მძიმე დაავადებების რისკი - რჩევები და რეკომენდაციები ასტროლოგიური კუთხით

მძიმე დაავადებების რისკი - რჩევები და რეკომენდაციები ასტროლოგიური კუთხით

დაბრუნებისა და საკუთარ თავში გარკვევის ფუნქცია ეკისრება. თუმცა, ნებისმიერ ასტროლოგს ასევე მოეთხოვება ის, რომ მან საკუთარი საქციელით არასოდეს ავნოს ადამიანებს და არასოდეს გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება ბოროტად.

ბოლო დროს სამწუხარო სტატისტიკას ვაკვირდებით, ეპიდემიასავით მოედო ადამიანებს ქრონიკული დაავადებების სენი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ხშირ შემთხვევაში "სამიზნე" ქალბატონები არიან. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ქალის ბუნება ხომ ზოგადად, უფრო სენსიტიური და ემოციურად მოწყვლადია ვიდრე მამაკაცის.

ასტროლოგიური ხედვით, ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. აგრესიის გამოვლინება, წყენა, ბოღმა, შური საუკეთესო ნიადაგს ქმნის საიმისოდ, რომ ადამიანის ენერგეტიკა დაინგრეს და მის საფუძველზე რთულად განკურნებადი ან განუკურნებელი, ქრონიკული დაავადება აღმოცენდეს . იმ შემთხვევაში კი, როცა პიროვნება მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ემოციების კონტროლს, ცხოვრობს კოსმიურ კანონებთან თანხმობაში, არასოდეს უსურვებს სხვას ცუდს, მაქსიმალურად ლოიალური და მიმტევებელია, ნებისმიერი სახის გართულებას აირიდებს თავიდან ჯანმრთელობის კუთხით.

აქვე ნუ დავივიწყებთ იმას, რომ დაავადება როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად - როგორც მენტალური ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად.

Astrologia

ნებისმიერი ჩვენგანის დაბადებისას ცაზე სხვადასხვა პლანეტა, სხვადასხვა კომბინაციით – სისუსტითა და სიძლიერით მოძრაობდა. ამიტომ ასტროლოგი, პირველ რიგში პირად რუკაში არსებული პლანეტების კონფიგურაციის მიხედვით სვამს დიაგნოზს, როცა საუბარია დაავადების წარმოშობის გზებზე და მის ალბათობაზე ზოგადად.

არსებობს დაზიანებული, სუსტი ან დატყვევებული პლანეტები, რომლებიც თავისთავად ქმნიან რისკფაქტორებს ამა თუ იმ დაავადების ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, ასტროლოგიური პრინციპებით, ნებისმიერ ასპექტს ორი მხარე გააჩნია. ამიტომ პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რამდენად სწორად ჩართავთ თქვენ, ამა თუ იმ ასპექტს რუკაზე და ნეგატიური კალაპოტიდან, პოზიტიურ მიმართულებაში გადაიყვანთ პლანეტარულ კომბინაციებს.

ასტროლოგები თვლიან, რომ მეექვსე სახლის აქტიურობა რუკაში, ზოგადად სუსტ ჯანმრთელობაზე მიანიშნებს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ინდივიდი მოცემულ მეექვსე სახლის პლანეტებს სწორად "მოქოქავს" მას აქვს შანსი დაავადების რისკი, სასრგებლო საქმიანობად "გარდასახოს" .

ასე მაგალითად, თუ ამ სახლში იუპიტერია განთავსებული მისი ჩართვა ერუდიციის დონის მუდმივი ამაღლებით, პედაგოგიური მოღვაწეობით, მოგზაურობით, გიდის ან ექსკურსიამძღოლის პროფესიის ათვისებით შეგიძლიათ. რაც შესაბამისად, თავიდან აგარიდებთ იუპიტერის დაავადებების გაჩენის ალბათობას რომელიც ძირითადად ღვიძლის ფუნქციების მოშლას, ნივთიერებათა ცვლის პრობლემებს უკავშირდება.

როცა მეექვსე სახლის ბინადარი მარსი გყავთ , მისი პოზიტიურ ტალღაზე გადაყვანა სპორტული აქტივობით შეგიძლიათ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი დაცვით ფორმას დაავადების ან ტრამვების სახით მოუნახავს ასახვას.

მერკურის შემთხვევაში ენერგია კომუნიკაციის დონის გაღრმავებაზე უნდა მივმართოთ. თუ საამისო მონაცემები და მიდრეკილება გაგაჩნიათ, შეგიძლიათ მასაჟის ტექნოლოგიის შესწავლითაც დაკავდეთ. ამით ენერგო-დისბალანსს აირიდებთ თავიდან და მერკურის დაავადებებს – სასუნთქი გზების, ცხვირ-ხახისა და ფილტვების სისუსტეს მოუჭრით ყველა გზას.

მეექვსე სახლის სატურნის შემთხვევაში კვების რეჟიმის, დღის წესრიგის და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიდევნაა აუცილებელი საიმისოდ, რომ სატურნულმა სენმა – ართრიტმა, ოსტეოქონდროზმა და ძვალსახსროვანმა დაავადებებმა არ შეგვაწუხოს.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, ისიც თუ მთვარის რომელ ფაზაზე დაიბადა ადამიანი . იმიტომ რომ იმ კონკრეტული მეოთხედის დადგომისას, როცა იგია დაბადებული, როგორც წესი, ინდივიდი ენერგიის ნაკლებობას განიცდის, რაც ხშირად ხდება ჯანმრთელობის გაუარესების წინაპირობა.

იგივე ეფექტი ახასიათებს  ე.წ. "მთვარის უკუფაზის" პერიოდს (მაგ. თუ თქვენ მთვარის ვსებადი პერიოდში დაიბადეთ, ახალ მთვარეზე გექნებათ ენერგიის ნაკლებობა).

საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მზის და მთვარის კომბინაციები. მზის თერთმეტწლიანი ციკლის დროს ხდება ჩვენში ენერგობალანსის ცვლა, გარკვეული გარდამტეხი მოვლენები სისხლის მიმოქცევისა და გულის რიტმის მუშაობასთან დაკავშირებით (მზე ლომს/გულს შეესაბამება).

მთვარე ადამიანის ემოციურ მხარეზე ახდენს გავლენას. ამიტომ ასტროლოგები უკუჩვენებას აძლევენ იმ პერიოდში დაგეგმილ ქირურგიულ ოპერაციებს, რომელიც ტრანზიტულად,  ჩვენი ნათალური მთვარის მდებარეობას ემთხვევა (მაგ. თუ თქვენი მთვარე არის თევზებში, სასურველია ქირურგიული ჩარევა არ დაიგეგმოს მთვარის იგივე ნიშანში ტრანზიტისას).

სტომატოლგთან ვიზიტი და ზოგადად კბილების მკურნალობა, არასასურველია იმ პერიოდში როცა მთვარე სასწორის ან ვერძის ზოდიაქოს გადის. კბილებისა და ძვლოვანი სისტემის მართვა სატურნს ევალება, ვერძი და სასწორი კი თხის რქისთვის კვადრატურის მქონე (დაძაბული კონფიგურაციის) ნიშნებია. ამიტომ ამ პერიოდში დანტისტთან ვიზიტმა შესაძლოა ბევრი დისკომფორტი, ფიზიკური ტკივილი და გართულებაც მოგიტანოთ. იმიტომ რომ კბილები (ზოგადად ძვლოვანი სისტემა) ამ დროს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება.

ქირურგიული ჩარევა და რთული ოპერაციები ასევე იკრძალება ახალმთვარეობის (დაბალი სასიცოცხლო ტონუსი) და სავსემთვარეობის დროს (დიდია სისხლდენისა და მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის ალბათობა).

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის