მარტოსული ბრბოში - ჯია კარანჯის ტრაგიკული ისტორია

მარტოსული ბრბოში - ჯია კარანჯის ტრაგიკული ისტორია

. რომ შემეძლოს, აუცილებლად გამოვასწორებდი ყველა იმ საშინელ შეცდომას, რაც კი ცხოვრების მანძილზე ჩამიდენია. მაგრამ ტკივილი, რომელიც შინაგანად მჭამდა და მოუშუშებელ იარებს მიტოვებდა სულზე, ალბათ კანონზომიერი იყო და იმის საპირწონე, რისკენაც მივდიოდი... არ აქვს მნიშვნელობა ეს ჯოჯოხეთია თუ სამოთხე, მონობა თუ თავისუფლება... მე უნდა გამეკვალა გზა მათში, მათზე, მათ შორის... და ზემოდან გადმომეხედა იმ ცხოვრებისთვის რომელიც გავიარე...“

ჯია კარანჯის დღიურიდან

1960 წლის ზამთარში, ფილადელფიაში მცხოვრებ ერთ ჩვეულებრივ ოჯახს, პატარა გოგონა შეეძინა სახელად ჯია. თერთმეტი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ. დედამ შვილები მამის ანაბარა მიატოვა და გაუჩინარდა. პატარა ჯია ძალიან განიცდიდა უდედობას, სავარაუდოდ სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა მას პირველი სერიოზული ფსიქოლოგიური კომპლექსი, რომელსაც მოგვიანებით იგი საკუთარ დღიურებში ასე უკეთებს ფორმულირებას: "რატომღაც ყველა გარბის ჩემგან, თითქოსდა მათ უკეთესი ცხოვრება ეგულებათ იქ, სადაც მე არა ვიმყოფები".

ამ ფრაზით თითქოს საკუთარი თავი დააპროგრამა, სამომავლოდ უკვე ცნობილმა და პოპულარულმა მოდელმა – ჯია კარანჯიმ, რომელიც ათეულობით ათასობით მისი თანატოლისთვის იქცა მიბაძვის ობიექტად და სტილის კანონმდებლად ევროპაში.

ის, რომ კამერასთან "მეგობრობა" ეიოლებოდა ჯერ კიდევ თინეიჯერობისას აღმოაჩინა. მოგვიანებით აღიარა, რომ ეს საქმე მისთვის სასიამოვნო გასართობი უფრო იყო, ვიდრე სერიოზული პროფესიული მიზანი. თუმცა 1977 წლიდან დაწყებულმა მისმა კარიერამ სამოდელო ბიზნესში, საკმაოდ მალე კოლოსალური პოპულარობა მოიტანა. ჯიას სახემ ჟურნალ "ვოგის" ფურცლებზე დაიმკვიდრა თავი.

Astrologia

მაგრამ პოპულარული და ცნობადი ქალის სახელს, მისთვის ბედნიერება არ მოუტანია. ჯიას სათუთი ფსიქიკა ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მოდის სამყარო ნაკლებად ინტერესდება მისი სულიერი მდგომარეობით. ამ ბიზნესში ხომ მარტოოდენ ადამიანის "გარეგნული შეფუთვა" აინტერესებთ. ამიტომ იმის განცდა, რომ მას, როგორც ერთგვარი სახის ექსტრავაგანტურ ფრინველს ისე აღიქვამენ, ჯიასთვის დეპრესიის ტოლფასია. სინამდვილეში, იგი სითბოს კომპენსაციას, რაც მას ბავშვობაში უდედობის გამო დააკლდა, ბრწყინვალე კარიერის მეშვეობით ამაოდ ცდილობს.

"სამყარო ფულზე და სექსზეა დამყარებული, მე კი გაცილებით უფრო ფასეულ რამეებს ვეძებ ცხოვრებაში – ბედნიერებას, სიყვარულს, სითბოს, ზრუნვას" – წერდა იგი საკუთარ დღიურებში

იტალიური წარმოშობის ჯია კარანჯი 1960 წლის 29 იანვარს დაიბადა. მეგობრული, კომუნიკაბელური და თავისუფლებისმოყვარე მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით. მისი დაბადების მონაცემების მიხედვით ორი ვარიანტი არსებობს მთვარის მდებარეობისა – მერწყული და თევზები. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამ ადამიანისთვის დამახასიათებელ სულიერ ქარტეხილებს, სენსიტიურ ბუნებასა და ტრაგიკულ ბედს, მარტივად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას მთვარე ემოციურად მტვრევადი და მყიფე თევზების ზოდიაქოში უნდა ჰქონოდა განლაგებული.

ჯიას კოსმოგრამაში, გარდა მერწყულის გავლენისა, ძალზე აქტიურია წყლის სტიქია, სწორედ ამით აიხსნება მოდელის დეპრესიული ხასიათი, პესიმიზმი და მუდმივი მარტოობის შეგრძნება, მაშინაც კი, როცა იგი მუდმივად ხალხმრავლობით იყო გარემოცული. აღმავალი კარმული კვანძი – რახუ ქალწულის ზოდიაქოში და მეთორმეტე სახლში მიანიშნებს იმას, რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო საჯარო ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას აუცილებლად დატანჯავდა სოციუმის მხრიდან მიუღებლობის , ე.წ. "თეთრი ყვავის" სინდრომი (რაც რეალობაში მართლაც ასე მოხდა), გარდა ამისა, მისი დაღმავალი კვანძი თევზებში – მეექვსე სახლში უკრძალავდა მას სწორედ იმ საქმიანობას, რითაც ჯია სამწუხაროდ ცხოვრობდა ანუ სახელოვნებო სფეროს, ფოტოგრაფიას (თევზები) და დაქირავებულის როლში ყოფნას, საკონტრაქრო სამსახურს (მეექვსე სახლი).

კიდევ ერთი მცდარი მიმართულება, რითაც ეს ადამიანი ასევე ამძიმებდა საკუთარ ცხოვრების გზას იყო ლილიტი ტყუპში (ბეჭდური მედია) და მეცხრე სახლში (გლამური, მოდის სამყარო) . ეს ის სფერო გახლდათ სადაც ასტროლოგიურად იმალებოდა კიდეც საფრთხე, რომელიც ლილიტურად ე.წ.  "ლამაზი შეფუთვით" იყო ჯიას წინაშე წარმოდგენილი (მოდელის თავბრუდამხვევი კარიერა, ფინანსური კეთილდღეობა, აპლოდისმენტები).

ჯიასნაირი ადამიანისთვის, გაცილებით უფრო მისაღები იქნებოდა ფსიქოლოგის (სელენა თევზები-მეექვსე სახლი) ან მედდის/სოციოლოგის (აღმავალი ქალწული-მეთორმეტე სახლი) პროფესია.

Astrologia

ცნობილია ის ფაქტი, რომ ჯია არასოდეს მალავდა თავის ლესბოსელურ მიდრეკილებებს (გავიხსენოთ მერწყულის მფარველი პლანეტა ურანის ორსქესიანობა). მიუხედავად გარეგნული მომხიბვლელობისა, იგი მკვეთრად გამოხატული ანთიპათიით იყო განწყობილი მამაკაცების მიმართ, თუმცა საკუთარი სქესის წარმომადგნელებშიც ამაოდ ეძებდა ჭეშმარიტ მეგობარსა და სულიერ თანამოაზრეს. შემთხვევითი კავშირების სიმრავლემ და განურჩევლობამ, მოდელში სულიერი მარტოობის განცდა კიდევ უფრო გააძლიერა, რის საფუძველზეც იგი მალე ნარკოტიკების ინტენსიურ მომხმარებლად იქცა. თუკი ჯიას რუკას კარგად დავაკვრიდებით, ძალიან მალე აღმოვაჩენთ სწორედ ამ ფაქტის უტყუარ მინიშნებას მის კოსმოგრამაში – მზე-ნეპტუნის კვადრატს, რაც მთვარის თევზების ზოდიაქოში განლაგებასთან ერთად უდავო მაჩვენებელად გვევლინება იმისა, რომ ინდივიდი ცდილობს რეალობას სხვადასხვა სახის სტიმულატორების მეშვეობით გაექცეს და ასე აარიდოს თავი სულიერ დისკომფორტს.

სამწუხაროდ, გზა რეალობიდან გაქცევისა ჯიასთვის მცდარი აღმოჩნდა და სწორედ ზემოთ ხსენებულ სენს ემსხვერპლა 26 წლის ასაკში მოდელი. თუმცაღა მისი სიკვდილის მიზეზად არა უშუალოდ ნარკოტიკი, არამედ იმ პერიოდისთვის იშვიათი აივ ინფექცია – შიდსი იქცა. ამ ფაქტზეც ნათლად მიუთითებს მეხუთე სახლის მმართველი მერწყული (სისხლის ინფექციური დაავადებები, რაც ძირითადად სქესობრივი გზით გადადის), კვადრატით ნეპტუნთან (ნარკოტიკები), ამას დამატებული მეექვსე (ჯანმრთელობის სახლი) ნეპტუნითვე მართულ თევზების ზოდიაქოში ანუ დაავადების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი – არასტაბილური ემოციური ფონი.

ჯია კარანჯი 1986 წლის ნოემბერში გარდაიცვალა, იმ წელს როცა მას ცხოვრებაში ე.წ. "ლილიტის დაბრუნების" პერიოდი ედგა . ასტროლოგიური კუთხით რომ განვიხილოთ მისი, როგორც ინდივიდის ცხოვრების გზა, ნათელად დავინახავთ იმისა თუ რამდენად განაპირობებს პიროვნების ძლიერი ნება იმ ძირითადი პოტენციალის განვითარებას ან შესუსტებას, რასაც ჩვენი დაბადების რუკა გვთავაზობს. სამწუხაროდ, ჯიას შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ იშვიათ შემთხვევასთან, როცა ადამიანი მცდარი გზით სვლის გამო აღმოჩნდა უკიდურეს წერტილში – საკუთარი კარმული განვითარების ზღვართან, რის გამოც მას ამქვეყნიური არსებობის ლიმიტი ამოეწურა.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის