თვის დასაწყისში და-ძმების საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. გახშირდება მიმოსვლები უახლოეს გარემოცვასთან, მოგინდებათ პიკნიკების მოწყობა, ექსკურსიები. შეიძლება გაგიჩნდეთ რაღაცის შესწავლის სურვილი. წვრილ-წვრილი საქმეები გექნებათ მოსაგვარებელი და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ზოგიერთმა შეიძლება ბიზნესი დაიწყოთ უახლოეს ნათესავებთან ერთად.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
სწრაფად და გონივრულად უნდა იმოქმედოთ. გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მოლაპარკებები, მივლინება. არ გაგიჭირდებათ ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმეც კი შეასრულოთ. ნუ წამოიწყებთ დიდხნიან საქმეებს, უპირატესობა წვრილ-წვრილი ვალდებულებების მოგვარებას მიანიჭეთ. მოაგვარეთ ავტომობილთან დაკავშირებული საკითხები; ზოგმა შეიძლება კომპიუტერული ტექნიკის ყიდვაც კი გადაწყვიტოს, მაგრამ 23 ივნისამდე არ გირჩევთ.
ფული და სიყვარული
მთელი თვის განმავლობაში ჰარმონიული სიტუაცია იქნება თქვენს ოჯახში. მოგინდებათ ბინის მოლამაზება, სახლში სტუმრების მიღება. მოიმატებს რომანტიკულობა და სენტიმენტალურობა. თუ აქამდე განაწყნებელი იყავით საყვარელ ადამიანზე, ახლა ურთიერთობა დაგირეგულირდებათ. დაქორწინებულების ოჯახში სითბო და სიტკბო დაისადგურებს.
ჯანმრთელობა
ივნისში, ორი კვირის განმავლობაში მობილიზებული იქნებით სახლის გარემონტებაზე, დაზიანებული ნივთების შეკეთებაზე. ეცადეთ, იყოთ დისციპლინირებული, მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან. არ გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას. თვის მეორე ნახევრიდან მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, თუ თქვენი საქმიანობა იარაღებთანაა კავშირში, გაფრთხილდით, თავი არ დაიზიანოთ ან სხვა არ დააზიანოთ. სიფრთხილე გმართებთ სპორტული აქტიურობის დროსაც.
10 ივნისის შემდეგ მოიმატებს კომუნიკაციები, სწავლისა და გადაადგილების სურვილი. გახშირდება წერილების მიწერა და მიღება. ზოგიერთს გაგიჩნდებათ სურვილი, და-ძმებთან ერთად იაროთ ექსკურსიებსა და პიკნიკებზე.
24 ივნისის შემდეგ გამოიკვეთება კარიერული საკითხები, შეიძლება მიიღოთ ის თანამდებობა, რისკენაც ისწრაფოდით. იყავით ამბიციური, რომ წარმატებას მიაღწიოთ. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს მოულოდნელი შემთხვევები და ეცადეთ, თავი ღირსეულად გეჭიროთ. შეიძლება ზოგიერთ სფეროში მოგიწიოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებამ.