ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

თვის დიდ ნაწილს ფულის გამომუშავებსას მოანდომებთ. არავის არაფერს დაპირდეთ და არც ისე მოიქცეთ, რომ მატერიალური მდგომარეობა შეგელახოთ. მომართული იქნებით, რომ გაიჩინოთ შემოსავლის ახალი წყარო. სწორედ ივლისში დაფიქრდებით, სად შეგიძლიათ ეკონომიის გაწევა.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მოვლენები სწრაფად განვითარდება და თავადაც უნდა იყოთ მომართული, რომ ფეხი აუწყოთ ცხოვრებას. ფრთხილად და დაკვირვებულად გადადგით თითოეული ნაბიჯი. მხოლოდ ფინანსურად მომგებიანი ხელშეკრულებები გააფორმეთ. თვის ბოლოს საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. საქმე შეიძლება საბუთებთან იყოს დაკავშირებული.

ფული და სიყვარული

გახშირდება სასიყვარულო მიმოსვლა და მიმოწერა. მარტოხელებს მიგიზიდავთ ადამიანები, რომლებიც არიან ნაკითხები, განათლებულები და სასიამოვნოდ მოსაუბრეები. თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ყურადღებით იყოთ, ადამიანი შეიძლება აფერისტი გამოდგეს და ლამაზი საუბრით დაგახვიოთ თავბრუ. დაქორწინებულები გაფრთხილდით, რომ გარშემო მყოფების ჭორების გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

ჯანმრთელობა

მოერიდეთ წვრილმანების გამო ახლობლებთან კამათს. დაზოგეთ ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. მოერიდეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას, თორემ თვის ბოლოს გამოფიტულად იგრძნობთ თავს. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, მომატებულია ტრავმების ალბათობა.

10 ივლისის შემდეგ მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გადაიფორმეთ უძრავი ქონება. ჩამოწერეთ შემოსავალ-გასავლის სია, აკონტროლოთ ხარჯი. სანამ რამეს იყიდით, კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ?..

24 ივლისის შემდეგ მოაგვარეთ საზღვარგარეთთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღებით შეადგინეთ საბუთები. კვალიფიციური რჩევისთვის მიმართეთ იურისტებს. შეიძლება გამოვლინდეს საკითხები, რასაც ადრე საერთოდ არ აქცევდით ყურადღებას.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - რა შეიცვლება ფინანსების, კონტაქტების, ჯანმრთელობისა და სიყვარულის საკითხებში