ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის - რა ცვილებებს მოგიტანთ შემოდგომის ეს თვე

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის - რა ცვილებებს მოგიტანთ შემოდგომის ეს თვე

თვის დასაწყისშივე მიხვდებით, რომ ყველა სირთულე წარსულში დარჩა და შვებით ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემათ. მიიღებთ იმ ჯილდოს, რასაც იმსახურებთ. იყავით მეტად მობილიზებული, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებში, მიაღწიოთ წარმატებას კარიერაში. თუმცა, საკუთარ მოსაზრებებს აგრესიით ნუ დაამტკიცებთ. არც ახლობლებთან გირჩევთ დამოკიდებულების გართულებას, უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ იმიჯის გაუმჯობესებას, აიმაღლოთ თვითშეფასება. საშუალება მოგეცემათ უკეთესობისკენ გამოისწოროთ მატერიალური მდგომარეობა. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გელით, საწინააღმდეგო სქესისთვის მეტად მიმზიდველი გახდებით.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში შეიძლება ისეთი საიდუმლო გაიგოთ (და შეიძლება ასეთი არაერთი იყოს), რაც დიდ საგონებელში ჩაგაგდებთ. ეცადეთ, გონივრულად გამოიყენოთ ყველა ინფორმაცია, თავად კი არ გაავრცელოთ საკუთარ თავზე ამბები. არც სულიერი საუბრები მოგიტანთ თქვენთის სასურველ შედეგს. უმჯობესია, მთელი თვის განმავლობაში მეტი მოუსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. დაფიქრდით, იქნებ თქვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტებია, რომელთა უკეთესობისკენ შეცვლაც გსურთ. გამოიტანეთ სწორი დასკვნები და ახალი შეცდომები აღარ დაუშვათ.

ფული და სიყვარული

სასიყვარულო სფეროში განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით, მარტოხელები ნუ შეეცდებით ახალი კავშირების გაბმას, აქედან კარგი მაინც არაფერი გამოვა, იმედგაცრუებული დარჩებით. ამას დაემატება გადაღლილობა სამსახურის და სოჯახო ვალდებულებების გამო. შეყვარებულებსაც კი მოგიწევთ მეწყვილესთვის გრძნობების დამალვა. ან შეიძლება ისე ხშირად ვერ შეხვდეთ ერთმანეთს, როგორც ეს ნომებრამდე ხდებოდა. დაქორწინებულები მოერიდეთ პარტნიორთან კამათს. შეიძლება იმდენი ფული ვერ მიიღოთ, რასაც ელოდით და წვრილმანებზე ეკონომიის გაკეთებამ მოგიწიოთ. თუმცა, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს.

ჯანმრთელობა

მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ფიზიკურ აქტიურობას და ჯანმრთელობას. თვის მეორე ნახევარში ენერგიის მომატებას იგრძნობთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, რამდენიმე დღით შვებულება აიღეთ და დაისვენეთ, მოიწესრიგეთ ნერვები. განსაკუთრებით, თქვენი დაბადების დღის წინ.

ქალებისთვის

გართობის, დასვენების, თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან დროის გატარების თვე დაგიდგათ. მოიმატებს ენთუზიაზმი და ცხოვრების ხალისი. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა ნაცნობებმა; საქმიანმა ან სასიყვარულო პარტნიორებმა. მოსალოდნელია სიურპრიზები და საჩუქრებიც. თუ ხვდებით, რომ საქმეები მეტ დროს მოითხოვს თქვენგან, მატერიალურად კი დაინტერესებული არ ხართ, ნუ გაიწამებთ თავს. ყოველდღიური საქმეები კი დიდ დაკვირვებას ითხოვს თქვენგან. გახსოვდეთ, ეშმაკი დეტალებშია, გადაამოწმეთ თითოეული წვრილმანი.

მამაკაცებისთვის

შეიძლება წარმატებას მიაღწიოთ იმ სფეროებშიც კი, რაც ადრე შეუსრულებელი გეჩვენებოდათ. ეს განსაკუთრებით შუა თვიდან მოხდება. კარგი თვეა შეხვედრებისთვის, მეგობრული, საქმიანი თუ სასიყვარულო პაემნებისთვის. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. საყიდლები, განსაკუთრებით ძვირად ღირებული თვის ბოლოსთვის დაგეგმეთ.

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის