ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "ზოგიერთი თვის ბოლოს დაქორწინებას ან ნიშნობას გადაწყვეტს"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "ზოგიერთი თვის ბოლოს დაქორწინებას ან ნიშნობას გადაწყვეტს"

სამსახურის საქმეების პარალელურად პირადი ცხოვრებაც გახდება თქვენთვის აქტუალური ზოგიერთი შეიძლება სარეკლამო კამპანიით დაინტერესდეს, თავის საქმიანობა სოციალური ქსელებით გააპიაროს. დაგაინტერესებთ გარშემო მყოფების აზრი თავად თქვენზე და თქვენ საქმიანობაზე. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, ზოგიერთმა კი შეიძლება ახალი პარტნიორები გაიჩინოს, ან საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყოს რაღაც საქმე. სურვილი გაგიჩნდებათ, ხშირად შეხვდეთ თქვენს მეგობრებს. ზოგიერთი თვის ბოლოს დაქორწინებას ან ნიშნობას გადაწყვეტს.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

იურიდიული საკითხების მოგვარება და მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში მონაწილების მიღება გელით. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი არ უნდა გქონდეთ, მიმართეთ პარტნიორებს დახმარებისთვის. ზოგიერთმა შეიძლება კერძო ბიზნესი დაიწყოს და საკმაოდ სარფიანადაც. ხშირად დაესწარით რაუტებსა და წვეულებებს. ხანდახან საქმიან პარტნიორებს არაფორმალურ, მეგობრულ გარემოშიც შეხვდით. ზოგიერთმა შეიძლება მომავალი სასიყვარულო პარტნიორი გაიცნოს ასეთ შეხვედრაზე.

  • ფული და სიყვარული

ახალ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ უჩვეულო ან სამსახურის გარემოში. უკვე დაწყვილებულება ეცადეთ, არ იჩხუბოთ საყვარელ ადამიანთან. სიჯიუტემ შეიძლება მხოლოდ განშორება მოგიტანოთ. ყველა საკითხი დიპლომატიურად მოაგვარეთ. მოიმატებს ხარჯი და მზად იყავით ამისთვის. მთავარია, ახლობლების სურვილი დააკმაყოფილოთ და ფულის დაგროვება მომავალი თვიდან დაიწყეთ.

  • ჯანმრთელობა

ფიზიკური აქტიურობა კარგია, მაგრამ საოჯახო ვალდებულებების გამო შეიძლება სრულფასოვანი ვარჯიშისთვის ვერ მოიცალოთ. სასურველია, უქმეები ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ, ბუნებაში გაატაროთ. თუმცა, ჯანმრთელობას ყურადღებას ნუ მოაკლებთ. მოსაფრთხილებელია ძვლოვანი სისტემა.

  • ქალებისთვის

უამრავი საქმე დაგიგროვდათ და ეცადეთ, არ დაიბნეთ და პირველ რიგში გადაუდებელი მოაგვაროთ. მოერიდეთ საყიდლებს, გაფრთხილდით, არ დაკარგოთ ფული. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებებს. დასკვნებს ნუ გამოიტანთ, სანამ ფაქტებით დამოწმებული არ იქნება. გაერკვიეთ კოტაქტებში, შეიძლება ვიღაცას თქვენი განზრახ დაბნევა უნდა.

  • მამაკაცებისთვის

ოპტიმისტური განწყობა მოიმატებს და ყველა სირთულეს დიპლომატიურად გაართმევთ თავს. არ გაგიჭირდებათ ივლისში დაგეგმილი მიზნების განხორციელება. ენდეთ ინტუიციას, ყური დაუგდეთ სპეციალისტების რჩევებს. საქმიან მოლაპარაკებებს თქვენთვის სასარგებლოდ წარმართავთ. ზოგმა შეიძლება ფულის დაბანდება გადაწყვიტოს. ხშირად მოგიწევთ წვეულებებზე დასწრება, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და ეცადეთ, გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის - "მარტივი, მხიარული ივლისი გელით"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "პოზიტიური მოვლენებით აღსავსე თვე დაგიდგათ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "კარიერული წინსვლისთვის მოემზადეთ"