კიანუ რივზი - გზა ლეგენდარული „მატრიცადან“ დეპრესიულ სოციოფობამდე

კიანუ რივზი - გზა ლეგენდარული „მატრიცადან“ დეპრესიულ სოციოფობამდე

სწორედ კიანუმ შეასრულა ამ ფილმში უკურნებელი სენით დაავადებული სიცოცხლისმოყვარული სარა დივერის იდეალური სატრფოს როლი, რომელიც ყველანაირ დათმობაზე მიდის საყვარელი ქალის გვერდით ყოფნის გამო. მას შემდეგ იყო ლეგენდარული "მატრიცა" და უნიკალური შესაძლებლობებით დაჯილდოვებული ნეო. მისტიკისა და ფანტასტიკის ჟანრისადმი სიყვარულით, კიანუმ კიდევ არაერთ ცნობილ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა ფილმი "კონსტანტინე", სადაც იგი ანგელოზებისა და დემონების ხედვის ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს ასახიერებს.

თუმცა, ისეთი პიროვნებისთვის რომელიც პრაქტიკული, გაწონასწორებული და რეალისტი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას, ალბათ ცოტა უცნაურიც კია მისტიკისა და მელოდრამატულობისკენ ამგვარი სწრაფვა. ქალწული ხომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი რეალისტი და პრაქტიკოსია დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შორის. თუმცა თუკი კიანუ რივზის პირად ასტროლოგიურ რუკას გადავავლებთ თვალს, ძალიან მარტივად აღმოვაჩენთ მიზეზს თუ სად არის სინამდვილეში "ძაღლის თავი" დამარხული.

კიანუ რივზი ფილმში "ტკბილი ნოემბერი"

Astrologia

კიანუ რივზი 1964 წლის 2 სექტემბერს მოევლინა ქვეყანას, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. როგორც მისი პირადი რუკიდან ირკვევა, მსახიობს უკვე ბავშვობიდან ექნებოდა ხასიათში მკვეთრად გამოხატული განწყობის ცვალებადობა, ზემგრძნობადობა და პერიოდული დეპრესიისკენ მიდრეკილება. ამ ყველაფრის გარანტიას კი მის კოსმოგრამაში კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში განლაგებული მთვარის მდებარეობა გვაძლევს. საქმე იმაშია, რომ თავად მზის ზოდიაქო – ქალწული უკვე ნიშნავს პიროვნების არცთუ სოციალურ და გახსნილ ხასიათს, ხოლო თუ მზის მდებარეობას ასე ვთქვათ მთვარეც "უმაგრებს ზურგს", რასაც კიანუს შემთხვევაში აქვს ადგილი, მივიღებთ ინდივიდს რომელიც ქალწულის ასოციალურობასთან ერთად კირჩხიბის სენტიმენტალურ, ემოციურ და გარკვეულწილად ჩაკეტილ სამყაროსაც გაითავისებს. მთვარე კირჩხიბში ასტროლოგთა ენაზე თუ ვისაუბრებთ არის "სამეფო მთვარე" რომელიც ამ მნათობის ყველა თვისებას უყრის თავს ადამიანში, რაც იმას ნიშნავს რომ კიანუს მიდრეკილება უნდა ჰქონდეს განწყობის ცვალებადობისკენ (გაიხსენეთ მთვარის ფაზების ცვალებადობა). გარდა ამისა, მთვარის გარდა, მსახიობის კოსმოგრამა ზოგადად კირჩხიბის ზოდიაქოს საკმაოდ ძლიერი გავლენით გამოირჩევა. სწორედ კირჩხიბის ზოდიაქოშია განთავსებული მსახიობის ვენერა და მარსი, ადამიანის ბუნების ორი უმთავრესი პლანეტა-სიგნიფიკატორი ნატალური რუკის მიხედვით. რაც თავის მხრივ იმას მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი რეალურ ცხოვრებაში, ყველაფერთან ერთად საკმაოდ ეჭვიანი, მესაკუთრე და ემოციურად ფაქიზიც იქნება. თუმცა, გარდა კირჩხიბისა, მსახიობის რუკაში საკმაოდ დიდ გავლენა აქვს მეთორმეტე (თევზების) სახლს და მორიელს (ნეპტუნი მორიელში), რის გამოც, გასაკვირი არ იქნება ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი ხშირად იყოს მიდრეკილი თვითიზოლაციისკენ, შესაბამისად მას ხანგრძლივი მარტო ყოფნის პერიოდები ესაჭიროება, დახარჯული ძალებისა და სულიერი ენერგიის ასანაზღაურებლად. მიუხედავად გარეგნული მომხიბვლელობისა – მსახიობის რუკაში მზე და ასცედენტი ორივე ქალწულის ზოდიაქოშია განთავსებული (ქალწულის ასცენდენტით კი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გამორჩეულად სიმპათიური ადამიანები იბადებიან), კიანუ ნაკლებად იქნება მიდრეკილი აქტიური სოციალური ცხოვრებისკენ და მით უმეტეს, პარტნიორების ხშირი ცვლის ტენდენციისკენ. თუმცა, დესცენდენტი თევზებში ასევე მიანიშნებს იმას, რომ ეს  ადამიანი ძალიან ბევრის გამღებია პირად ურთიერთობაში, უფრო მეტიც იგი ხშირად ზედმეტად ბევრსაც კი გასცემს. ხოლო თუ მისი ეს მსხვერპლი სათანადოდ არ დაფასდა, მოგვიანებით აუცილებლად გამოიწვევს მასში პროტესტის გრძნობას. აქედან გამომდინარე, ალბათ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ დესცენდეტნის ასეთი მდებარეობა მძაფრ და ემოციებით სავსე პირად ცხოვრებას გულისხმობს, რომელშიც საკმაოდ ხშირია დრამატული ისტორიები. რაც სხვათ აშორის არც კიანუ რივზის ცხოვრებას დაჰკლებია...

კიანუ რივზი ფილმში "მატრიცა"

Astrologia

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ნაკლებად სწყალობს ყვითელი პრესის წარმომადგენლებს და ზოგადად, ჟურნალისტების მიმართ არცთუ მაინცდამაინც კეთილმოსურნე დამოკიდებულებით გამოირჩევა, საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ, მან საკმაოდ სერიოზული პირადი ტრაგედია გადაიტანა. 2001 წლის აპრილში კიანუმ დაკარგა მეგობარი ქალი, ჯენიფერ საიმი რომლისგანაც ცოტა ხნით ადრე იგი ნანატრი ქალიშვილის დაბადებას ელოდა. სამწუხაროდ ბავშვი მკვდარი დაიბადა, ხოლო მოკლე ხანში დედაც საშინელი ავტოკატასტროფის მსხვერპლი გახდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა ნებისმიერი ადამიანისთვის, მით უმეტეს, ისეთი პიროვნებისთვის ვის პირად კოსმოგრამაშიც მთვარე ესოდენ სენსიტიურ ზოდიაქოს ნიშანშია განლაგებული. ამ პერიოდში კიანუ ლეგენდარული "მატრიცას" გადაღებებზე მუშაობდა. თუმცა, მომხდარის შემდეგ მან რამდენიმეკვირიანი "ტაიმ-აუტი" მოითხოვა სულიერი ჭრილობების მოსაშუშებლად. საინტერესოა, რომ ჯენიფერ საიმი, რომლის გარდაცვალებამაც მსახიობს ამხელა ტრამვა მიაყენა მისთვის ერთ-ერთი იდეალური წყვილი შეიძლებოდა ყოფილიყო. მიუხედვად იმისა, რომ მშვილდოსანი (ჯენიფერი სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნით გახლდათ დაბადებული) და ქალწული როცა ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებზე გვაქვს საუბარი, არცთუ ხშირადაა იდეალური წყვილი, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ თავგადასავლების მოყვარულ, ავანტიურისტ მშვილდოსანს მალე ბეზრდება ზედმეტად მოწესრიგებული, დაპროგრამებული და რეალისტი ქალწული, კიანუსა და ჯენიფერის შემთხვევაში კი, მთვარე-ვენერას ტრინი ამ ორს შორის, სულიერად ძალიან ახლო მდგომ წყვილს შექმნიდა. ამ ორს შორის იქნებოდა ის აუცილებელი ინტუიციური გაგების უნარი და სულიერი სითბო რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომელიც ე.წ. "ორმაგი ჩაკეტილობით" (მზე – ქალწულში, მთვარე – კირჩხიბში) დაიბადა.

კიანუ და ჯენიფერ საიმი

Astrologia

საინტერესო ფაქტია, რომ მსახიობმა ჯენიფერის დაღუპვამდე, არანაკლებ მძიმედ გადაიტანა მომავალი შვილის გარდაცვალება. მთვარით კირჩხიბი გარდა მომატებული ემოციურობისა, დაბადებიდან ე.წ.  "მშობლის ინსტიქტით" დაჯილდოვებული იბადება. ამასთან ერთად, მსახიობის  პირად რუკაში ჩვენ ვხვდებით ე.წ. "გენეტიკური კარმის" ელემენტს, რაც სწორედ რომ შვილებთან დაკავშირებულ ტრაგედიას უკავშირდება. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ მოხდა მსახიობის ცხოვრებაში ამგვარი ფატალური ისტორია. ხოლო სელენას (თეთრი მთვარის) მდებარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში და მესამე სახლში, პირდაპირ იძლევა სხვა დანარჩენ ასპექტებთან ერთად მინიშნებას იმაზე, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში სწორედ შვილებთან დაკავშირებულმა ექსტრემალურმა მოვლენებმა შეიძლება მოიტანოს ღრმა და რადიკალური სულიერი ძვრები.

როგორც მსახიობის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, გარდატეხის ასაკში მას საკმაოდ ხშირად ჰქონდა პრობლემები სკოლის მასწავლებლებთან. რასაც რამდენჯერმე სკოლის შეცვლის პრეცენდენტიც მოჰყვა. როგორც თავად მსახიობი იხსენებს, – "დაუმორჩილებელი ხასიათის გამო". ამ ფაქტს ახსნა მარტივად მოეძებნება, თუკი ჩვენ კიანუს რუკაში მერკურის პოზიციას გადავხედავთ. რეტროგრადული მერკური ხომ ძირითად შემთხვევაში ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ძალიან უჭირს (ან საერთოდ არ ეხერხება) გარშემო მყოფთა მხრიდან რჩევა-დარიგებების მიღება. იგი მუდამ საკუთარი წესებითა და პრინციპებით ცდილობს ცხოვრებას, რაც ხშირად უქმნის ასეთ პიროვნებას პრობლემებს ურთიერთობაში.

Astrologia

რომ არა კიანუს პირად რუკაში მეთერთმეტე (მერწყულის) სახლის გავლენა, რაც თავის მხრივ საზოგადოებაში თავის დაჭერის უნარსა და კომუნიკაბელურობას (თუმცა, ხშირ შემთხვევაში ზერელე კომუნიკაბელურობას) ნიშნავს, ალბათ ადამიანი რომელიც რივზისნაირი დაბადების მონაცემებით მოევლინა ქვეყანას, ვერასდროს შეძლებდა საყოველთაო აღიარების მოეპოვებას სამსახიობო სარბიელზე. თუმცა მას სავსებით კარგად შეეძლო კაერიერის გაკეთება როგორც მუსიკოსს. ცნობილი ფაქტია, რომ კიანუ რივზი გატაცებულია მუსიკით და ეს არანაირად არ იწვევს გაკვირვებას, თუკი მის კოსმოგრამაში კირჩხიბისა და მეთორმეტე სახლის აქტიურ გავლენას გავითვალისწინებთ. ასეთი ადამიანისთვის მუსიკა შეიძლება ყველაზე დიდი "ანტიდეპრესანტის" როლის შემსრულებელიც კი იყოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი მორიგ მელანქოლიის შემოტევებს იღებს საკუთარი სენსიტიური მთვარის გავლენით.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის