პიროვნების გაორების სინდრომით დაავადებული თვითმარქვია თუ უბრალოდ ძალიან კეთილი ადამიანი

პიროვნების გაორების სინდრომით დაავადებული თვითმარქვია თუ უბრალოდ ძალიან კეთილი ადამიანი

ინტერნეტში ქექვისას ვინმე ფერდინანდ ვალდო დემარას შესახებ გადავაწყდი საინტერესო ცნობებს. გასული საუკუნის ცნობილი მისტიფიკატორი, თვითმარქვია ექიმი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყოველგვარი შესაბამისი ცოდნა-განათლების გარეშე, ოპერაცია ათობით ადამიანს გაუკეთა სუფთა ენთუზიაზმის ხარჯზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტთა უმრავლესობა გადარჩა! დემარა ცხოვრების მანძილზე მრავალ პროფესიას დაეუფლა ე.წ. "მოყვარულის" დონეზე. მაგრამ იგი ყოველთვის გასაოცარი ოსტატობით ასაღებდა თავს ამა თუ იმ მორიგი საქმის პროფესიონალად და საოცარი ის არის, რომ მის ნათქვამში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა. იგი მუშაობდა ტეხასის შტატის ციხის უფროსად, სადაც თავი ყველას შეაყვარა კაცთმოყვარეობით, როცა მისი მორიგი აფეორა გამომჟღავნდა, გაიქცა ახალი თავგადასავლის საძიებლად და ერთ-ერთ შტატში, სკოლის მასწავლებლის როლი მოირგო, თანაც ისევ ბრწინვალედ და უზადოდ ითამაშა, სანამ თაღლითობის ბრალდებით არ წაუყენეს ბრალი და საბოლოოდ ციხეში არ ამოყო თავი . ეს გახლავთ ჩვენი მორიგი ასტროპორტრეტის გმირის მოკლე ბიოგრაფია და დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ ადამიანის პირად რუკაზე თვალის გადავლება ნებისმიერი ასტროლოგისთვის იქნებოდა საინტერესო.

ანალიზი ფოტო მასალით დავიწყე. გარეგნობის მიხედვით, მათთვის, ვინც ასე თუ ისე ერკვევა ზოდიაქოს ნიშნის ტიპურ წარმომადგენელთა ფიზიოგნომიკაში ძალზე მარტივია დემარას მზის ნიშნის გამოცნობა . ფართოდ მოღიმარი ფიზიონომია, მუდამ ეშმაკურად მოციმციმე თვალები, ერთი შეხედვით გულღია და დიდსულოვანი კაცის გამომეტყველება... დიახ, დიახ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ. დემარა კი ზუსტად ამ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებოდა.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ პლანეტა იუპიტერი, რომელიც მშვილდოსნის ზოდიაქოს მართავს ამ ქვეყნად ყველაზე მეტ მასხარას, ჯამბაზსა და საზოგადოების "გამრთობ" ინდივიდს წარმოშობს. მშვილდოსნები გულით ბავშვები არიან მიუხედავად ასაკისა გამუდმებით გააჩნიათ სურვილი, საზოგადოება გაამხიარულონ და აიყოლიონ ხუმრობაში. კარგი ხუმრობა კი მათი ხასიათის უმთავრესი ღირსებაა.

Astrologia

მშვილდოსანი ფილოსოფიური ნატურაა, ამიტომ მიუხედავად თავისი "მასხარას ნიღბისა" ბევრ მათგანს ნიღაბს მიღმა საოცრად სევდიანი წარსული და სენტიმენტალური მოგონებების მთელი არსენალი დააქვს. თუმცა მშვილდოსნების დადებითი თვისებაა ალბათ ისიც, რომ საკუთარ დარდსა და პრობლემებზე წუწუნი არასოდეს ახასიათებს.

ჰოდა, რაც უფრო მეტად ხუმრობს, რაც უფრო მეტად "ცანცარებს" და ანცობს მშვილდოსანი უნდა იცოდეთ, ამ დროს იგი ყველაზე უფრო და უკიდეგანოდ უბედურია. დემარას შემთხვევაშიც ასე გახლდათ.

ერთ დროს მდიდარი და ცნობილი ოჯახის შვილს, მამის გაკოტრებით დაწყებული, 12 წლის ასაკში საყვარელი დის გარდაცვალბით დასრულებული ბევრი სულიერი დარტყმა შეხვდა. რამაც, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ინდივიდის ფსიქიკაზე. ეს ადამიანი ბუნებით საკმაოდ სენსიტიური და ამასთანავე ამბიციური იქნებოდა. კარმული კვანძი, რომელიც გრადუსის მიხედვით უჩვეულო სამსახიობო ტალანტზე მიუთითებს დემარას ცხოვრებაში გათამაშდა კიდეც შესაბამისად, ოღონდ მისთვის თეატრის სცენა თავად ცხოვრება იყო ამ მხრივ. მთვარის ნიშანი ქალწულის ზოდიაქოში, მიუთითებს იმას, რომ ეს ადმიანი ინტუიციურ დონეზე ხვდებოდა სამედიცინო სფეროს დეტალებს. ამასთან ერთად, მას საკმაოდ კარგი დაკვირვების უნარი და ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა საიმისოდ, რომ ნებისმიერი პროფესიის ძირეული საფუძვლები აეთვისებინა რეკორდულ დროში (რასაც დემარა პრინციპში აკეთებდა კიდეც).

გარდა ამისა, ეს ადამიანი დაჯილდოებული იყო გასაოცარი ინტუიციური შესაძლებლობებით, რის ხარჯზეც კარგად ახერხებდა გარშემო მყოფების ე.წ. "ჰიპნოზირებას", რის ხარჯზეც ბევრი იმსჭვალებიდა მის მიმართ ნდობითა და კეთილგანწყობით. მზისა და მერკურის შეერთება მშვილდოსნის ნიშანში "მეზე" ორიენტირებულ და თავდაჯერებულ პიროვნებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, მერკურისა და იუპიტერის ასპექტი მიანიშნებს იმას, რომ პიროვნება მიდრეკილია გაზვიადებისკენ, ოღონდ იშვიათად ნეგატიური კუთხით . ხოლო ვენერა-ნეპტუნისა და ვენერა-იუპიტერის დადებითი ასპექტები ჩვენ წინაშე ხატავს "მეზღაპრეს" კარგი ექსტრასენსორული შესაძლებლობებით, რომელსაც საკუთარი ნაუბარის თავადვე უპირობოდ სჯერა. ამას დავუმატოთ აღმავალი კარმული კვანძის და ზოგადად პირად რუკაზე სასწორის ზოდიაქოს ინტენსივობა, შედეგად კი მივიღებთ მძაფრი შემოქმედებითი ტალანტით "აღჭურვილ", ცოტა შეშლილ, მაგრამ რეალურად საკმაოდ გულკეთილ გენიოსს, რომელმაც საკუთარი შესაძლოა არცთუ ჯანსაღი ფსიქიკის მეშვეობით საკმაოდ ბევრ ადამიანს მოუტანა ცხოვრებაში სიკეთე და დადებითი ემოციები.

P.s ამ ადამიანის პირადი კოსმოგრამის ანალიზის დროს, ჩემდა უნებურად გამახსენდა ცნობილი ფილმი, არანაკლებ ცნობილი და გენიალურ კევინ სპეისის მონაწილეობით "პლანეტა კეი პაქსი", რომლის სიუჟეტის მთავარი გმირის ფსიქიკაც, ძლიერი ცხოვრებისეული სტრესისგან თავდასაცავად ე.წ. "ალტერნატიულ რეალობას" გამოიგონებს . სავსებით შესაძლებელია, იგივე ფენომენთან გვქონოდა საქმე ფერდინანდ ვალდო დემარას შემთხვევაში. ჩვენს პიროვენებას ხომ ჩვენივე შიშები და ფობიები, მათზე გამარჯვების ან მართვის მეთოდები ქმნიან.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის