ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის

შემოდგომის ბოლო თვის გატარება მეტად მოგინდებათ ოჯახში, მშობლების გარემოცვაში. სამსახურში განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით, აი, საოჯახო საქმეებში კი აქტიურად უნდა იყოთ ჩართული. მოიმატებს საყოფაცხოვრებო ვალდებულებები. შეიძლება ახალ ბინაში მოგიწიოთ გადასვლამ, ან სახლში სარემონტო სამუშაობების შესრულებამ. თუ არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით - სამსახური თუ ოჯახი, უპირატესობა ამ უკანასკნელს უნდა მიანიჭოთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრები განწყობას გაგიუმჯობესებთ. შეიძლება მათი დახმარებით მოგვაროთ თქვენი დაპაუზებული საქმეები. იყავით პოზიტიურად განწყობილი მათ მიმართ, აგრეთვე, მეზობლების. ნოემბერში გაიჩენთ ახალ მეგობრებს, შეიძლება ახალი ინტერესის სფეროები გამოგიჩნდეთ. გაგიჭირდებათ ერთ ადგილზე გაჩერება, მოგინდებათ მოგზაურობა, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. შეიძლება ახალ პროფესიას დაეუფლოთ ან გააგრძელოთ იმის სწავლა, რაც ადრე გქონდათ მიტოვებული. გირჩევთ, ყველა დაწებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

ფული და სიყვარული

თქვენი „ბრალი“ ისაა, რომ ვერ გარკვეულხართ, რა გსურთ საყვარელი ადამიანისგან. გამორიცხული არაა, ნოემბერში ერთდროულად რამდენიმე რომანი რომ გააბათ, რადგან ვერ გადაწყვიტოთ, უპირატესობა ვის მიანიჭოთ. თუმცა, არ გადააჭარბოთ - რჩევა-რჩევაში ყველამ ერთდროულად რომ არ მიგატოვოთ. დაქორწინებულებმა არ გაართულოთ დამოკიდებულება მეუღლესთან, წვრილმანი უსიამოვნებების გამო ნუ გაებუტებით ერთმანეთს. მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობას. ნებისმიერ შემთხვევაში გულახდილი საუბარი კარგი იქნება. იყავით საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღებიანი, გაანებივრეთ საჩუქრებით, მზრუნველობით. რაც შეეხება ფინანსებს, მეტი რაციონალურობა გმართებთ. სანამ დოკუმენტებს ხელს მოაწერთ, კარგად გადაიკითხეთ ყველა პუნქტი. თუ თავისუფალი თანხა გამოგიჩნდებათ, არ დახარჯოთ, სარფიან საქმეში დააბანდეთ.

ჯანმრთელობა

თვის მეორე ნახევარში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, მოგზაურობისა და აქტიურობის განწყობაზე დადგებით. თუმცა, აგრესიულობას ახლობლებზე ნუ დაანთხევთ. თვის პირველი ნახევარი კი მშვიდად განვლეთ, ზომიერად ივარჯიშეთ და საშემოდგომო ბუნებრივი (თხილეულიდან, ხილიდან და ბოსტნეულიდან) ვიტამინებიც მიიღეთ.

ქალებისთვის

დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყოთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ყოველთვის ჰკითხეთ რჩევა სპეციალისტს, გამოცდილ ახლობელს. გაფრთხილდით, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აფერისტობით შეეცდებიან თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას. არ გაეხვიოთ ინტრიგებში. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯს, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

მამაკაცებისთვის

მოთმინებით აღიჭურვეთ, ყველაფერი ისე შეიძლება არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურთ. ყოველთვის ვერ გამონახავთ საერთო ენას ახლობლებთანაც კი. რბილად, ღიმილით მოაგვარეთ უსიამოვნებები. შეამცირეთ უსიამოვნებები და კამათი. ნუ შეიძენთ დაუფიქრებლად ძვირად ღირებულ ნივთებს. განსაკუთრებით: ავტომობილს, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერულ ტექნიკას, ყველაფერი შეიძლება მალევე გაგიფუჭდეთ.

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის

რა უნდა იცოდეთ 2021 წლის 17 ივლისამდე პერიოდზე - "საჭიროა საკუთარი ფინანსების, დროის და ენერგიის კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ კუთხით გამოფიტვა-გაკოტრება"