ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

მთელი თვე ფულის მოძიებით ან ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. გაგიჩნდებათ სურვილი, შემოსავლის დამატებითი წყაროს მიაგნოთ. თუ პირადი ბიზნესი გაქვთ, მოგინდებათ მისი გაფართოება. ზოგიერთმა კი შეიძლება უცხოეთიდან მოიზიდოს ფინანსები. სამსახურში შეიძლება ან დამატებითი ვალდებულება გაგიჩნდეთ, ან ახალ პროექტში ჩაერთოთ. კარგად შესრულებული სამუშაო კარგადვე აგინაზღაურდებათ. თუ დამატებითი ფული გაგიჩნდებათ, სარფიან საქმიანობაში დააბანდეთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ნოემბერში მოგემატებათ ინტელექტუალური და გონებრივი სამუშაო. იყავით დაკვირვებული ყველა დეტალისადმი. ეცადეთ, კონფლიქტური სიტუაციები დიპლომატიურად მოაგვაროთ. განსაკუთრებით ბიზნესსაქმიანობაში. ზოგიერთს შეიძლება მოგინდეთ სწავლის გაგრძელება, კვალიფიკაციის ამაღლება. შეიძლება ხელსაქმის კურსებზეც კი ჩაეწეროთ. ამ თვეში შესაძლებლობა მოგეცემათ, მეტად გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალიზმი. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, გასაუბრებაზე რაც უფრო მეტად გამოავლენთ თქვენს შესაძლებლობებსა და ნიჭს, მით უკეთესია თქვენთვის.

ფული და სიყვარული

სასიყვარულო ურთიერთობებში მეტად მომთმენი უნდა იყოთ. მშვიდობისკენ უნდა ისწრაფოდეთ და არა ომისთვის. მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობის გაუმჯობესებას. შეიძლება ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტოთ. მარტოხელებს ნოემბერში რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელიც თუ ქორწინებით არ დაგვირგვინდება, მყარ მეგობრობაში მაინც დაგაიზრდება. თუ უკვე ნაპოვნი გყავთ რჩეული, კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვარეთ და დაშორებამდე არ მიხვიდეთ. ეს თვე კარგია ნიშნობისა და ჯვრისწერისთვის. რაც შეეხება მატერიალურ სფეროს, თავად უნდა იყოთ აქტიური, რომ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. დიპლომატიურად მოითხოვეთ წარსულში შესრულებული საქმეების ანაზღაურება. შანსი გაქვთ, რომ ბევრს მიაღწიოთ და არ იზარმაცოთ.

ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში დაუბრუნდით ძველ ვარჯიშებს, მაგრამ ზომიერად, ძალიან ნუ გადაიტვირთებით. თვის მეორე ნახევარში კი შეგიძლიათ მეტად დაიტვირთოთ თავი. კარგ იქნება, თუ სპორტულ აქტიურობაში მეუღლესაც აიყოლიებთ. ოჯახში დანერგეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. არ გადაიტვირთოთ კუჭი, მეტი იარეთ ფეხით, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. გახსოვდეთ, რომ სრულფასოვანი დასვენება და ძილი სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

ქალებისთვის

დაასრულეთ ძველი საქმეები და ახლებიც დაიწყეთ. მოგვარდება ის საკითხები, რაც ადრე მოსვენებას გიკარგავდათ. გამოგიჩნდებათ მეტი თავისუფალი დრო და ეცადეთ, ის საყვარელი ადამიანის გვერდით, ოჯახში, შვილებთან ერთად გაატაროთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. თვის მეორე ნახევარში გააუმჯობესეთ დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც აპირებთ საქმეების დაწყებას ან უკვე მუშაობთ.

მამაკაცებისთვის

გამოიყენეთ ეს დრო, რათა აღიდგინოთ ძალები. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ. ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევებს. ნუ გააკეთებთ ეკონომიას იმაზე, რაც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თვის მეორე ნახევარში მეტად მონდომებული უნდა იყოთ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან.

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის - რა ცვილებებს მოგიტანთ შემოდგომის ეს თვე

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის