მით უმეტეს, როცა ეს ადამიანი აღმავალი ვერძია, ხოლო მზე მისი დაბადებისას ვერძის ოპოზიციურ ნიშანში – სასწორში იმყოფებოდა პლუს ამას დესცენდენტთან ახლოს.
ჯონ ლენონი 1940 წლის 9 ოქტომბერს ლივერპულში დაიბადა, ზუსტად რვა დღის შემდეგ მზის სრული დაბნელებიდან სასწორის ზოდიაქოში. უკვე დაბადების მომენტიდან, მზისა და მთვარის კვანძების მიხედვით ჩაიდო ამ ადამიანში დამანგრეველი შინაგანი კონფლიქტი "მესა"და "ჩვენს" შორის. რახუს მდებარეობა ვერძში აიძულებს ასეთ ადამიანს ნებისმიერ ფასად იყოს ლიდერი, მოიპოვოს პირველობა, გარდა ამისა, მის კოსმოგრამაში ფიგურირებს კიდევ ერთი პრობლემატური ასპექტი – დაღმავალი კვანძის შეერთება ლილიტთან ასცენდენტის ნიშანზე.
ათი წლის ლენონს ქუჩაში მათხოვარი აჩერებს. თითს მისკენ იშვერს და სადღაც სივრცეში იხედება – "შენ პირველი უნდა იყო და იქნები კიდეც!" იგივე ხმა და ფრაზა ლენონს მომდევნო წლების მანძილზეც არაერთხელ გაუმეორდა სიზმრებში დეჟავიუს სახით. სწორედ ეს არის ქეთუ-ლილიტი, ასცენდენტზე.
მომღერლის პირადი კოსმოგრამის დეტალური ანალიზის დროს, თვალში გვხვდება დატვირთული მეექვსე სახლი – ამასთანავე აღმავალი კვანძი კეტუც იგივე მეექვსე სახლშია განლაგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩევა, მეტიც მას შესაძლოა გააჩნდეს მთელი ცხოვრების მანძილზე რაიმე სახის ქრონიკული დაავადება... ამის დასტურად კი ლენონის ბიოგრაფიულ მონაცემებში არსებული ინფორმაცია გამოდგება – "ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალს ბავშვობიდან ჰქონდა თანდაყოლილი დისლექსიისა და ახლომხედველობის პრობლემა, რის ხარჯზეც მას განსხვავებული აღქმა და დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა გარემომცველი სამყაროს მიმართ."
კიდევ ერთი, გამოკვეთილი ასპექტი ლენონის რუკაში არის მერწყულის ზოდიაქოს ძლიერი გავლენა, ამით აიხსნება მომღერლის ექსცენტრულობა, ნოვატორული შეხედულებები და ხშირად ერთობ პროვოკაციული გამოხტომები, საზოგადოების შოკში ჩაგდების მიზნით.
იოკო ონოსთან ქორწინება, როგორც ევროპელი ასტროლოგები თვლიან, ლენონისთვის ფატალური ქორწინება იყო. ამ ქალთან მისმა ურთიერთობამ ლეგენდარული "ბითლზის" სამუდამო "დასასრულს" დაუდო დასაბამი.
1969 წლის 20 მარტს, მზე და აღმავალი კვანძი ტრანზიტულად კრავს მნიშვნელოვან კარმულ წრეს. გარდა ამისა, მზე ამ დროს თევზების ბოლო გრადუსზეა, ხოლო რახუ ვერძის პირველ გრადუსს გადის. ალბათ სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ლენონის და იოკო ონოს საქორწინო ცერემონიალი მზის სრული დაბნელებიდან ორ დღეში შედგა. ასევე სიმბოლური დამთხვევაა ისიც, რომ ლენონი დაბნელებიდან მერვე, ხოლო იოკო მეექვსე დღეს მოევლინა ქვეყანას. ეს ძალზე სპეციფიკური ასპექტია, რომელიც განაპირობებს ამგვარ ადამიანებს შორის მიზიდულობას და როგორც წესი, მათ ცხოვრებაში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა დაბნელებას უკავშირდება. მაგრამ ზემოხსენებულ მარტის 20 რიცხვში, დაბნელება ვერძის პირველ გრადუსში მოხდა, დამანგრეველი ტაუკვადრატის თანხლებით, რომელშიც უმთავრესი იყო პლუტონი-ლილიტის კომბინაცია.
ოპოზიცია ლილიტი რახუ – ლილიტი ვერძში, მეთორმეტე სახლში. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ლენონი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინდივიდის (12 სახლი) აგრესიულ გამოხტომას ემსხვერპლა და იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (ლილიტი ვერძის ზოდიაქოში – ძალადობრივი სიკვდილის ერთ-ერთი სიგნიფიკატორი). თუმცა, თუკი თავად ოპოზიციის რაობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ამ ფატალური პრეცენდენტის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელი იქნებოდა, თუკი თავად მომღერალი გაივლიდა სწორად მისთვის კუთვნილ კარმულ გზას.