კარმული სიყვარული და გზა იმპერატორის ტახტიდან ტყვეობამდე - ამბიციური კორსიკელის ფატალური ბედისწერა

კარმული სიყვარული და გზა იმპერატორის ტახტიდან ტყვეობამდე - ამბიციური კორსიკელის ფატალური ბედისწერა

იგი იყო არამარტო თავისი დროის, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გამოჩენილი და ბრწყინვალე მხედართმთავარი, პოლიტიკური მოღვაწე და საინტერესო, მრავალმხრივი პრიოვნება.

ადამიანისთვისი, რომლის დაბადების მომენტშიც დაღმავალი კარმული კვანძი - იგივე ქეთუ მერვე სახლშია განთავსებული, ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი რომ ნამდვილად არ იქნებოდა ამას ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით . ასეთი ხალხის ცხოვრება სავსეა ფატალური მოვლენებით, დაცემა-აღზევებისა და გასაიდუმლოებული სიტუაციების სიმრავლით.

ნაპოლეონ ბონაპარდე - საფრანგეთის ყველაზე ცნობილი იმპერატორი, მსოფლიოში სახელგანთქმული პერსონა - სამეფო ნიშნის ლომის ზოდიაქოს გავლენით დაიბადა. თუმცა, თუკი მისი დაბადების რუკას ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ გარდა პრაქტიკული აზროვნების უნარისა (მთვარე რაციონალური და წინდახედული თხის რქის ზოდიაქოში), ნაპოლეონს დიდი მიდრეკილება გააჩნდა ასევე მისტიკისა და ეზოთერიკისკენ. ამას ადასტურებს არამარტო ქეთუს განლაგება მერვე (მორიელის) სახლში, არამედ თავად ნაპოლეონის ინდივიდუალური ნიშანი (ანუ ასცენდენტი) და იუპიტერიც, რომელიც, იგივე მორიელის ზოდიაქოს იკავებს.

ადამიანები, რომელთაც დაღმავალი მთავრის კვანძის მერვე სახლში განლაგებით უწევთ დაბადება, როგორც წესი, ამქვეყნად გარკვეული ეზოთერული ცოდნით, თუმცა, ერთობ რთული და მძიმე კარმული ვალებით მოდიან. ნაპოლეონის შემთხვევაში ეს იყო ე.წ. "ვერბალური მაგის" კარმა. მისნაირ ადამიანს დაბადებიდან თან დაჰყვევა, გარშემო მყოფების საკუთარ ნება-სურვილზე ტარების, ზოგადად სოციუმზე სიტყვის ძალით ზემოქმედების გასაოცარი უნარი (ქეთუ ტყუპის ზოდიაქოში ინდივიდის კომუნიკაციურ უნარებზე აგებს პასუხს, მერვე სახლი კი მასების "ზომბირებას" უწყობს ხელს) .

თუმცა, ნაპოლეონის შემთხვევაში კონკრეტულად ეს უნარი, მისი განვლილი ინკარნაციის გამოძახილი იყო და მას არ უნდა ესარგებლა ბოროტად თანდაყოლილი შესაძლებლობებით, მით უმეტეს, ხალხის საზიანოდ. ქეთუს ამგვარი კომბინაციით იბადებიან ადამიანები, რომელთაც ინტუიციურად ესმით რისკის, ექსტრიმის არსი. ამიტომ მათ უმრავლესობას არ უჭირს ლავირება რთულ და კრიზისულ სიტუაციებში. მათთვის ძალიან მარტივად მისახვედრია ის ფაქტიც, რომ სამყარო გარდა რეალური, ხილული ნაწილისა, უხილავი პარალელური განზომილებებისგანაც შედგება და ბევრი რამის ახსნა, სწორედ ამითაა შესაძლებელი.

მერვე სახლში განლაგებული ქეთუ ინდივიდს ანიჭებს ნებისმიერი სიტუაციის უკან დაფარული არსის წვდომის შესაძლებლობებს, თუმცა, მას ასევე მოეთხოვება განავითაროს თავის თავში ნებისყოფის სიმტკიცე, რეალისტური ხედვის უნარი და თავად შეძლოს საკუთარი ცხოვრებისთვის მყარი ფუნდამენტის შენება. ასეთი ადამიანებისთვის ფული სასიცოცხლო ენერგიის ექვივალენტური სუბსტანციაა, ამიტომ თუ იგი არ შრომობს, ავადდება, თანაც საკმაოდ მძიმედ და ხშირად. ამიტომ ფულის როგორც უმნიშვნელოვანესი სუბსტანციის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმოდა ნაპოლეონს "საომრად მე მხოლოდ სამი რამ მესაჭიროება – ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული" - ამბობდა ის.

ლეგენდარული ჟოზეფინა ბოარნე

Astrologia

თუმცა, როგორც ცნობილია, განვლილი ინკარნაციის მისტიურმა მხარემ,  მონარქს ბევრჯერ შეახსენა თავი და თვითონაც დიდ ინტერესს გამოთქვამდა იგი ეზოთერული ცოდნის მიმართ . ნაპოლეონი არაერთგზის დაინტერესებულა წინასწარმეტყველთა აზრით მისი პერსონის შესახებ, თუმცა, მრავალრიცხოვანმა და არცთუ სახარბიელო პროგნოზებმაც ვერ შეასუსტეს მისი სწრაფვა მსოფლიო ჰეგემონობისკენ. არადა ადამიანისთვის, რომელიც მშვილდოსნის ზოდიაქოში განლაგებული შავი მთვარით იბადება, ამგვარი სწრაფვა და ზოგადად, პოლიტიკური სარბიელი წარმოადგენდა ცხოვრებაში ყველაზე დიდი საცდურს და მახეს.

მზე და მერკური ლომის ზოდიაქოში – უდავოდ ფაქტია, რომ ნაპოლეონი ქარიზმატული და ძალზე გონიერი პიროვნება იყო . მას შეეძლო ნებისმიერი მოვლენის უმთავრესი კონცეფცია წამებში განესაზღვრა. იგი აზროვნებდა სტრატეგიულად. თუმცა, ცეცხლის სტიქია არ გახლავთ ნაპოლეონის რუკის დომინანტური სტიქია. ამ მხრივ გაცილებით დიდ ადგილს იკავებს მიწისა და წყლის ნიშნები. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი წინდახედული, პრაქტიკული და მეთოდური უნდა ყოფილიყო მოქმედებაში. წყლის სტიქიის გავლენას კი მისი გამჭოლ ხედვის ნიჭი, კარგი ინტუიციური შესაძლებლობები და გარშემო მყოფთა სამოქმედო მოტივაციის უშეცდომოდ გამოცნობის უნარი მიეწერება.

1804 წლის 3 დეკემბერს, ზუსტად მაშინ, როცა ბონაპარდი იმპერატორად აკურთხეს, პარიზის კომუნის გენერალურმა მდივანმა ფრანსუა დე მეცმა "ახალგამომცხვარ" მონარქს, უცნაური მანუსკრიპტი გადასცა. იგი შუასაუკუნეებში სახელგანთქმულ ექიმსა და ალქიმიკოსს ვინმე ფილიპ ნოელ ოლივატიუსს ეკუთვნოდა. როგორც ამბობენ, ოლივატიუსი საექიმო პრაქტიკის გარდა, ნათელხილვის ნიჭითაც გახლდათ სახელგანთქმული. ფრანსუა დე მეცმა კი ახალბედა იმპერატორს, შუასაუკუნებიის დროინდელი მანუსკრიპტი ამაოდ როდი წააკითხა. ოლივატიუსის წინასწარმეტყველებით, საფრანგეთი და იტალია ქვეყანას მოუვლენდა "ზებუნებრივ არსებას", რომელიც ბევრ ომს მოიგებდა. ექნებოდა კოლოსალური წარმატებები. აღზევება და წინსვლა. ოლივატიუსმა ამ ადამიანისთვის საიმპერატორო ტახტიც იწინასწარმეტყველა და ისიც, რომ დაუმარცხებელ მხედართმთავარს რუსეთზე ლაშქრობა მოუღებდა ბოლოს. "და იმ დღიდან, როცა მისი ჯარები დიად ქალაქს გადაწვავენ (საუბარია მოსკოვზე) ფორტუნა ზურგს შეაქცევს იმპერატორს" – ამბობდა ოლივატიუსი.

თუკი ნაპოლეონის რუკაზე შავი მთვარის მდებარეობას დავაკვირდებით მარტივად დავინახავთ პარალელს ოლივატიუსის წინასწარმეტყველებასა და ასტროლოგიურ გათვლებს შორის. ლილიტი მშვილდოსანში ყოველთვის აფრთხილებს მფლობელს, რომ უცხო ქვეყანაში მას გარკვეული საფრთხე და პრობლემები ელის. გარდა ამისა, შავი მთვარის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმაზეც, რომ პიროვნებას აქვს ცდუნება თავი საყოველთაო ლიდერად, მასწავლებლად, გურუდ და განმანათლებლად მიიჩნიოს. სწორედ ამის გამო არ არის სასურველი ლილიტის ასეთი კომბინაციით დაბადებულისთვის საკუთარი ძალების პოლიტიკურ სარბიელზე მოსინჯვა და მოღვაწეობა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც ჩვენ დიდი იმპერატორის რუკაზე ვხვდებით არის ფიქტიური ვარსკვლავი ალფარდის კონფიგურაცია და ასპექტები. როგორც ცნობილია , ნაპოლეონს საკმაოდ მტკივნეული, შეიძლება ითქვას ფატალური სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ჟოზეფინა ბოარნესთან, რომელიც თავის მხრივ მზით ტყუპი გახლდათ ნაპოლეონს კი დაღმავალი კარმული კვანძი ქეთუ ჰქონდა განლაგებული ტყუპის ზოდიაქოში. რაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ ეს კავშირი მისთვის სულიერად დამანგრეველი შეიძლება ყოფილიყო. გარდა ამისა, ზემთ ხსენებული ფიქტიური ვარსკვლავი ალფარდი, რომელსაც ასტროლოგები "მახრჩობელას", "მომწამვლელს" ეძახიან, ბონაპარდის რუკაზე ზუსტ შეერთებაშია ქორწინების წერტილთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობას ყოველთვის ექნება "მწარე გემო" და ტკივილიანი სარჩული. ცნობილი ფაქტია, ის რომ ნაპოლეონისთვის ჟოზეფინასთან ქორწინება ვნებით, დრამატიზმითა და ფატალურობით აღსავსე მოვლენებით იყო სავსე.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის