ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის - "მარტივი, მხიარული ივლისი გელით"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის - "მარტივი, მხიარული ივლისი გელით"

თვის პირველი ნახევარში ორიენტირებული იქნებით ბავშვებზე, გართობაზე, სიამოვნების მიღებაზე. შეიძლება ოჯახთან და შვილებთან ერთად დასვენებას უფრო მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე სამსახურს. ყოველ შემთხვევაში მარტივი, მხიარული ივლისი გელით. ყოველდღიურ ვალდებულებებსაც კი სიამოვნებით შეასრულებთ. ბავშვებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ, შეიძლება ახალი, შემოქმედებითი იდეებიც კი დაგებადოთ.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში შეიძლება გაგირთულდეთ საქმეების შესრულება, სწავლა, გარშემო მყოფებთან გაგიჭირდეთ საქმეების წარმოება. არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. უმჯობესია, ეს დრო დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმოთ. ზოგიერთი შეიძლება მისთვის საინტერესო ადამიანს შეხვდეს, რომელიც მისი გზამკვლევი, გური გახდება. თვის მეორე ნახევარში კარიერაში მოქმედების მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ.

  • ფული და სიყვარული

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან. ზოგიერთმა შეიძლება საოჯახო ბიზნესიც კი წამოიწყოს ან ნათესავებს დაეხმაროს საქმეების მოგვარებაში. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ ან ერთად დაიწყებენ ცხოვრებას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით და ეს შეიძლება მოხდეს მშობლების ან ნათესავის დახმარებით. შეყვარებულება კი გააცანით გულის სწორი მშობლებს. შეიძლება გადაწყვიტოთ მშობლების ბინაში საცხოვრებლად გადასვლა ან ახალი ბინა შეიძინოთ, რაზეც ფინანსურ დახმარებას ნათესავებისგან მიიღებთ.

  • ჯანმრთელობა

აქტიური ხართ და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება არ გაგიჭირდებათ. ზოგიერთმა შეიძლება ფული იშოვოს სხვების გავარჯიშებით. მოერიდეთ ექსტემალურ დიეტებს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ივლისი კარგი თვეა სტომატოლოგთან ვიზიტისთვის და კბილებისა და ღრძილების მოწესრიგებისთვის. ასაკით უფროსმა თევზებმა ყურადღება უნდა გაამახვილოთ ფარისებრ ჯირკვალზე.

  • ქალებისთვის

მეტი დრო უნდა დაუთმოთ იმ საქმიანობას, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ახლობლებისგან მხარდაჭერას მიიღებთ (ეს შეიძლება იყოს სტიმული, ფული ან ბავშვების ცოტა ხნით დატოვება) და მოქმედებაც გაგიადვილდებათ. ზოგიერთს საინტერესო ნაცნობობა გელით, ახალი ჰობის ათვისება. თვის მეორე ნახევარში დიდი დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.

  • მამაკაცებისთვის

ივლისი უჩვეულო იდეების დაბადების და ტვინის "გახსნის თვეა". ან შეიძლება ჩვეულებრივ სიტუაციას უჩვეულო კუთხიდან შეხედოთ. ზოგიერთმა შეიძლება თავისი უჩვეულო ქცევით გარშემო მყოფების გაოცება გამოიწვიოს. ასაკით პატარა თევზებმა ეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ ასაკით უფროს ადამიანებთან. მათგან ბევრ საჭირო დარიგებას მიიღებთ. რომანტიკული ნაცნობობა და თავგადასავალი სასიამოვნო და სიურპრიზებით აღსავსე იქნება.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "პოზიტიური მოვლენებით აღსავსე თვე დაგიდგათ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "კარიერული წინსვლისთვის მოემზადეთ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის