ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - რჩევები ასტროლოგისგან

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - რჩევები ასტროლოგისგან

შესანიშნავ განწყობაზე ხართ. ნოემბერი ის თვეა, როცა კარიერული მიღწევებით იქნებით დაკავებული და წარმატებასაც მიაღწევთ. სამსახურში ან მნიშვნელოვან პროექტს ჩაგაბარებენ, ან დაგაწინაურებენ და ხელფასს მოგიმატებენ. ერთი სიტყვით, თქვენთვის რაღაც სასიამოვნო მოხდება. სხვათა შორის, სასურველია, შეინარჩუნთ ის შედეგიც, რაც ახლა გაქვთ. შეიძლება გაგიჩნდეთ სწავლის გაგრძელების, კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

სწავლის ან პირადი ურთიერთობების გამო საზღვარგარეთ მოგიწევთ გამგზავრება. ან შეიძლება გააბათ მიმოწერა საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანთან. მიიღებთ საჭირო ცნობებს საზღვარგარეთიდან. მოგინდებათ ლექციებზე დასწრება, წერა, განსაკუთრებით, თუ მიდრეკილებაც გაქვთ მწერლობისადმი, შეიძლება წიგნიც კი დაწეროთ. ან თუ ლექტორი ხართ, შეიძლება დამატებითი საათები აიღოთ. ხოლო, თუ სტუდენტი ხართ, მოემზადეთ გამოცდებისთვის. თქვენს სასარგებლოდ წარიმართება მოლაპარაკებები. მთავარია, ოპონენტი მიხვდეს, რომ მზად ხართ კომპრომისისთვის.

ფული და სიყვარული

ბალანსი უნდა დაიცვათ მუშაობასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში, რაც შესანიშნავად გამოგივათ. მარტოხელებს გაქვთ შანსი, რომ გაიცნოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი და მასთან გააბათ რომანი. ის შეიძლება იყოს თქვენზე ან სტატუსით მაღლა მდგომი, ან ასაკიანი. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ. ან სულაც განქორწინებულებისთვის იყოს ეს მეორე ქორწინება. დაქორწინებულებს გაგიუმჯობსდებათ ერთმანეთთან დამოკიდებულება. შანსი მოგეცემათ, რომ ერთად დაისვენოთ. სამსახურის საქმეები კარგად მიგდით, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ. სხვათა შორის, ფული შეიძლება უცხოელი პარტნიორებისგანაც კი მიიღოთ.

ჯანმრთელობა

გახშირდება შეხვედრები და ვიზიტები ნათესავებთან. შეიძლება მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნოთ. ან იმ მეთოდს მისდიოთ, რაც ახლობლებმა გირჩიათ და აპრობირებულია.

ქალებისთვის

უმჯობესია, მეტად დაისვენოთ, ვიდრე რამდენიმე საქმეში ერთდროულად ჩაერთოთ. შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, მოულოდნელი სიტუაციების გამო. გაფრთხილდით, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები. განსაკუთრებით ფინანსურ გათვლებში, დოკუმენტებში. სასურველია, დაგროვილ პრობლემებს გაუმკლავდეთ მომენტალურად, რათა დაგროვილმა კიდევ უფრო მეტი უსიამოვნება რა გაგიჩინოთ.

მამაკაცებისთვის

მოვლენებით დატვირთული თვე დაგიდგათ. იმისათვის, რომ ჩვეულ საქმეებს გაუმკლავდეთ, ზედმეტი ძალისმხმევა მოგიწევთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. გაფრთხილდით, შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაგირთულდეთ. მოერიდეთ ზედმეტ გადატვირთვას. პოზიტიური მოვლენები ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოიმატებს. ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.

როგორი იქნება ნოემბერი ტყუპისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი და რჩევები ასტროლოგისგან

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის - რა ცვილებებს მოგიტანთ შემოდგომის ეს თვე