც დაგეხმარებათ რთულ საქმეებთან გამკლავებაში. ივლისში ხშირად აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში, მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. გაგიადვილდებათ კონკურენტებთან გაბრძოლება. ზოგიერთმა შეიძლება უფროსთან დალაპარაკება გადაწყვიტოს და დაწინაურება ან ხელფასის მომატება მოითხოვოს. ზოგმა კი პირადი ბიზნესი დაიწყოს. ყველა შემთხვევაში გირჩევთ, მეტად გამოავლინოთ ინიციატივა და იყოთ მეტად მიზანმიმართული.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

შეიძლება მოგინდეთ ახალი სამსახურის მოძიება, შემოსავლის გაუმჯობესება. ყურადღება გმართებთ იმ ინფორმაციებისადმი, რასაც ამ თვეში მიიღებთ. გაიჩენთ საჭირო და გავლენიან მეგობრებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, ხასიათის საუკეთესო თვისებები, ინტელექტი. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი საქმიანობის რეკლამა გადაწყვიტოს. ზოგიერთი გამოცდებზე საუკეთესოდ წარმოაჩენს საკუთარ თავს. ნებისმიერ სიტუაციას თქვენს სასარგებლოდ შეცვლით.

  • ფული და სიყვარული

მარტოხელებს მეტი გაფრთხილება გმართებთ, რომ სიყვარულის სახელით არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. ან შეიძლება გამომჟღავნდეს თქვენი ფარული სასიყვარულო კავშირი. ეცადეთ, დაკვირვებულად იმოქმედოთ. ზოგიერთმა კი შეიძლება წერტილი დაუსვას არაფრისმომცემ, უსიამოვნო მომენტებით აღსავსე კავშირს. დაქორწინებულების ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს. შეიძლება დროებით საყვარელი ადამიანისგან შორს მოგიწიოთ გამგზავრებამ. სამსახურის ან ერთმანეთისგან დროებთ დასვენების გამო. რაც შეეხება ფინანსებს, გირჩევთ, ივლისში ფული მოზომილად ხარჯოთ. ზოგიერთს კი შეიძლება შემოსავლის ფარული წყაროები გაუჩნდეს.

  • ჯანმრთელობა

აქტიური იქნებით მუშაობისას. სურვილი გაგიჩნდებათ, დაფასდეთ როგორც თანამშრომელი, დაწინაურდეთ. მარტივად გაუმკლავდებით კონკურენტებს. აქტიური იქნებით ფიზიკურადაც. ჩვენ გირჩევთ, ფრთხილად იყოთ. გაუფრთხილდით მუხლებს, მოერიდეთ მათ დატვირთვას.

  • ქალებისთვის

ივლისი საუკეთესო თვეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად და უკვე შესრულებულების - გასაუმჯობესებლად. გაგიჩნდებათ სურვილი, თქვენი ბინა მეტად კომფორტული და მყუდრო გახადოთ. ზოგიერთებს ხშირად გეყოლებათ სტუმრები. საყიდლებს მოერიდეთ, მათ, განსაკუთრებით, ძვირად ღირებულებმა, შეიძლება იმედი გაგიცრუოთ. აგრეთვე, გირჩევთ, არ გასცეთ რჩევები, თუ არ გთხოვენ.

  • მამაკაცებისთვის

საინტერესო მოვლენებით აღსავსე თვე დაგიდგათ, სამსახურშიც უნდა გამოავლინოთ თავი და პირადი ცხოვრებაც დაირეგულიროთ. მიიღებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე. მოგეცემათ იდეების განხორციელების შესაძლებლობა. ზოგიერთი ბიზნესის გაფართოება-განვითარებას გადაწყვეტს და კარგ შემოსავალსაც მიიღებს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ახლა სხვისი იმედი არ უნდა გქონდეთ და საკუთარ შესაძლებლობებზე უნდა იყოთ დამოკიდებული. გაერკვიეთ პირად გრძნობებში და სამომავლო მიზნებში.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის - "მარტივი, მხიარული ივლისი გელით"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "კარიერული წინსვლისთვის მოემზადეთ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის