ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის

მთელი თვე მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრებით იქნებით დატვირთული. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებშიც. ერთგული მეგობრები დახმარების ხელს გამოგიწვდიან. თქვენი საქმეების კარგად წარმართვის საუკეთესო საშუალება ოჯახის წევრების დახმარებაა. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური საქმიანობა. არ გაართულოთ დამოკიდებულება კოლეგებთან. აქამდე არსებული ყველა დაპირისპირება მშვიდობიანად მოაგვარეთ. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ სიყვარულსა და მზრუნველობას იმსახურებს.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

განსაკუთრებით დაკვირვებული უნდა იყოთ სამსახურის საქმეების მოგვარებისას. გაქვთ დაწინაურების შანსი და ეცადეთ, გონივრულად იმოქმედოთ. ბრძნულად მოაგვარეთ კონფლიქტები და დაპირისპირება. საქმეები ისე მოაგვარეთ, რომ არც საკუთარი მდგომარეობა დააზარალოთ და არც სხვებს შეუქმნათ უსიამოვნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც კერძო ბიზნესითაა დაკავებული. მოგეცემათ მისი გაფართოების შესაძლებლობა. ზოგიერთებს დაწინაურება ელით. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, გასაუბრებაზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ და სამსახურსაც მიიღებთ. გახშირდება მივლინება, სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება.

ფული და სიყვარული

ჯიუტი, მაგრამ მშვიდობისმოყვარე უნდა იყოთ. მართალია, რთული შესასრულებელია, მაგრამ უნდა შეძლოთ. მხოლოდ საკუთარი სურვილების კი არა, გარშემო მყოფების ინტერესების გათვალისწინებითაც იმოქმედეთ. ეცადეთ, ყველა კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვაროთ. მარტოხელებს ნოემბერში სასიამოვნო ნაცნობობა და რომანტიკული ნაცნობობა ელით. უკვე შეყვარებულები, თუ ოფიციალურ დაქორწინებას არა, ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, მაგრამ ნოემბერი ქორწინებისა და ნიშნობისთვისაც საუკეთესო თვეა. თუმცა, თქვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადავა, თუ კარიერის გამო მასზეც უარს იტყვით. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს. ზოგიერთმა შეიძლება ქორწინებით აიმაღლო სოციალური სტატუსი. დაქორწინებულები თხის რქები მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მეუღლის ფულით შეძლებენ.

ჯანმრთელობა

გამონახეთ დრო და მშობლებს მიხედეთ, დაეხმარეთ მათ რთული საქმეების მოგვარებაში. ზოგიერთმა შეიძლება მოზღვავებული ენერგია სახლში რემონტის გაკეთებას დაუთმოს. განსაკუთრებით, თვის მეორე დეკადიდან, მანამდე კი დაწყებული საქმეეები დაასრულეთ. მიიღეთ ნატურალური ვიტამინები და არც ზომიერი ვარჯიში გაწყენთ.

ქალებისთვის

მშვიდად იყავით, რათა არავინ მოგიშალოთ ნერვები და არავინ შეგიშალოთ ხელი სასურველის მიღწევაში. სასურველია, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც მუდმივად გაგამხიარულებთ და მშვიდ სიტყვას გეტყვით, როცა ნუგეში დაგჭირდებათ. თვის მეორე ნახევრიდან საინტერესო საქმიანობაში მოგიწევთ ჩართვა.

მამაკაცებისთვის

წარმატებული თვე გელით, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. მოულოდნელი შეხვერებით დატვირთული თვე გელით. მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ საქმიან პარტნიორებთან, მეგობრებთან. შემოსავალი სტაბილურად გექნებათ. მივლინება და მგზავრობა დაგეგმეთ საინტერესო ადამიანთან ერთად.

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - რჩევები ასტროლოგისგან

როგორი იქნება ნოემბერი ტყუპისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი და რჩევები ასტროლოგისგან

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის