ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

მთელი თვე გართობის ხასიათზე იქნებით. შეიძლება ბავშვეთან ერთად ჩაერთოთ შემოქმედებით საქმიანობაში ან მათ ყოველდღიური მეცადინეობა გადააქციოთ თამაშად. ეცადეთ, დრო და ენერგია ისე გადაანაწილოთ, რომ დღის ბოლოს გამოწურულ ლიმონს არ დაემსგავსოთ. არ ჩაერთოთ საეჭვო საქმიანობაში, განსაკუთრებით, თუ დიდი ფულის გამომუშავებას დაგპირდებიან მარტივი ხერხებით. ფული მხოლოდ ისეთ საქმეში დააბანდეთ, რაშიც არ წააგებთ. თუ კარგად იმუშავებთ, მატერიალური მდგომარეობა ოქტომბერზე უკეთესი გექნებათ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ხშირად შეეხმიანოთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს. მეტი დრო გაატაროთ შინ. თუნდაც მოინახულოთ ადგილები, სადაც ბავშვობა გაქვთ გატარებული. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ ან მშობლების ბინაში გადაწყვიტოს რემონტის გაკეთება. შეიძლება უბრალოდ, მეტი დრო გაატაროთ მშობლების გვერდით. მოგინდეთ მეგობრების შინ მიპატიჟება ან შეიძლება სახლიდან მოგიწიოთ მუშაობამ.

ფული და სიყვარული

განაახლეთ ოჯახური ტრადიციები. ხშირად უმასპინძლეთ შინ ნათესავებს. ზოგიერთი შეიძლება საგვარეულო ისტორიებით დაინტერესდეს, გენეოლოგიური ხის შედგენა გადაწყვიტოს. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად, გაიხსენეთ ტკბილად გატარებული დრო. შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება მოინდომოთ. მარტოხელები ყველანაირად უნდა გააქტიურდეთ, რომ თვის ბოლომდე თქვენთვის მისაღები ადამიანი გაიცნოთ. ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური და გულთან ყველა უსიამოვნებას ნუ მიიტანთ. ოჯახში კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვაროთ. არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ ოჯახური ჰარმონია. ნოემბერში მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

ჯანმრთელობა

ნოემბერში მაქსიმალურად აქტიური იქნებით, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ. თვის ბოლოს უფრო მეტად იქნებით მიზანმიმართული და მარტივადაც შეძლებთ სასურველის მიღწევას. გამონახეთ დრო და ჩაეწერეთ აუზზე ან სპორტდარბაზში. კარგი იქნება, თუ დილაობითც დაიწყებთ ვარჯიშს, მსუბუქ სირბილს.

ქალებისთვის

საკუთარი თავისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებთ. შეიძლება სარფიანი და საინტერესო შემოთავაზებები მიიღოთ. შანსი მოგეცემათ განახორციელოთ დიდი ხნის სურვილები. მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან და ახალგაცნობილებთანაც კი. საოჯახო საკითხებს მარტივად გაუმკლავდებით. შეიძლება ერთმანეთზე განაწყენებული ნათესავებიც კი შეარიგოთ. თვის ბოლოს რომანტიკულ სიურპრიზებსა და სიყვარულის ახსნას დაელოდეთ.

მამაკაცებისთვის

ყველა საქმეს კარგად გაუმკლავდებით, მთავარია, წინდაწინ შეადგინოთ სამოქმედო გეგმა. რათა არაფერი გამოგრჩეთ და დროულად შეასრულოთ ყველაფერი. რთული საკითხების მოგვარებისას დახმარება გამოცდილ ახლობლებს ჰკითხეთ და ეცადეთ, უშეცდომო გადაწყვეტილებები მიიღოთ. კარგ ფიზიკურ ფორმაში ხართ, ვარჯიში კი უფრო მეტ ენერგიას შეგმატებთ. გამონახეთ დრო ქალაქგარეთ გამგზავრებისთვის. გზაში შეიძლება ბევრი საჭირო ინფორმაცია გაიგოთ ან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ნოემბერში მივლინებებიც იმატებს.

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის - რა ცვილებებს მოგიტანთ შემოდგომის ეს თვე

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის