ავტორი:

ნომებრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

ნომებრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

განსაკუთრებულ ყურადღება უნდა მიაქციოთ საყოფაცხოვრებო საქმეებსა და ქორწინებას. გადაწყვეტილების მიღწევისას მხოლოდ საკუთარ სურვილზე ნუ იქნებით დამოკიდებული, პარტნიორის (საქმიანისაც და სასიყვარულოსიც) მოსაზრებებიც გაითვალისწინეთ. იყავით მეტად მიზანმიმართული და თავდაჯერებული. მარტოხლებმა მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ დაწყვილდეთ. ამის შესაძლებლობა კი მოგეცემათ. დაქორწინებულებმა დაარეგულირეთ ურთიერთობა მეუღლესთან. განსაკუთრებით, როცა საქმე უძრავ ქონებას ეხება. თუ ხვდებით, რომ ქორწინების შენარჩუნებას ვერ ახერხებთ, ისე იმოქმედეთ, რომ ემოციურად და ფინანსურად ნაკლებად დაზარალდეთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მაქსიმალურად დიპლომატიური უნდა იყოთ და შეგეძლოთ კომპრომისზე წასვლა. შეიძლება ასაკით უმცროს პარტნიორებთან უფრო მარტივად გამონახოთ საერთო ენა, ვიდრე თანატოლებთან. ისინი პრობლემისადმი არასტანდარტული მიდგომითა და სიახლეებით მიიქცევენ თქვენს ყურადღებას. თავადაც მოწადინებული უნდა იყოთ, რომ გაიღრმაოთ ცოდნა, ისწავლოთ, რათა უკეთეს შედეგებს მიაღწიოთ კარიერაში. გავლენიანი ნაცნობების დახმარებით შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ვითარება ბიზნესში. ზოგიერთი დაწინაურებასაც კი შეძლებთ.

ფული და სიყვარული

მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, განსაკუთრებით სამსახურში. მიმოიხედეთ ირგვლივ და აუცილებლად შეამჩნევთ ადამიანს, რომელიც შეიძლება თქვენი მეწყვილე გახდეს. შეიძლება თქვენს გარემოცვაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენი სულიერი მეგობარი გახდება. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ მეუღლეს. იყავით მზრუნველი და დაინტერესდით მისით, თუნდაც ყოველდღიური საკითხებით. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური გექნებათ. შეიძლება შეგიმცირდეთ შემოსავალი. ან ვერ მიიღოთ ის თანხა, რისი იმედიც გქონდათ.

ჯანმრთელობა

სტრესული სიტუაციები და სულიერი განცდები მოგეძალებათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც გზღუდავთ. თუ საშუალება გაქვთ, შვებულებაში გადით და დაისვენეთ. მოიწყვეთ განტვირთვის დღეები. რაციონში შეამცირეთ მძიმე და ცხიმიანი საკვები. გაამდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით.

ქალებისთვის

მოულოდნელობებით აღსავსე პერიოდი გელოდებათ. მოსალოდნელია შეხვედრები, უცნაურობები. შეიძლება გაბედოთ ის, რაც ადრე შეუძლებლად გეჩვენებოდათ. ცვლილებები გელით ახლობლების ცხოვრებაშიც. შეიძლება ახალგაცნობილმა მამაკაცმა თავბრუ დაგახვიოთ. ყურადღება მიაქციეთ მცირე დეტალებსაც კი.

მამაკაცებისთვის

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების თვე დაგიდგათ. სწორად შეაფასეთ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები. ეცადეთ. განავითაროთ საკუთარი თავი. მიიღოთ ცოდნა, რათა კარიერასა და ბიზნესში მიაღწიოთ გამარჯვებას. ფულის დაბანდების და სარფიანი საყიდლების შესაძლებლობა მოგეცემათ. ჩაერთეთ საოჯახო საქმეებში. გააუმჯობესეთ ნათესავებთან კავშირი. თვის ბოლოს მიიპატიჟეთ შინ ახლობლები. მეგობრებთან შეხვედრები პოზიტივით აგავსებთ.

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - რჩევები ასტროლოგისგან

როგორი იქნება ნოემბერი ტყუპისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი და რჩევები ასტროლოგისგან